Rénergie H.P.N. UVMUNE SPF50 Cream
გაიცანით კრემი Rénergie H.P.N. UVMUNE SPF50, ბრენდის პირველი ანტიასაკობრივი საშუალება, რომელიც H.P.N.-ის 300 პეპტიდისა და UVMUNE-ტექნოლოგიის კომბინაციას გვთავაზობს;
Not Chosen
Lancôme-ის ხაზი — Rénergie, ისტორიის ახალი თავის წერას იწყებს: გაიცანით კრემი Rénergie H.P.N. UVMUNE SPF50, ბრენდის პირველი ანტიასაკობრივი საშუალება, რომელიც H.P.N.-ის 300 პეპტიდისა და UVMUNE-ტექნოლოგიის კომბინაციას გვთავაზობს; ულტრაიისფერი სხივებისგან ძლიერი დაცვისთვის კი გაძლიერებულია დაპატენტებული ტექნოლოგიით — Mexoryl 400 (მექსორილი: მზისგან დამცავი ფილტრების ჯგუფი).
კრემის ინოვაციური SPF-სტრუქტურა, თქვენს კანს, აბრეშუმისებრ შეგრძნებასა და ხავერდოვნებას ანიჭებს, არბილებს და აბრწყინებს. არ ტოვებს ცხიმოვან ნარჩენებს და თეთრ ლაქებს.
300-Peptide: კრემი Rénergie H.P.N. UVMUNE SPF50, Lancôme-ის საკულტო ფორმულის, 300-Peptides-ის მაღალ კონცენტრაციას შეიცავს: 300-ზე მეტი სახეობის პეპტიდი, კანის სწრაფ რეჟიმში აღდგენის უზრუნველსაყოფად, ბიოტექნოლოგიური მეთოდითაა შექმნილი.
Mexoryl 400: UV-ტექნოლოგიაზე დაყრდნობით შექმნილი UVMUNE, ბრენდის მიერ დაპატენტებულ მოლეკულას შეიცავს: Mexoryl 400, ძლიერ დაცვას უზრუნველყოფს ყველაზე მავნე, ე.წ. „გრძელი სხივების“ სახელით ცნობილი ულტრაიისფერი სხივებისგან, რომელთა სიგრძეც, 380-400 ნანომეტრს შორის მერყეობს; შედეგად, კანს, ფოტოდაბერების ძირითადი ნიშნების, მათ შორის — პიგმენტური ლაქების, ნაოჭებისა და მოდუნებისგან იცავს.
Rénergie H.P.N. UVMUNE SPF50, კლინიკურად დადასტურებულია გაერთიანებულ სამეფოში, ქალების კვლევის შედეგად*.
გამოკითხული 10 ქალიდან 9 ადასტურებს, რომ კრემის გამოყენებით**:
- კანი მეტად მბრწყინავია
- კანის ელფერი გამოუჯობესებულია
- კანის ტექსტურა მეტად გლუვია
*კრემ Rénergie H.P.N. UVMUNE SPF50-ის 56-დღიანი რეგულარული მოხმარების შემდგომ, 50 ქალზე წარმოებული კლინიკური კვლევა.
**კრემ Rénergie H.P.N. UVMUNE SPF50-ის 8-კვირიანი რეგულარული მოხმარების შემდგომ, 50 ქალზე წარმოებული თვითშეფასების კვლევა.
გამოსცადეთ Lancôme-ის რეტინოლის სრულყოფილი რუტინა: ამ მიზნისთვის, ბრენდი, 2 პროდუქტის კომბინაციას გვთავაზობს: სამმაგ შრატს — Rénergie C.R.x. Triple Serum Retinol და მზისგან დამცავ ანტიასაკობრივ კრემს — Rénergie H.P.N. UVMUNE SPF50. შეიგრძენით ყველა ტიპის და ელფერის მქონე კანისა და ასაკობრივი ჯგუფებისთვის შექმნილი მძლავრი დუეტის ძალა!
წაისვით სამმაგი შრატი Rénergie C.R.x. Triple Serum Retinol ღამით და განაგრძეთ კანის მოვლა კრემ Rénergie H.P.N. UVMUNE SPF50-ით მომდევნო დილას, რათა დღითიღე, გაუმჯობესებული კომპლექციით გაიღვიძოთ.
90 წლის განმავლობაში ბრენდი Lancôme ცდილობს გახადოს ყველა ქალი უფრო ბედნიერი, უფრო ლამაზი, უზრუნველყოს საუკეთესო კოსმეტიკური ინოვაციები ხარისხის, მეცნიერებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით. ათწლეულების მანძილზე Lancôme ავრცელებს თავის ხედვას ფრანგული სულისა და ელეგანტურობის შესახებ, რომელიც შერწყმულია ძირითად ინოვაციებთან, რაც საშუალებას აძლევს Lancôme-ს გახდეს ლუქს სილამაზის წამყვანი ბრენდი მსოფლიოში.