მთავარიშოპიColor Splash Makeup

Teint Idole Ultra Wear Pwder Bronzer

Teint Idole Ultra Wear Pwder Bronzer

Lancôme-ის ბრონზერი Teint Idole Ultra Wear Skin Transforming Bronzer, კანის სუნთქვისთვის იდეალური, მოქნილი ინტენსივობის, მიკროწვრილი, ფხვიერი საშუალებაა, გლუვი დაფარვითა და 24 საათამდე ხანგრძლივობის მდგრადობით.

ფერი:

Not Chosen

197.00 ₾
აღწერა

მიანიჭეთ ნამზეურის ეფექტი კანს, მყისიერად: სუნთქვად და ჰარმონიულად თავსებად პურდოვან ბრონზერს — Teint Idole Ultra Wear Skin Transforming Bronzer, შეგიძლიათ, 24 საათამდე ხანგრძლივობით, როგორც სიცხეში, ასევე — ყინვაში მიენდოთ. მისი ხავერდოვანი სტრუქტურა, კანს, უნაკლოდ ადნება და დამძიმების გარეშე, ბუნებრივი რუჯით მოეფინება.

ბრონზერის ფორმულა გაჟღენთილია C ვიტამინის წარმოებულით, E ვიტამინით და მორინგას ექსტრაქტით, რაც კომპლექციის სიგლუვესა და გამოცოცხლებულ იერს უზრუნველყოფს. Teint Idole Ultra Wear Skin Transforming Bronzer, განსაკუთრებით, მოქნილი ინტენსივობის დამსახურებით შეგაყვარებთ თავს — მისი გამოყენება, როგორც მთელ სახეზე — უზადო, თბილი ელფერისთვის, ასევე — ნაზი კონტურული მაკიაჟის შექმნის მიზნით შეგიძლიათ.

ცნობილ ვიზაჟისტ ლიზა ელდრიჯთან კოლაბორაციის შედეგად შემუშავებული, ექსპერტულად კურირებული 7 ელფერი, საიმედო, უწონო და ხანგრძლივ მდგრადობას გთავაზობთ.

- 24 საათამდე ხანგრძლივობით, კანს ბუნებრივი იერითა და შეგრძნებით ფარავს

- შეიცავს კანის ელფერის გამაუმჯობესებელ და ჰიდრატაციის გამაძლიერებელ ინგრედიენტს — C ვიტამინის წარმოებულს

- შეიცავს კანის დამამშვიდებელ E ვიტამინს

- შეიცავს კანის ბარიერის დამცავი თვისებით განთქმულ მორინგას

- შეიცავს ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ბროწეულის ქერქის ექსტრაქტს

- ულტრამოქნილი და იოლად მოსახმარია

გამოყენების წესი

ბრონზერის ზოგადი ეფექტისთვის: გამოიყენეთ ფუმფულა ფუნჯი და გადაისვით მბრწყინავი პუდრი შუბლიდან ლოყებისა და ყბის კონტურებისკენ მიმართულებით, ციფრ 3-ის ფორმით — იმ ზონებზე, რომლებსაც მზე ბუნებრივად ეკიდება.

ნამზეურის ეფექტისთვის: თუ გსურთ, თქვენს ტონალურს, მთელი წლის განმავლობაში, ზაფხულის ნამზეურის ფუნქციაც მიანიჭოთ, შეარჩიეთ ტონალურზე ოდნავ მუქი ელფერი და კომპლექციის ფერის გასაღრმავებლად, მთელ სახეზე წაისვით.

პროფესიონალური რჩევა: გაეცანით სახის ლიფტინგის ტექნიკას Lancôme-ისგან — ყვრიმალების მეტად გამოსაკვეთად, მოათავსეთ ფუნჯი თმის საზღვართან, ყურის სიმაღლეზე და ნაზად გადაიყვანეთ კანზე დატანილი ბრონზერი სახის ცენტრისკენ მიმართულებით.

სახის ნაკვთების ფაქიზად გამოსაკვეთად:

საფეხური 1: შეარჩიეთ თქვენი კანის ფერზე 2-3 ტონით მუქი კონსილერის — Teint Idole Ultra Wear All Over Full Coverage Concealer-ის ელფერი.

საფეხური 2: გადაისვით ან დაიტანეთ წერტილოვანი მოძრაობებით სახის კონტურებზე — ყვრიმალებთან, შუბლზე და ცხვირის ხიდზე; შემდეგ კი კარგად შეურიეთ.

საფეხური 3: გადაიყვანეთ კონტური ბრონზერით ჰარმონიულად, ნაზი, ქვემოდან ზემოთ მიმართული მოძრაობებით.

როგორ შევარჩიოთ ბრონზერის ელფერი:

თუ თბილი ეფექტის მიღება გსურთ, აირჩიეთ Teint Idole Ultra Wear Skin Transforming Bronzer-ის თქვენს კანზე 2-3 ტონით მუქი ელფერი. მეტად კონტრასტული მაკიაჟისთვის, აირჩიეთ 4 ტონით მუქი ელფერი, ბუნებრივი ეფექტისთვის კი — თქვენს კანზე, 1 ტონით მუქი ელფერი.

90 წლის განმავლობაში ბრენდი Lancôme ცდილობს გახადოს ყველა ქალი უფრო ბედნიერი, უფრო ლამაზი, უზრუნველყოს საუკეთესო კოსმეტიკური ინოვაციები ხარისხის, მეცნიერებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით. ათწლეულების მანძილზე Lancôme ავრცელებს თავის ხედვას ფრანგული სულისა და ელეგანტურობის შესახებ, რომელიც შერწყმულია ძირითად ინოვაციებთან, რაც საშუალებას აძლევს Lancôme-ს გახდეს ლუქს სილამაზის წამყვანი ბრენდი მსოფლიოში.