მთავარიშოპიდეკორატიული კოსმეტიკა
Teint Idole Ultra Wear Foundation
გაიცანით Lancôme-ის განახლებული და გაუმჯობესებული ყველაზე მსუბუქი სტრუქტურის ტონალური — Teint Idole Ultra Wear Foundation, რომელიც, თქვენს კანს, გლუვი, ბუნებრივი, სრულყოფილი დაფარვით ეფინება, სუნთქვის საშუალებას აძლევს, მდგრადობას კი 24 საათის განმავლობაში for 30ML
Not Chosen
ყველა ტიპის კანისთვის ადაპტირებული ფორმულა, ჰიალურონის მჟავათი და 81%-იანი შრატითაა კონცენტრირებული. ტონალური წარმოდგენილია 50 ელფერით.
…
Lancôme-ის ყველაზე მსუბუქი, კანის კომფორტული სუნთქვისთვის შექმნილი ტონალურის ახალი, გაუმჯობესებული ფორმულა, ტექნოლოგია AIRWEAR TM-ს ეყრდნობა:
Teint Idole Ultra Wear Foundation, ყველანაირი ფერის და ტიპს კანს, მშრალით და მგრძნობიარეთი დაწყებული — ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილით დასრულებული, 24-საათიან უპრეცედენო დაფარვას სთავაზობს და ბუნებრივ ტექსტურას ინარჩუნებს: არ შრება, არ ახშობს ფორებს, კანის ნებისმიერ ხარვეზს კი უზადოდ ნიღბავს.
ტონალურის ფორმულა, როგორც მყისიერი, ასევე — გრძელვადიანი ზრუნვისთვის, კონცენტრირებულია ჰიალურონის მჟავათი და კანის მოვლისთვის განკუთვნილი 81%-იანი შრატით; ასევე, მდიდარია კანის ბარიერის ურბანული აგრესორებისგან დამცავი ინგრედიენტებით — E ვიტამინით და მორინგას ექსტრაქტით.
Teint Idole Ultra Wear Foundation-ის ფერთა გამა, ზეთისხილისფერით დაწყებული, მუქი ტონებით დასრულებული, 50-მდე ელფერს აერთიანებს: ბრენდი, მოცემული სპექტრის შესაქმნელად, ოქსიდის მწვანე და ულტრამარინის ლურჯის პიგმენტების სხვადასხვა კომბინაციას გვთავაზობს. 10 ქალიდან 9 აცხადებს, რომ მოცემული პალიტრიდან, თავიანთი კანის ფერთან იდეალურად თავსებადი ტონალობა შეარჩიეს.
- ულტრამოქნილი სტრუქტურა: ტონალური, ჰარმონიულად თავსებადია ყოველდღიურ რეჟიმში, სახის კუნთების 10,000-მდე** მოძრაობასთან — არ წარმოქმნის ნაკეცებს და კოლტებს, არ ილექება წვრილ ხაზებსა და ნაოჭებში.
- არაკომედოგენური ფორმულა: არ ახშობს ფორებს. შემოწმებულია დერმატოლოგიურად, მგრძნობიარე კანზე
*მონაცემები ეყრდნობა მომხმარებელთა კვლევის შედეგებს, ტონალურის ყოველდღიური გამოყენების პირობებში.
** Lancôme-ის გათვლები ეყრდნობა ჩვეული ყოველდღიური საუბრებისას განხორციელებულ სახის მოძრაობებს.
საკვანძო ინგრედიენტები
81%-იანი შრატის ბაზა: უზრუნველყოფს კანზე მდნარ, მსუბუქ ტექსტურას
ჰიალურონის მჟავა და E ვიტამინი: განთქმულია კანის დამამშვიდებელი თვისებებით
მორინგა და პრებიოტიკები: განთქმულია კანის ბარიერის დამცავი თვისებებით
G993800 - INGREDIENTS: AQUA / WATER / EAU • DIMETHICONE • ISODODECANE • ALCOHOL DENAT. • ETHYLHEXYL METHOXYCINNAMATE • TRIMETHYLSILOXYSILICATE • BUTYLENE GLYCOL • TITANIUM DIOXIDE [NANO] / TITANIUM DIOXIDE • PEG-10 DIMETHICONE • PERLITE • SYNTHETIC FLUORPHLOGOPITE • MORINGA OLEIFERA SEED EXTRACT • POLYMNIA SONCHIFOLIA ROOT JUICE • CALCIUM ALUMINUM BOROSILICATE • GLYCERIN • DIPENTAERYTHRITYL TETRAHYDROXYSTEARATE/TETRAISOSTEARATE • ALPHA-GLUCAN OLIGOSACCHARIDE • SODIUM HYALURONATE • SILICA • SILICA SILYLATE • HDI/TRIMETHYLOL HEXYLLACTONE CROSSPOLYMER • CELLULOSE • ALUMINUM HYDROXIDE • MAGNESIUM SULFATE • NYLON-12 • DISODIUM PHOSPHATE • DISODIUM STEAROYL GLUTAMATE • ISOPROPYL LAUROYL SARCOSINATE • HYDROGEN DIMETHICONE • CITRIC ACID • DIISOPROPYL SEBACATE • BIS-PEG/PPG-14/14 DIMETHICONE • LACTOBACILLUS • MALTODEXTRIN • DISTEARDIMONIUM HECTORITE • BHT • TOCOPHEROL • PHENOXYETHANOL ● [+/- MAY CONTAIN: CI 77491, CI 77492, CI 77499 / IRON OXIDES • CI 77891 / TITANIUM DIOXIDE]. (F.I.L. N298561/1).
საფეხური 1: ტონალურის მდგრადობის გასაძლიერებლად და თანაბარი დაფარვისთვის, წაისვით Lancôme-ის უცხიმო პრაიმერი — La Base Pro Face & Makeup Primer.
საფეხური 2: გადაისვით ტონალური Teint Idole Ultra Wear Foundation, თქვენი რჩეული ფუნჯით, ღრუბლით ან თითებით.
პროფესიონალური რჩევა: მშრალი კანი გაქვთ? — შექმენით სპეციალური ნაზავი: ჰიდრატაციის ეფექტის მყისიერად გასაძლიერებლად, შეურიეთ ტონალურს შრატ Advanced Génifique Face Serum-ის 1-2 წვეთი.
90 წლის განმავლობაში ბრენდი Lancôme ცდილობს გახადოს ყველა ქალი უფრო ბედნიერი, უფრო ლამაზი, უზრუნველყოს საუკეთესო კოსმეტიკური ინოვაციები ხარისხის, მეცნიერებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით. ათწლეულების მანძილზე Lancôme ავრცელებს თავის ხედვას ფრანგული სულისა და ელეგანტურობის შესახებ, რომელიც შერწყმულია ძირითად ინოვაციებთან, რაც საშუალებას აძლევს Lancôme-ს გახდეს ლუქს სილამაზის წამყვანი ბრენდი მსოფლიოში.