Shiro
Eau de Parfum
სუნამო
პარფიუმერ ჟან ჟაკისა და დიზაინერ მასაკი მაცუშიმას კოლაბორაციით შექმნილი Masakï-Paris-ის Shiro, მარელაქსირებელი დეტოქს-სურნელით, იაპონური მინიმალიზმის მშვიდ სილამაზეს აღბეჭდავს და ახლადგარეცხილი ქსოვილების აქცენტებით, სიგრილის უწმინდეს ფორმას განასხეულებს.
Not Chosen
Shiro-ს არომატი, ფაქიზი, გრილი, ყვავილოვანი განცდით იშლება და კომფორტული სიმშვიდით აღსავსე სივრცეებისკენ მიგვაქროლებს. ამ ყნოსვით მოგზაურობაში, წინ, ბამბის ყვავილის, ყოჩივარდას და თეთრი ვარდის ნაზი, სათუთი ნოტები მიგვიძღვიან და სუფთა თეთრეულისა და ბუნებაში გამეფებული სიმშვიდის ასოციაციებით, სიგრილის მყისიერ შეგრძნებებს აღძრავენ.
გრძნობათა ამაღელვებელ, ფაქიზ თაიგულს, გულში, სუფთა თეთრეულის უნიკალური აკორდი ანაცვლებს და ხრაშუნა, წმინდა ყნოსვით შეგრძნებებს, კიდევ უფრო აძლიერებს. გამხსნელი და გულის ნოტების ხავერდოვანი ტრანზიცია ყვავილოვანსა და გამაგრილებელ ასპექტებს შორის, უწყვეტ სურნელოვან ნაკადს აყალიბებს და სისუფთავის აურას აფრქვევს.
Shiro-ს სურნელი, თეთრი ზამბახისა და კრისტალური მუშკის პუდროვან, დამამშვიდებელ ბაზაზე მყარდება. საბაზისო ნოტების ნაზი, დახვეწილი სითბო, კანს, მარელაქსირებელი შეგრძნებით, ხანგრძლივი დროით მოეფინება და სხეულთან სიახლოვეს ინარჩუნებს. პუდროვანი შტრიხები სათუთ, ნოსტალგიურ შეგრძნებებს აღძრავს; თეთრი (სინთეტიკური) მუშკი კი, კომპოზიციას, სინაზისა და სიღრმის შრით ამდიდრებს.
Shiro, იაპონურად, „ქათქათა თეთრს“ ნიშნავს. სისუფთავისა და წესრიგის თემატიკებში ფესვგადგმული სუნამო, იაპონიის სოციო-კულტურული ასპექტების კონცეპტუალურ განმარტებადაც გვევლინება: ამ ქმნილებით, ბრენდი, მიზნად ისახავს, თანამემამულე ქალბატონებს, წესრიგისადმი საზიარო აკვიატების შესახებ ესაუბროს; დანარჩენი მსოფლიოსთვის კი — იაპონური იდენტობის ანარეკლი აღბეჭდოს.
გამხსნელი ნოტები:
ბამბის ყვავილი, ყოჩივარდა, თეთრი ვარდი
გულის ნოტები:
სუფთა თეთრეულის აკორდი
საბაზისო ნოტები:
პუდროვანი თეთრი ზამბახი, კრისტალური მუშკი
ALCOHOL DENAT. (SD ALCOHOL 40-B) – PARFUM (FRAGRANCE) – AQUA (WATER) – ALPHA-ISOMETHYL IONONE – CITRAL – CITRONELLOL – COUMARIN – HEXYL CINNAMAL – HYDROXYCITRONELLAL – ISOEUGENOL – LIMONENE – LINALOOL – BENZYL BENZOATE.
Masakï Paris, აღიარებულ საერთაშორისო პარფიუმერებთან კოლაბორაციით, არომატების მრავალფეროვან სპექტრს წარმოგვიდგენს.
პარფიუმერ ჟან ჟაკის უნიკალური შემოქმედებითი უნარები, ძლიერი იდენტობით გამორჩეული სუნამოების უპრეცედენტო კოლექციების შექმნას ეძღვნება. ჟან ჟაკის საქმიანობას, დღესდღეობით, ჟერომ დი მარინოც განაგრძობს და ბრენდის განმსაზღვრელი თემატიკის შესწავლით, კონცეპტუალურ, სახასიათო სურნელოვან ხაზებს გვთავაზობს.
Masakï Paris-ის პატივსაცემ პარფიუმერთა სიაში, ასევე, ლეონარდო ლუჩეზე გვხვდება: ოსტატი, რომელიც ბრენდის კოლექციებს, ინოვაციური მიდგომებით ამდიდრებს.
