მთავარიშოპისუნამო

N:1 TONIC BLANC

N:1 TONIC BLANC
N:1 TONIC BLANC

Eau de Parfum

სუნამო

Thomas Kosmala-ს კლასიკური, სუფთა, გამაგრილებელი Tonic Blanc ტრადიციული, ნეროლის ბაზაზე შექმნილი არომატია, რომელიც კრიალა და დახვეწილი ატმოსფეროს ემოციებს აღძრავს.

მოცულობა:

Not Chosen

660.00 ₾
აღწერა

Thomas Kosmala-ს კლასიკური, სუფთა, გამაგრილებელი Tonic Blanc ტრადიციული, ნეროლის (მწარე ფორთოხლის ყვავილის ეთერზეთი — ორთქლზე დისტილაციის გზით მიღებული ნატურალური პარფიუმერული ნედლეული ტკბილი, თაფლისებრი, ყვავილოვანი, გამაგრილებელი, ძლიერი, ციტრუსოვანი, მწვანე აკორდებით) ბაზაზე შექმნილი არომატია, რომელიც კრიალა და დახვეწილი ატმოსფეროს ემოციებს აღძრავს.

მისი დამატყვევებელი სურნელი ხანგრძლივად პროექცირდება, თუმცა ყვავილოვან ხასიათს ინარჩუნებს და ნეროლის ბაზაზე დამზადებული სხვა სუნამოებისგან განსხვავებით, მთელი დღის განმავლობაში ინტენსიური და შესამჩნევია.

გამხსნელი ნოტები: ბერგამოტი, მანდარინი, ფორთოხალი, ნეროლი

გულის ნოტები: ფორთოხლის ყვავილი, ბერგამოტის ყვავილი, უცვეთელას ყვავილი

საბაზისო ნოტები: მუხის ხავსი, სანდალის ხე, კედარის ხე, მუშკი

ბრენდ THOMAS KOSMALA PARIS-ის არომატთა ალქიმია თავად პარფიუმერი თომას კოსმალაა. მისი მოგზაურობა სურნელოვან სამყაროში პარიზში დაიწყო. იქ კლასიკური პარფიუმერიის შესასწავლად ჩავიდა და ნედლი ინგრედიენტების შეზავების განმაცვიფრებლად ახლებური კომბინაციების ემოციურ შესაძლებლობებს გაეცნო.

თომას კოსმალას დამოუკიდებელ ლაბორატორიაში შექმნილი და სრულქმნილი არომატები ოსტატურად აბალანსებს ტრადიციულ და ინოვაციურ მეთოდებს.

პარფიუმერის გამორჩეული ნიჭი ბრენდის ყოველ კოლექციაში ვლინდება: კლასიკური, ნედლი ინგრედიენტების ახლებურად გააზრებით, თომას კოსმალა გამომწვევ, კონცეპტუალურ სურნელოვან პროფილებს გვთავაზობს.