მთავარიშოპისახის მოვლა

Tonique Confort Hyaluronic Acid Toner

Tonique Confort Hyaluronic Acid Toner

სახის მოვლა

ჰიდრატაციის რუტინის იდეალური წინამორბედი — Tonique Confort Hyaluronic Acid Toner, სასიამოვნო, ყვავილოვანი სურნელით

მოცულობა:

Not Chosen

114.00 ₾
აღწერა

ნეირომეცნიერების სფეროში წარმოებული კვლევების 30-წლიანი გამოცდილებით, Lancôme, ყურადღებას ამახვილებს სტრესის მიერ კანზე განხორციელებულ მავნე ზემოქმედებაზე: ამ დროს, კანის ბარიერი სუსტდება, რაც მგრძნობიარობის მომატებასა და დეჰიდრატაციას განაპირობებს.

ბრენდის საკულტო ლოსიონის განახლებული ვერსია, ახლა, ცენტიფოლიას ვარდის სუფთა წყლითაა გაჟღენთილი და ბიოტექნოლოგიური ჰიდროაქტიური ნივთიერებებით — ჰიალურონის მჟავათი და სკვალანით გაძლიერებული. შედეგად, Tonique Confort Hyaluronic Acid Toner, ჰიდრატაციის გაორმაგებულ ეფექტსა* და სულ რაღაც, 1 ფლაკონის სრულად გამოყენების შემდგომ, სიწითლის შესამჩნევ შემცირებას უზრუნველყოფს**.

*მონაცემი ეყრდნობა 24 ქალზე, ლოსიონის გამოყენებიდან 4 საათის შემდგომ წარმოებული კლინიკური შეფასების — ლოსიონის წინა ვერსიის ფორმულასთან შედარების შედეგებს.

**მონაცემი ეყრდნობა პროდუქტის გამოყენებიდან 4 კვირის შემდგომ, 79 ქალზე წარმოებული თვითშეფასების კვლევის შედეგებს.

- სულ რაღაც, 1 წამში, კანს ამშვიდებს*

- გამოყენებიდან 1 საათში, კანის ბარიერის 92%-იანი აღდგენა აღინიშნა**

- კანის მგრძნობიარობა 41%-ით შემცირდა***

- ქალების 94% აღნიშნავს, რომ ლოსიონმა, მათ კანს, კომფორტის შეგრძნება მიანიჭა, გაღიზიანება კი — 88%-ით შეამცირა****

ის, რაც Tonique Confort Hyaluronic Acid Toner-ის შესახებ უნდა ვიცოდეთ

ისტორიაში პირველად, Lancôme გვთავაზობს 100%-იანი სუფთა რეტინოლისა და ბუნებრივი წარმოშობის ცენტიფოლიას ვარდის კომბინაციას, ბიოტექნოლოგიური მეთოდებით შექმნილ კანის დამატენიანებელ აქტიურ ინგრედიენტებთან: ბუნებრივი წარმოშობის ფორმულა, ახლა, უკვე, სამმაგი კონცენტრაციით ჰიალურონის მჟავასა* და სკვალანს შეიცავს.

ჰიდრატაციის რუტინის იდეალური წინამორბედი — Tonique Confort Hyaluronic Acid Toner, სასიამოვნო, ყვავილოვანი სურნელით, მარელაქსირებელ მოქმედებასაც უზრუნველყოფს.

*წინამორბედ ფორმულასთან შედარებით

**დანარჩენი 3% ფორმულის მოქმედებას, სენსორულ მიმზიდველობასა და სტაბილურობას ემსახურება

ასიამოვნეთ კანი მარელაქსირებელი წუთებით, ლოსიონ Tonique Confort-ისა და კრემ Hydra Zen-ის მაღალსენსორული ფორმულებით. Tonique Confort Hyaluronic Acid Toner, თქვენი ჰიდროდამამშვიდებელი საშუალებაა, სახლის პირობებში, კანის კომფორტული შეგრძნებისა და ჯანსაღი იერისთვის!

გამოსცადეთ ლოსიონის არაწებოვანი, მსუბუქი, გამაგრილებელი, თხევადი სტრუქტურა, კანის დამარბილებელი და დამამშვიდებელი მოქმედებით. Tonique Confort Hyaluronic Acid Toner, იდეალური არჩევანია მოვლის რუტინის პირველი საფეხურისთვის.

*მონაცემები ეყრდნობა 62 ქალზე წარმოებული თვითშეფასების კვლევის შედეგებს

**მონაცემები ეყრდნობა 28 ქალზე წარმოებული ინსტრუმენტული კვლევის შედეგებს

***მონაცემები ეყრდნობა 40 ქალზე, ლოსიონის გამოყენებიდან 4 კვირის შემდგომ წარმოებული თვითშეფასების კვლევის შედეგებს

****მონაცემები ეყრდნობა 167 ქალზე, პროდუქტის გამოყენებიდან 4 კვირის შემდგომ წარმოებული თვითშეფასების კვლევის შედეგებს

Tonique Confort Hyaluronic Acid Toner-ის ეფექტიანობა დამტკიცებულია ყველა ტიპის კანზე. შემოწმებულია მგრძნობიარე კანზე.

90 წლის განმავლობაში ბრენდი Lancôme ცდილობს გახადოს ყველა ქალი უფრო ბედნიერი, უფრო ლამაზი, უზრუნველყოს საუკეთესო კოსმეტიკური ინოვაციები ხარისხის, მეცნიერებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით. ათწლეულების მანძილზე Lancôme ავრცელებს თავის ხედვას ფრანგული სულისა და ელეგანტურობის შესახებ, რომელიც შერწყმულია ძირითად ინოვაციებთან, რაც საშუალებას აძლევს Lancôme-ს გახდეს ლუქს სილამაზის წამყვანი ბრენდი მსოფლიოში.