100% Natural Hand Sanitizer KÁSHKASH x LIYA

25.00ლ
  • ბრენდი: KASHKASH
  • პროდუქტის კოდი: 2019000010047
  • რაოდენობა: მარაგშია
პროდუქტის მახასიათებლები
  • მოცულობა: 60 მლ

ორი ქართული ბრენდი, KÁSHKASH და LIYA გავერთიანდით სოციალური პროექტისთვის და შექმენით საერთო პროდუქტი – 100% ნატურალური სანიტაიზერი, რომლის ბენეფიტებიც შემდეგია:

     ალკოჰოლის მაღალი შემცველობა (65%), რისი მეშვეობითაც ებრძვის ბაქტერიებისა და ვირუსების ფართო სპექტრს

     სერტიფიცირებული ორგანული ეთერზეთები – ლავანდა, როზმარინი, ჩაის ხე განაპირობებს: ა) სასიამოვნო არომატს; ბ) დამატებით ანტისეპტიკურ თვისებებს; კანის გაჯანსაღებისთვის სასარგებლო თვისებებს

     განსხვავებით სხვა სადეზინფექციო ხსნარებისგან – არ აშრობს და არ აღიზიანებს კანს. პირიქით – ატენიანებს და ამშვიდებს კიდეც.

ყოველი გაყიდული პროდუქტიდან თანხის ნაწილი კოვიდ-19-ის რისკჯგუფში მყოფი, ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება.

როგორ გამოიყენო: ანტისეპტიკური სითხე გარეგანი გამოყენებისთვის. გამოყენებამდე შეანჯღრიეთ. შეისხურეთ საჭირო რაოდენობა ხელის გულებზე და გადაინაწილეთ ხელებზე შეშრობამდე. სითხის თვალებში მოხვედრის შემთხვევაში, მაშინვე ამოიბანეთ თბილი წყლით.

შემადგენლობა: ეთილის ალკოჰოლი 96.3%, გამოხდილი წყალი, გლიცეროლი (მცენარეული), კოკამიდოპროფილ ბეტაინი, lavandula angustifolia (ლავანდა) ეთერზეთი*, Rosmarinus officinalis (როზმარინი) ეთერზეთი, Melaleuca Alternafolia (ჩაის ხე) ეთერზეთი*.

 


თეგები: თმის და ტანის მოვლა, ანტისეპტიკური სითხე, ხელის დამატენიანებელი,

დაწერე მიმოხილვა

გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია განხილვის დასაწერად