White Tea Skin Solutions Replenishing Micro-Gel Cream
აღმდგენი მიკრო გელ-კრემი — White Tea Skin Solutions Replenishing Micro-Gel Cream for Normal
Not Chosen
აღმდგენი მიკრო გელ-კრემი — White Tea Skin Solutions Replenishing Micro-Gel Cream, კანის ჰიდრატაციის ეფექტის, სულ რაღაც, 15 წუთში გასაორმაგებლად, 6000-ზე მეტი* მიკროწვეთითაა გაჟღენთილი. თეთრი ჩაის აქტიური მოლეკულა EGCG**-ით გაძლიერებული ფორმულა, კანს აბრწყინებს, ნაოჭებს აუფერულებს, სტრუქტურას კი — საგრძნობლად აუმჯობესებს.
*მიკროწვეთების რაოდენობა განსაზღვრულია ყოველ 50-მილილიტრიან ფლაკონში.
**ეპიგალოკატეხინის გალატის გლუკოზიდი — თეთრი ჩაის აქტიური მოლეკულა.
…
მეცნიერება, როგორც გზამკვლევი; ბუნება კი — მაცოცხლებელი წყარო:
Elizabeth Arden-ის თეთრი ჩაის აქტიური მოლეკულა EGCG*-ით გაძლიერებული და 6000-ზე მეტი** ძვირფასი მიკროწვეთით გაჟღენთილი აღმდგენი მიკრო გელ-კრემი — White Tea Skin Solutions Replenishing Micro-Gel Cream, კანს მყისიერად ატენიანებს, აბრწყინებს და ხვეწს კომპლექციის ზოგად იერსახეს.
პროდუქტის გამოყენებიდან, სულ რაღაც, 15 წუთში, კანის ჰიდრატაციის დონეები ორმაგდება***, 14-დღიანი უწყვეტი მოხმარების შედეგად კი — გამოკითხულ მომხმარებელთა 95%, წვრილი ხაზების შემცირებას ადასტურებს****.
კანის გასაბრწყინებლად, გარემოსდამზოგავ ფერმაში მოყვანილი ანგელოზას ფესვის ექსტრაქტით ფორმულირებული მსუბუქი სტრუქტურის გელ-კრემი, კანს ნაზად ადნება და მყისიერ, ხანგრძლივ ტენიანობას ანიჭებს. პროდუქტის მიერ კანის სტრუქტურის და ელასტიკურობის გაუმჯობესების ფაქტს კლინიკური კვლევებიც ადასტურებს.
ფაქიზი გელ-კრემი რეკომენდებულია მგრძნობიარე კანისთვისაც****. პროდუქტი ვეგანურია.
*ეპიგალოკატეხინის გალატის გლუკოზიდი — თეთრი ჩაის აქტიური მოლეკულა.
**მიკროწვეთების რაოდენობა განსაზღვრულია ყოველ 50-მილილიტრიან ფლაკონში.
***მონაცემი ეყრდნობა გელ-კრემის პირველივე გამოყენებისთანავე წარმოებულ ინსტრუმენტულ კვლევას 25-იდან 60 წლამდე ასაკის 34 აზიელ ქალზე: მათ შორის იყვნენ სუბიექტურად აღქმული მგრძნობიარე კანის მქონე ინდივიდებიც.
****მონაცემი ეყრდნობა პროდუქტის ორკვირიანი უწყვეტი გამოყენების შემდგომ წარმოებულ მომხმარებელთა კვლევას 25-იდან 60 წლამდე ასაკის 59 აზიელ ქალზე: მათ შორის იყვნენ სუბიექტურად აღქმული მგრძნობიარე კანის მქონე ინდივიდებიც.
*****მონაცემი ეყრდნობა სუბიექტურად აღქმულ უკუგებას.
გელ-კრემის ნაზი, სუფთა ფორმულა*, მძლავრი სასარგებლო თვისებებითა და 6000-ზე მეტი* ძვირფასი მიკროწვეთით, კანის ჰიდრატაციას, გამონათებასა და იდეალურ იერს უზრუნველყოფს.
- კანს, ხანგრძლივი დამატენიანებელი მოქმედებით კვებავს
- აუფერულებს წვრილ ხაზებს და ნაოჭებს
- აცხრობს და ამცირებს სიწითლეს
- იცავს გარემოს აგრესორებისგან
- გელ-კრემის ფორმულა არაკომედოგენურია
- ფაქიზად ზემოქმედებს ყველა ტიპის, მათ შორის — მგრძნობიარე კანზეც**
*სუფთა ფორმულა გულისხმობს Elizabeth Arden-ის მიერ, გულდასმით შერჩეულ უმაღლესი ხარისხის, მძლავრ, უპირატესად ბუნებრივ ინგრედიენტებს, რომლებიც კანთან თავსებადი და მაღალეფექტურია.
**გელ-კრემის ყოველ 50-მლ-იანი მოცულობის ქილაში
*** მონაცემი ეყრდნობა მყისიერი თვითშეფასების შედეგებს*:
კანი გამოკვებილი, გლუვი და დამშვიდებულია*
*მონაცემები ეყრდნობა გელ-კრემის ერთჯერადი გამოყენებისას, 25-60 წლის 60 აზიელ ქალზე წარმოებული მომხმარებელთა კვლევის შედეგებს: კვლევის მონაწილეებს შორის, მგრძნობიარე კანის მქონე ინდივიდებიც იმყოფებოდნენ.
გელ-კრემის 2-კვირიანი გამოყენების შედეგად**:
- გამოკვლეულთა 97%-ში, კანის აღდგენა და ბუნებრივი ბრწყინვალება აღინიშნა
- 95%-ში წვრილი ხაზების და ნაოჭების შემცირება აღინიშნა
- 95%-ში კანის სტრუქტურის შევსება აღინიშნა
- 93% ადასტურებს, რომ კანი იერსახე, საგრძნობლად დაეხვეწათ
**მონაცემები ეყრდნობა გელ-კრემის 2-კვირიანი გამოყენების შემდგომ, 25-60 წლის 59 აზიელ ქალზე წარმოებული მომხმარებელთა კვლევის შედეგებს: კვლევის მონაწილეებს შორის, მგრძნობიარე კანის მქონე ინდივიდებიც იმყოფებოდნენ
გელ-კრემის მიკროთხევადი ტექნოლოგია, ზუსტი დოზირებისთვის და გამოყენებამდე, სიახლის, სისუფთავისა და ეფექტიანობის შესანარჩუნებლად, ლიპიდებით მდიდარ თეთრი ჩაის ზეთს, მცენარეული ევანესცენტური (დროებითი) მემბრანის გარსში აქცევს.
- Elizabeth Arden, წარმოებაში, სამომავლო რეციკლირების უზრუნველსაყოფად, შეძლებისდაგვარად, ყოველთვის, მდგრად შეფუთვებს იყენებს
- გელ-კრემის ფლაკონი, 100%-იანი მინაა, შიდა თავსახურის 50%-ს კი, პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქციით მიღებული მასალა წარმოადგენს
- თავსახური და მუყაოს კოლოფი, ტყის მეთვალყურეობის საბჭოს (FSC) მიერ სერტიფიცირებული ხის და მუყაოს მასალებისგანაა დამზადებული
Aqua/Water/Eau, Propanediol, Glycerin, Isononyl Isononanoate, Caprylic/Capric Triglyceride, Pentylene Glycol, Betaine, Coco-Caprylate/Caprate, Castor Oil/IPDI Copolymer, Butylene Glycol, Acrylates/C10-30 Alkyl Acrylate Crosspolymer, Amodimethicone, Angelica Acutiloba Root Extract, Butyrospermum Parkii (Shea) Butter, Camellia Sinensis Leaf Extract, Carbomer, Disodium EDTA, Epigallocatechin Gallatyl Glucoside, Glucose, Helianthus Annuus (Sunflower) Seed Oil, Maltodextrin, Ophiopogon Japonicus Root Extract, Rosmarinus Officinalis (Rosemary) Leaf Extract, Sodium Hydroxide, Tamarindus Indica Seed Gum, Xanthan Gum, Parfum (Fragrance), Chlorphenesin, Citric Acid, Phenoxyethanol.
წაისვით გელ-კრემი დილას და ღამით, სუფთა კანზე. დაიტანეთ მცირე მოცულობით თითის წვერებზე და ნაზად გადაინაწილეთ სახეზე, სანამ კანში სრულად არ შეიწოვება. მოარიდეთ თვალებს.
ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.
ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.