მთავარიშოპიდეკორატიული კოსმეტიკა
Teint Idole Ultra Wear Skin Refining Setting Powder
გაიცანით თქვენი ახალი რჩეული ფორებისა და წვრილი ხაზების გასაუფერულებლად: Lancôme-ის პუდრი Teint Idole Ultra Wear Skin Refining Setting Powder, მაკიაჟს აფიქსირებს და მთელი დღის განმავლობაში, კანის სიგლუვეს უზრუნველყოფს*. *მონაცემი ეყრდნობა მომხმარებელთა კვლ
Not Chosen
ფაქიზი და ხავერდოვანი დაპრესილი პუდრი, კომპლექციას, ე.წ. „მეორე კანივით“ ეკვრის, სუნთქვის საშუალებას აძლევს და არ წარმოქმნის ნაკეცებს*. კომფორტული, მსუბუქი ფორმულა, კანის გამოშრობის გარეშე, მყისიერი ფილტრივით მუშაობს: პუდრის გლუვი დაფარვა, მთელი დღის განმავლობაში მდგდრადია. იდეალურია ყველა ტიპის, მათ შორის — ასაკოვანი, ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის.
აბრეშუმისებრი, ულტრათხელი, ფიქსაციის უნარით გამორჩეული Teint Idole Ultra Wear Skin Refining Setting Powder-ის პალიტრა, 5 ელფერს წარმოგვიდგენს, რომლებიც, კანს გამოანათებს და დაბურულ, ე.წ. „რბილი ფოკუსის“ ეფექტს ანიჭებს.
*მონაცემები ეყრდნობა მომხმარებელთა კვლევის შედეგებს
- მდგრადია ოფლის მიმართ
- არაკომედოგენურია: არ ახშობს ფორებს
- რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის
- კანს, მთელი დღის განმავლობაში, სიგლუვეს ანიჭებს*
საკვანძო ინგრედიენტი
ანტიოქსიდანტური თვისებებით განთქმული E ვიტამინი, კანის დამამშვიდებელი მოქმედებით.
G966118 - INGREDIENTS: TALC • SILICA • PERLITE • CAPRYLIC/CAPRIC TRIGLYCERIDE • OCTYLDODECYL STEAROYL STEARATE • BORON NITRIDE • MAGNESIUM STEARATE • SQUALANE • NIACINAMIDE • SODIUM HYALURONATE • CAPRYLYL GLYCOL • TOCOPHEROL ● [+/- MAY CONTAIN: CI 77491, CI 77492, CI 77499 / IRON OXIDES • CI 77891 / TITANIUM DIOXIDE]. (F.I.L. T70043561/1).
წაისვით პუდრი ტონალურის/კონსილერის მომდევნო საფეხურზე ან გამოიყენეთ დამოუკიდებლად, კანისთვის სიგლუვის მისანიჭებლად: დაიწყეთ პუდრის განაწილება T-ზონიდან და სახის ყველაზე ცხიმიანი უბნებიდან გარე კონტურებისკენ მიმართული მოძრაობებით.
მაქსიმალური დაფარვისთვის, გამოიყენეთ პუდრის ღრუბელი: დაიტანეთ პროდუქტი ღრუბელზე, ნაზად გადაუსვით ხელი ზედმეტი მასის მოსაშორებლად და წაისვით პუდრი სახეზე ღრუბლით.
დაფარვის კონტროლის გასაძლიერებლად: გამოიყენეთ პუდრის წასასმელად ფუმფულა ფუნჯი: გადაუსვით და დაიტანეთ პუდრი ფუნჯზე. ფრთხილად დაფერთხეთ ზედმეტი მასის მოსაშორებლად და ნაზი ბრაშინგის ნაცვლად, კანზე, ფუნჯის მიბჯენის პრინციპით გადაინაწილეთ.
სახის ზონების ამოსანათებლად, წაისვით პუდრი ფენებად, თვალების ქვეშ და ყბის კონტურების გასწვრივ. დაიცადეთ 2-3 წუთი და შეურიეთ კომპლექციას ღრუბლის ან ფუმფულა ფუნჯის გამოყენებით.
როგორ შევარჩიოთ პუდრის ტონი
- უნივერსალური ტონი, კანის ყველა ფერთან თავსებადია
- ღია ფერის კომპლექციისთვის იდეალური ტონებია 01-02
- საშუალო ფერის კომპლექციისთვის იდეალური ტონებია 03-04
- მუქი კომპლექციისთვის იდეალური ტონია 05
- 01 ტონი Pink Ôh La La, საუკეთესოა 1-იდან 3-მდე ინტენსივობის კანის ამოსანათებლად
90 წლის განმავლობაში ბრენდი Lancôme ცდილობს გახადოს ყველა ქალი უფრო ბედნიერი, უფრო ლამაზი, უზრუნველყოს საუკეთესო კოსმეტიკური ინოვაციები ხარისხის, მეცნიერებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით. ათწლეულების მანძილზე Lancôme ავრცელებს თავის ხედვას ფრანგული სულისა და ელეგანტურობის შესახებ, რომელიც შერწყმულია ძირითად ინოვაციებთან, რაც საშუალებას აძლევს Lancôme-ს გახდეს ლუქს სილამაზის წამყვანი ბრენდი მსოფლიოში.