T-Mat
Eau de Parfum
სუნამო
T-mat ყოჩივარდას ნოტების ღერძზე აგებული გურმანულ-ყვავილოვანი კომპოზიცია, სიგრილის, სიტკბოს და ელეგანტურობის ბალანსით, ქალური მომხიბლავობის არსს აღბეჭდავს და ყოველი მიპკურებისას, წმინდა სიამოვნებების მორევში ჩაგძირავთ.
Not Chosen
Masakï-Paris-ის ქალის არომატი T-mat; დიზაინერ მასაკი მაცუშიმას ტანსაცმლის ხაზის შთაგონებით, პარფიუმერმა ჟან ჟაკმა შექმნა.
T-mat; ლიმონის და მანდარინის ციტრუსოვანი გაელვებით იშლება და ნათელ, ამაღლებულ განწყობას აფრქვევს. გამხსნელი ნოტების ცინცხალ ნაზავს, დაკეპილი პიტნის გამამხნევებელი სიგრილე და მწიფე მსხლის სიტკბო სრულყოფს; გარშემომყოფებზე, ენერგიულ, მაცოცხლებელ პირველ შთაბეჭდილებას ახდენს და სიმსუბუქისა და მხიარულების ასოციაციებს აღძრავს.
სურნელის განვითარებასთან ერთად, გულში, ფაქიზი ყვავილოვანი თაიგული იფურჩქნება: ხეობის შროშანი, ფრეზია და ყოჩივარდა, ერთმანეთს, ნაზი, ელეგანტური ჰარმონიით ერწყმის და კომპოზიციას სიღრმესა და დახვეწილობას ანიჭებს. საკვანძო ინგრედიენტის როლში, სწორედ, ყოჩივარდა გვევლინება: მისი ნოტები, T-mat;-ის ფემინურ ასპექტებს აძლიერებს და ფაქიზი, დამატყვევებელი ხიბლით ამკობს.
არომატის დასტაბილურებისას, წინა პლანზე, დამამშვიდებელი და მგრძნობიარე საბაზისო ნოტები გამოდიან: ხავერდოვანი კრისტალური მუშკი, კომპოზიციას, ნაზი, ჰაეროვანი შტრიხებით მოსავს; შაქრისებრი გურმანული აკორდის უხვი სიტკბო კი, კანს, ხანგრძლივი დროით მოეფინება. T-mat;-ის ბაზა, გარშემომყოფებს, სიმდიდრისა და მდგრადობის ეფექტით ნუსხავს და ტკბილი სასუსნავებით განცდილი სიამოვნების სადარ წარუშლელ ყნოსვით განცდებს აღუძრავს.
გამხსნელი ნოტები:
ლიმონი, მანდარინი, დაკეპილი პიტნა, მწიფე მსხალი
გულის ნოტები:
ხეობის შროშანი, ფრეზია, ყოჩივარდას ყვავილი
საბაზისო ნოტები:
ხავერდოვანი კრისტალური მუშკი, შაქრისებრი გურმანული აკორდი
ALCOHOL DENAT. (SD ALCOHOL 40-B) – PARFUM (FRAGRANCE) – AQUA (WATER) – LIMONENE – BHT – CINNAMYL ALCOHOL – CITRAL – CITRONELLOL – GERANIOL – HYDROXYCITRONELLAL – ISOEUGENOL – LINALOOL.
Masakï Paris, აღიარებულ საერთაშორისო პარფიუმერებთან კოლაბორაციით, არომატების მრავალფეროვან სპექტრს წარმოგვიდგენს.
პარფიუმერ ჟან ჟაკის უნიკალური შემოქმედებითი უნარები, ძლიერი იდენტობით გამორჩეული სუნამოების უპრეცედენტო კოლექციების შექმნას ეძღვნება. ჟან ჟაკის საქმიანობას, დღესდღეობით, ჟერომ დი მარინოც განაგრძობს და ბრენდის განმსაზღვრელი თემატიკის შესწავლით, კონცეპტუალურ, სახასიათო სურნელოვან ხაზებს გვთავაზობს.
Masakï Paris-ის პატივსაცემ პარფიუმერთა სიაში, ასევე, ლეონარდო ლუჩეზე გვხვდება: ოსტატი, რომელიც ბრენდის კოლექციებს, ინოვაციური მიდგომებით ამდიდრებს.
