Rénergie H.C.F. Triple Serum Eye
გამოსცადეთ თვალის ზონების შესამჩნევი ლიფტინგი სამმაგი შრატით: გაიცანით Rénergie H.C.F. Triple Serum Eye, თვალის მოვლის რევოლუციური საშუალება Lancôme-ისგან!
Not Chosen
ბრენდის უპრეცედენტო Rénergie H.C.F. Triple Serum-ის მაღალეფექტური ანტიასაკობრივი ფორმულა, ახლა, უკვე, თვალებისთვისაა კალიბრირებული — SNK-პეპტიდით გამდიდრებული 3 არათავსებადი და მძლავრი აქტიური ნივთიერების, ჰიალურონის მჟავას, C ვიტამინისა* და ნიაცინამიდის ნაზავის და F ვიტამინის შემცველობით.
თვალის სრული კონტურის მიზანმიმართული მოვლისთვის შექმნილი ინგრედიენტების კონცენტრირებული, ზუსტი კომბინაცია, დაბერების ძირითად ნიშნებს, შესამჩნევად აკორექტირებს:
- 82%-ში, თვალის გარე კუთხის ნაოჭების შემცირება აღინიშნა**
- 88%-ში კანის გამამკვრივებელი ეფექტი აღინიშნა**
- 81%-ში ქუთუთოების ბალიშების შემცირება აღინიშნა**
შედეგები, რომლებიც მიუღწეველი გეგონათ:
- აკორექტირებს ნაოჭებს**
- ჭიმავს მოშვებულ ქუთუთოებს**
- ამცირებს ქუთუთოების ბალიშებს**
შემოწმებულია ოფთალმოლოგიური კონტროლის ქვეშ. რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის.
*წარმოებული
**მონაცემები ეყრდნობა 84 ქალზე, შრატის 8-კვირიანი რეგულარული გამოყენების შემდგომ წარმოებული მომხმარებელთა თვითშეფასების კვლევის შედეგებს
- 1. დააწექით დისპანსერს ერთხელ, 3 მძლავრი აქტიური ნივთიერების გადმოსასხმელად. შეურიეთ თითებით კარგად.
2. დააწექით და აიჭიმეთ მასაჟისებრი მოძრაობებით თვალის ქვედა უპეები, ქუთუთოების ლიფტინგისა და ბალიშების საკორექციოდ.
3. გადაინაწილეთ შრატი თვალის კონტურების გასწვრივ და გამოძერწეთ ფორმა: დაიწყეთ მასაჟისებრი მოძრაობა ქვედა ქუთუთოებიდან თვალის გარე კუთხეებისკენ და წარბებს ქვეშ.
4. გამოიყენეთ თვალის შრატი დილას და საღამოს.
90 წლის განმავლობაში ბრენდი Lancôme ცდილობს გახადოს ყველა ქალი უფრო ბედნიერი, უფრო ლამაზი, უზრუნველყოს საუკეთესო კოსმეტიკური ინოვაციები ხარისხის, მეცნიერებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით. ათწლეულების მანძილზე Lancôme ავრცელებს თავის ხედვას ფრანგული სულისა და ელეგანტურობის შესახებ, რომელიც შერწყმულია ძირითად ინოვაციებთან, რაც საშუალებას აძლევს Lancôme-ს გახდეს ლუქს სილამაზის წამყვანი ბრენდი მსოფლიოში.