მთავარიშოპიდეკორატიული კოსმეტიკა

Teint Idole Ultra Wear All Over Concealer

Teint Idole Ultra Wear All Over Concealer
Teint Idole Ultra Wear All Over Concealer

Teint Idole Ultra Wear All Over Concealer-ის მზრუნველი ფორმულა, უნაკლო კანისკენ გადადგმული უმოკლესი ნაბიჯია! მრავალფუნქციური კონსილერი, 24-საათამდე ხანგრძლივობით მდგრადია და ამავდროულად, კანს, სუნთქვის საშუალებას აძლევს; საშუალოდან — სრულ ინტენსივობამდე და for 13.5ML

ფერი:

Not Chosen

129.00 ₾
აღწერა

გაიცანით Lancôme-ის მდიდრული, კრემოვანი და ამავდროულად, მსუბუქი სტრუქტურის კონსილერი, ბუნებრივი, გლუვი, სრულყოფილი დაფარვითა და 24-საათიანი ხანგრძლივობის ჰიდრატაციით*: Teint Idole Ultra Wear All Over Concealer-ის ნაკეცებისადმი რეზისტენტული და იოლად შესარევი ფორმულა, არა მხოლოდ, კანის ნაკლოვანებებს ფარავს, არამედ, შეგიძლიათ, სახის შტრიხების გამოსაკვეთად, კონტურული მაკიაჟისთვისაც გამოიყენოთ.

Teint Idole Ultra Wear All Over Concealer, უნივერსალური კორექტორია, მსუბუქი, სრულყოფილი დაფარვით და ბუნებრივად გლუვი ტექსტურით, რომელიც, თქვენს კანს, უნაკლოდ ადნება; აბრწყინებს, ნიღბავს, ამოანათებს და კონტურებს გამოკვეთს. აპლიკატორის დახვეწილი წვერი, იდეალური სიზუსტით სწვდება პიგმენტურ ლაქებს, ქვედა ქუთუთოების შეშუპებებს, გამონაყარს და სიწითლეს; არ ილექება წვრილ ნაოჭებსა და მიმიკურ ნაკეცებში, არ წარმოქმნის კოლტებს და 24-საათიანი ჰიდრატაციისთვის*, მზრუნველი ინგრედიენტებითაა გაჟღენთილი.
კონსილერმა, 2022 წელს, სილამაზის ჯილდო — Allure Best of Beauty Skin Award მოიპოვა.

- კანს, დამძიმების გარეშე, სრულყოფილად ფარავს

- ანიჭებს ბუნებრივ, გლუვ ტექსტურას

- 24-საათამდე ხანგრძლივობით ატენიანებს

- იდეალურად ერწყმის კომპლექციას

- არ წარმოქმნის ნაკეცებს და კოლტებს

- გამოიყენება მრავალფუნქციურად

- კანს, კომფორტული შეგრძნებით მოეფინება

- რეზისტენტულია ოფლის მიმართ

- არაკომედოგენურია: არ ახშობს ფორებს

- რეკომენდებულია მგრძნობიარე კანისთვისაც

- შემოწმებულია დერმატოლოგიური კონტროლის ქვეშ

- არ შეიცავს მინერალურ ზეთებს

- არ ეკვრის კანის მშრალ უბნებს

G993048 - INGREDIENTS: AQUA / WATER / EAU • UNDECANE • DIMETHICONE • GLYCERIN • TRIDECANE • POLYGLYCERYL-4 ISOSTEARATE • PENTYLENE GLYCOL • CETYL PEG/PPG-10/1 DIMETHICONE • HEXYL LAURATE • MAGNESIUM SULFATE • DISTEARDIMONIUM HECTORITE • ROSA GALLICA FLOWER EXTRACT • HELIANTHUS ANNUUS SEED OIL / SUNFLOWER SEED OIL • MORINGA OLEIFERA SEED EXTRACT • NYMPHAEA ALBA FLOWER EXTRACT • ISOBUTANE • SORBITOL • TRIHYDROXYSTEARIN • CELLULOSE GUM • ALUMINUM HYDROXIDE • DISODIUM PHOSPHATE • DISODIUM STEAROYL GLUTAMATE • PROPANEDIOL • PROPYLENE GLYCOL • CITRIC ACID • ACETYLATED GLYCOL STEARATE • ETHYLHEXYLGLYCERIN • ACRYLONITRILE/METHYL METHACRYLATE/VINYLIDENE CHLORIDE COPOLYMER • TOCOPHEROL • PENTAERYTHRITYL TETRA-DI-T-BUTYL HYDROXYHYDROCINNAMATE • PHENOXYETHANOL ● [+/- MAY CONTAIN: CI 77491, CI 77492, CI 77499 / IRON OXIDES • CI 77891 / TITANIUM DIOXIDE]. (F.I.L. B251910/1).

გამოყენების წესი

გამოიყენეთ მრავალფუნქციური Teint Idole Ultra Wear All Over Concealer, შენიღბვისა და კორექციისთვის:
- თვალების ქვეშ, მუქი წრეების ამოსანათებლად, შეარჩიეთ ელფერი, რომელიც თქვენი კანის ზოგად შეფერილობასთან შედარებით, 1-2 ტონით ღიაა.
- კანის ფერის გასათანაბრებლად, გამონაყრის, პიგმენტური ლაქების ან სიწითლის შესანიღბად, შეარჩიეთ ელფერი, რომელიც თქვენი კანის ფერს ემთხვევა და გადაინაწილეთ პრობლემურ ზონებზე თითით, ღრუბლით ან ფუნჯით, რათა კომპლექციის იერსახესთან იდეალურად ინტეგრირდეს.
პროფესიონალური რჩევა: გამონაყრის, პიგმენტური ლაქის ან სიწითლის შენიღბვისას, დაიტანეთ პრობლემურ ზონებზე კონსილერის კანის ფერთან თავსებადი ელფერი და ხელით გადანაწილებამდე, დაიცადეთ 10-15 წამი.

ამოსანათებლად: გადაისვით ან დაიტანეთ წერტილოვნად სრული დაფარვის კონსილერის თქვენი სახის კანზე 1-2 ტონით ღია ელფერი, სახის შემაღლებულ ზონებზე, მათ შორის, შუბლის ცენტრში, ცხვირის ქვეშ, ტუჩის ბანტთან და ნიკაპთან.
პროფესიონალური რჩევა: ეს ხრიკი, აუცილებლად უნდა იცოდეთ — კონსილერ Teint Idole Ultra Wear All Over Concealer-ის გამოყენება, ჰაილაითერის ფუნცქიითაც შეგიძლიათ!

კონტურული მაკიაჟისთვის: სახის ფორმების გამოსაძერწად, გადაისვით ან დაიტანეთ წერტილოვნად სრული დაფარვის კონსილერის თქვენი სახის კანზე 1-2 ტონით მუქი ელფერი, შუბლზე, თმის საზღვრის გასწვრივ, ცხვირის გასწვრივ, ყვრიმალებთან და ყბის გასწვრივ. კონტურული მაკიაჟისთვის, იდეალურია ცივიდან ნეიტრალურამდე ფერთა გამა.

90 წლის განმავლობაში ბრენდი Lancôme ცდილობს გახადოს ყველა ქალი უფრო ბედნიერი, უფრო ლამაზი, უზრუნველყოს საუკეთესო კოსმეტიკური ინოვაციები ხარისხის, მეცნიერებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით. ათწლეულების მანძილზე Lancôme ავრცელებს თავის ხედვას ფრანგული სულისა და ელეგანტურობის შესახებ, რომელიც შერწყმულია ძირითად ინოვაციებთან, რაც საშუალებას აძლევს Lancôme-ს გახდეს ლუქს სილამაზის წამყვანი ბრენდი მსოფლიოში.