მთავარიშოპისუნამო

Suu...

Suu...

Eau de Parfum

სუნამო

Masakï-Paris-ის Suu… სიმშვიდისა და ელეგანტურობის განსხეულებაა! პარფიუმერ ჟან ჟაკის საავტორო კომპოზიცია, იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც სიცოცხლით აღსავსე და ამავდროულად, მარელაქსირებელი თვისებების მქონე არომატს ეძებენ

მოცულობა:

Not Chosen

182.00 ₾
აღწერა

Suu… იაპონურად, „ღრმად ჩაისუნთქეს“ ნიშნავს. დიზაინერი მასაკი მაცუშიმა, ცხოვრების არსის ძიების კვალდაკვალ, ჰაერის ელემენტის ბაზაზე შექმნილ ქალის სურნელს წარმოგვიდგენს.

ეძებენ: Suu…-ს სურნელი, წმინდა სიმშვიდის განცდებში ჩაგძირავთ და ძენის სტადიაში მყოფი გონების სიმარტივის შთაგონებით, სუფთა ჰაერზე მოშრიალე დამამშვიდებელი სიოს შეგრძნებით მოგიცავთ.

Suu… ენერგიის აფექთებით იშლება: მწიფე ნაში (აზიური მსხალი), ბუნგონის (ფილიპინური თურინჯი) ქერქის ნათელ ნოტებსა და კარამბოლას ეგზოტიკურ სიტკბოსთან წყვილდება და სიცოცხლით აღსასვე, გამამხნევებელ სურნელს აფრქვევს; გრძნობებს გამოაღვიძებს და მხიარულ განწყობას ასხივებს.
არომატის განვითარებასთან ერთად, გულის ფაქიზ, ყვავილოვან თაიგულში, ქალური ხასიათით გამორჩეული მარადმწვანე მცოცავი ჟასმინისა და ლოტუსის ყვავილის დამამშვიდებელი ესენციის ნაზავი იფურჩქნება და კომპოზიციას ელეგანტური, ჰაეროვანი შტრიხებით ამკობს. გულის ყვავილოვანი ნოტები, სიმშვიდის განცდებს აღგიძრავთ: თითქოს, გაზაფხულია და აყვავებულ ბაღში მისეირნობთ…

ბალანსისა და კომფორტის შეგრძნებების მომგვრელია ბაზაც: კრისტალური მუშკი, Suu…-ს სურნელს, ნაზი, პურდოვანი სითბოს საბურველით მოსავს, თეთრი კედარის ხე კი — მერქნოვანი ნახევარტონებით აგვირგვინებს. საბაზისო ნოტების კომბინაცია, ჰარმონიის, სიგრილისა და სიმშვიდის შერწყმით, გარშემომყოფებზე, ხანგრძლივ შთაბეჭდილებას ახდენს.

Suu… მხიარული ხილის, ფაქიზი ყვავილებისა და კომფორტული საბაზისო ნოტების უზადო შერწყმით, ამაღლებულ, დამამშვიდებელ განწყობას მოგანიჭებთ და ყოველი მიპკურებით — ყოველდღიური აქტივობებისას თუ განსაკუთრებულ წუთებში, ჰარმონიისა და სისადავის მშვენიერებით მოგიცავთ.

გამხსნელი ნოტები:

ნაში (აზიური მსხალი), ბუნგონი (ფილიპინური თურინჯი), კარამბოლა

გულის ნოტები:

მარადმწვანე მცოცავი ჟასმინი, ლოტუსის ყვავილი

საბაზისო ნოტები:

კრისტალური მუშკი, თეთრი კედარის ხე

ALCOHOL DENAT. (SD ALCOHOL 40-B) – PARFUM (FRAGRANCE) – AQUA (WATER) – CI 14700 (RED 4) – CI 19140 (YELLOW 5) – CI 42090 (BLUE 1) – SODIUM SULFATE – CI 17200 (RED 33) – CINNAMYL ALCOHOL – CITRAL – CITRONELLOL – GERANIOL – HEXYL CINNAMAL – ISOEUGENOL – LIMONENE – LINALOOL – BENZYL SALICYLATE.

Masakï Paris, აღიარებულ საერთაშორისო პარფიუმერებთან კოლაბორაციით, არომატების მრავალფეროვან სპექტრს წარმოგვიდგენს.

პარფიუმერ ჟან ჟაკის უნიკალური შემოქმედებითი უნარები, ძლიერი იდენტობით გამორჩეული სუნამოების უპრეცედენტო კოლექციების შექმნას ეძღვნება. ჟან ჟაკის საქმიანობას, დღესდღეობით, ჟერომ დი მარინოც განაგრძობს და ბრენდის განმსაზღვრელი თემატიკის შესწავლით, კონცეპტუალურ, სახასიათო სურნელოვან ხაზებს გვთავაზობს.

Masakï Paris-ის პატივსაცემ პარფიუმერთა სიაში, ასევე, ლეონარდო ლუჩეზე გვხვდება: ოსტატი, რომელიც ბრენდის კოლექციებს, ინოვაციური მიდგომებით ამდიდრებს.