THOMAS KOSMALA PARIS არომატთა ალქიმია
ბრენდ THOMAS KOSMALA PARIS-ის არომატთა ალქიმია თავად პარფიუმერი თომას კოსმალაა. მისი მოგზაურობა სურნელოვან სამყაროში პარიზში დაიწყო. იქ კლასიკური პარფიუმერიის შესასწავლად ჩავიდა და ნედლი ინგრედიენტების შეზავების განმაცვიფრებლად ახლებური კომბინაციების ემოციურ შესაძლებლობებს გაეცნო.

თომას კოსმალას დამოუკიდებელ ლაბორატორიაში შექმნილი და სრულქმნილი არომატები ოსტატურად აბალანსებს ტრადიციულ და ინოვაციურ მეთოდებს.
პარფიუმერის გამორჩეული ნიჭი ბრენდის ყოველ კოლექციაში ვლინდება: კლასიკური, ნედლი ინგრედიენტების ახლებურად გააზრებით, თომას კოსმალა გამომწვევ, კონცეპტუალურ სურნელოვან პროფილებს გვთავაზობს.




Thomas Kosmala-ს კლასიკური, სუფთა, გამაგრილებელი Tonic Blanc ტრადიციული, ნეროლის ბაზაზე შექმნილი არომატია, რომელიც კრიალა და დახვეწილი ატმოსფეროს ემოციებს აღძრავს.
მისი დამატყვევებელი სურნელი ხანგრძლივად პროექცირდება, თუმცა ყვავილოვან ხასიათს ინარჩუნებს და ნეროლის ბაზაზე დამზადებული სხვა სუნამოებისგან განსხვავებით, მთელი დღის განმავლობაში ინტენსიური და შესამჩნევია.


Thomas Kosmala-ს პიკანტური, ტკბილი, მსუბუქი და უნიკალური არომატი — Sève Nouvelle მწარე და ხისებრი ნოტების თანამედროვე ნაზავს წარმოადგენს. ტონკას მარცვლები და ქარვის ხე სურნელის ბაზას სიმშრალეს მატებს, ჟოლო კი — ტკბილი, ხილისებრი ნოტით ამდიდრებს.
დახვეწილი და ამავდროულად მრავალმხრივი ხასიათის Sève Nouvelle თითქოს ყვავილოვანი, თუმცა უფრო მეტად ტყავისებრი ტიპის სუნამოა.


Thomas Kosmala-ს ტყავისებრი, ხისებრი, მრავალმხრივი Crépuscule Ardent, ტყავის ნოტების ბაზაზე შეზავებული ყვავილოვანი ჟასმინის, ტკბილი კენკრის, ნატის და ქარვის ნოტებით დაბალანსებული არომატია.
Crépuscule Ardent ტყავისებრი არომატების მოყვარულთათვისაა შექმნილი;
მისი დახვეწილი, მშრალი ხის ტკბილი ნოტები მძაფრ, თუმცა არა დომინანტურ სურნელს გვთავაზობს.


Thomas Kosmala-ს ტკბილი, პიკანტური, მგრძნობიარე, ამბროქსანის და Iso E Super-ის „დამატყვევებელი“ ნოტებით გაძლიერებული კონცეპტუალური არომატი — Après l’Amour სუნამოს ცნების თანამედროვე ინტერპრეტაციას გვთავაზობს.
Après l’Amour-ის ჰიპოალერგიული სითხე კანის კანთან შეხებით გამოწვეული მგრძნობიარე, გამომწვევი და ადიქციური შეგრძნებებითაა შთაგონებული; ხანგრძლივი პროექციის „ბირთვული“ მოქმედებით ხასიათდება და იმ მომხმარებლებს ეძღვება, რომელთაც სურთ, ყველა გარემოში თამამი განაცხადით გამოჩნდნენ — ქუჩაში გააჩერონ ან თვალი გააყოლონ.