LIBRE Intense EDP

318.00ლ
  • ბრენდი: YVES SAINT LAURENT
  • პროდუქტის კოდი: 3614273069533
  • რაოდენობა: მარაგშია

პროდუქტის მახასიათებლები

LIBRE-ს მთავარი გმირის მგრძნობიარე ბუნება განსახიერებას ჰპოვებს YSL-ის ახალ არომატში LIBRE INTENSE!ჯუნგლებში გაზრდილი ველური ორქიდეას ნოტები კომპოზიციის შუაგულში ანთებს ცეცხლს და მატებს მას ცხოველმყოფელ ძალას. იგი ჰარმონიულად ერწყმის ფორთოხლის ყვავილის, ლავანდის, მსუბუქი კრემისებრი ვანილისა და ნაცრისფერი ქარვის აკორდებს. და ახალი არომატის კიდევ ერთი განსაკუთრებული ნიუანსი: LIBRE INTENSE-ს განმასხვავებელი ნიშნის, მამაკაცური და ქალური საწყისების კონტრასტის გამოსაკვეთად, პარფიუმერებმა სუნამოს ახალი ელემენტი - ვეტივერი დაუმატეს. ვეტივერის არომატი კვამლიანი ხის შლეიფის დახმარებით ქმნის მაცდურ საბაზისო ნოტებს, მისთვის დამახასიათებელი მამაკაცურობა კი კონტრასტში მოდის LIBRE INTENSE -ს მგრძნობიარე ყვავილოვან კომპოზიციასთან.გამბედაობისა და სექსუალურობის განსახიერება მაღალ მოდაში! უფრო ტემპერამენტიანი, ინტენსიური და ექსპრესიული...
„მე ვიცი, რომ მოდის ინდუსტრიაში გადატრიალება მოვახდინე, რადგან ქალბატონებს მივეცი თავისუფლება, რომელზეც ადრე ისინი ოცნებასაც კი ვერ ბედავდნენ“- ივ სენ ლორანი

დაწერე მიმოხილვა

გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია განხილვის დასაწერად