მთავარიშოპისუნამო

N:2 SEVE NOUVELLE

N:2 SEVE NOUVELLE
N:2 SEVE NOUVELLE

Eau de Parfum

სუნამო

Thomas Kosmala-ს პიკანტური, ტკბილი, მსუბუქი და უნიკალური არომატი — Sève Nouvelle მწარე და ხისებრი ნოტების თანამედროვე ნაზავს წარმოადგენს.

მოცულობა:

Not Chosen

660.00 ₾
აღწერა

Thomas Kosmala-ს პიკანტური, ტკბილი, მსუბუქი და უნიკალური არომატი — Sève Nouvelle მწარე და ხისებრი ნოტების თანამედროვე ნაზავს წარმოადგენს. ტონკას მარცვლები და ქარვის ხე (ამბერვუდი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი, რომელსაც აღმოსავლური, გურმანული, ყვავილოვანი და თეთრი ყვავილების ნოტების გასაძლიერებლად იყენებენ) სურნელის ბაზას სიმშრალეს მატებს, ჟოლო კი — ტკბილი, ხილისებრი ნოტით ამდიდრებს.

დახვეწილი და ამავდროულად მრავალმხრივი ხასიათის Sève Nouvelle თითქოს ყვავილოვანი, თუმცა უფრო მეტად ტყავისებრი ტიპის სუნამოა.

გამხსნელი ნოტები: გრეიფრუტი, ვარდისფერი წიწაკა, ზაფრანა

გულის ნოტები: მაგნოლია ჩამპაკა, ტონკას მარცვლები, წალიკა 

საბაზისო ნოტები:  პაჩული, ქაშმერვუდი, ამბერვუდი, ლაბდანუმი 

ბრენდ THOMAS KOSMALA PARIS-ის არომატთა ალქიმია თავად პარფიუმერი თომას კოსმალაა. მისი მოგზაურობა სურნელოვან სამყაროში პარიზში დაიწყო. იქ კლასიკური პარფიუმერიის შესასწავლად ჩავიდა და ნედლი ინგრედიენტების შეზავების განმაცვიფრებლად ახლებური კომბინაციების ემოციურ შესაძლებლობებს გაეცნო.

თომას კოსმალას დამოუკიდებელ ლაბორატორიაში შექმნილი და სრულქმნილი არომატები ოსტატურად აბალანსებს ტრადიციულ და ინოვაციურ მეთოდებს.

პარფიუმერის გამორჩეული ნიჭი ბრენდის ყოველ კოლექციაში ვლინდება: კლასიკური, ნედლი ინგრედიენტების ახლებურად გააზრებით, თომას კოსმალა გამომწვევ, კონცეპტუალურ სურნელოვან პროფილებს გვთავაზობს.