მთავარიშოპისახის მოვლა

Renergie H.C.F Triple Serum

Renergie H.C.F Triple Serum
Renergie H.C.F Triple Serum

გაიცანით Lancôme-ის სამმაგი დოზის ანტიასაკობრივი შრატი, კანის მოცულობის აღსადგენად და ნაოჭებისა და მუქი წრეების შესამჩნევად შესამცირებლად: for 50ML

მოცულობა:

Not Chosen

507.00 ₾
აღწერა

Rénergie H.C.F Triple Serum-ის ფორმულა, მძლავრი ინგრედიენტების ექსპერტული კომბინაციით და გასამმაგებული დოზით, ოპტიმალური ანტიასაკობრივი მოქმედებისთვის შეიქმნა. პროდუქტის დასახელება — H.C.F., საკვენძო ინგრედიენტების — ჰიალურონის მჟავას, C ვიტამინისა და ნიაცინამიდის ნაზავის და ფერულის მჟავას აბრევიატურას წარმოადგენს.
შრატის თითოეული ფენა, დაბერების ნიშნების თვალსაჩინო კორექციას ისახავს მიზანდ: პირველი ფენა დაკარგული მოცულობის აღდგენაზე მუშაობს, მეორე — ნაოჭებზე, მესამე კი — მუქ ლაქებზე.

ის, რაც Rénergie H.C.F Triple Serum-ის შესახებ უნდა ვიცოდეთ
Rénergie H.C.F. Triple Serum წარმოადგენს რევოლუციურ ინოვაციას, რომელიც Lancôme-ის ისტორიაში, მოვლის მაღალეფექტური საშუალებების ახალ ეპოქას აღბეჭდავს.
ანტიასაკობრივი შრატი, უნიკალური, სამგანყოფილებიანი ფლაკონითა და ინგრედიენტების ოსტატური კომბინაციით, კანზე, იდეალური ბალანსით ზრუნავს: მისი მოქმედება, ერთი მხრივ, ძლიერი ეფექტით, მეორე მხრივ კი — ფაქიზი მოვლით ხასიათდება.
Rénergie H.C.F. Triple Serum, კოსმეტიკურ ბაზარზე არსებული ერთადერთი ანტიასაკობრივი შრატია, რომელიც სამმაგ მოვლას გვთავაზობს.ინგრედიენტების უნიკალური ფორმულა
ანტიასაკობრივი შრატის ფორმულაში შემავალი ინგრედიენტების კომბინაცია, ოპტიმალური ეფექტისა და კანზე ფაქიზი ზრუნვის მიზნით შეიქმნა: ინგრედიენტების მაღალი კონცენტრაციები, მაღალეფექტურობას, სულაც არ ნიშნავს — პირიქით, ზოგჯერ, შეიძლება, კანის მგრძნობიარობის მომატება ან გაღიზიანებაც კი გამოიწვიოს. Lancôme, უსაფრთხო და ბალანსირებულ მეთოდს ირჩევს და ურთიერთშემავსებელი ინგრედიენტების ოპტიმალურ კონცენტრაციას მიმართავს.

- პირველი შრატი, ახალი თაობის ჰიალურონის მჟავას შეიცავს: მოცემული ინგრედიენტის უახლესი ევოლუცია, ფრაგმენტირებული მოლეკულებით, პროდუქტის კანში უკეთესად შეწოვას უზრუველყოფს.
- მეორე შრატი, C ვიტამინისა და ნიაცინამიდის (იგივე B3 ვიტამინი) უკიდურესად ძლიერი, თუმცა, სტაბილური და სწრაფად მოქმედი ფორმის კომბინაციას შეიცავს. მოცემული ინგრედიენტების სინერგია, კანის ელფერის გამოსანათებელი მოქმედებითაა განთქმული; შესამჩნევად ამცირებს პიგმენტური ლაქების, წვრილი ხაზებისა და ნაოჭების ხილვადობას.
- მესამე შრატი, ძლიერ ანტიოქსიდანტს — ფერულის მჟავას შეიცავს, რომელიც, ეფექტურობის შესანარჩუნებლად, ფლაკონის განცალკევებულ, უწყლო განყოფილებაშია სტაბილიზებული.

Rénergie H.C.F. Triple Serum, ეფექტურია, როგორც მოცულობადაკარგული კანის შესავსებად, ასევე — წვრილი ხაზების, ნაოჭების და პიგმენტური ლაქების საკორექციოდ. ტოლერანტობაზე შემოწმებულია დერმატოლოგიური კონტროლის ქვეშ. რეკომენდებულია ყველა ტიპის, მათ შორის — ცხიმიანი და მგრძნობიარე კანისთვისაც. 3 განსხვავებული სტრუქტურის — გელის, კრემისა და ემულსიის უნიკალური კონცენტრაცია, სამმაგი დოზის ანტიასაკობრივი შრატის ერთ ფორმულაშია წარმოდგენილი!
შრატმა, 2022 წელს, სილამაზის ჯილდო — Allure Best of Beauty Skin Award მოიპოვა.

კლინიკური კვლევის შედეგები:
- კანი, 14,7%-ით უფრო მოქნილია*
- კანი, 30,1%-ით უფრო გლუვია*
- წვრილი ხაზები 13,8%-ით შემცირებულია*
- ნაოჭები 7,6%-ით შემცირებულია*
- პიგმენტური ლაქების ხილვადობა 14,1%-ით, ინტენსივობა კი — 15%-ით შემცირებულია*
- კანი 12%-ით გამკვრივებულია

*მონაცემები ეყრდნობა 45 ქალზე, შრატის 8-კვირიანი რეგულარული მოხმარების შემდგომ წარმოებული კლინიკური კვლევის შედეგებს
**მონაცემები ეყრდნობა 50 ქალზე, შრატის 12-კვირიანი რეგულარული მოხმარების შემდგომ წარმოებული კლინიკური კვლევის შედეგებს

მომხმარებელთა თვითშეფასების კვლევის შედეგები*
- 84% კანის გაახალგაზრდავების შესახებ ადასტურებს
- 90% კანის გამკვრივების შესახებ ადასტურებს
- 91% კანის დატენიანების შესახებ ადასტურებს
- 91% კანის ზოგადი იერის გაუმჯობესების შესახებ ადასტურებს
- 95% კანის შემავსებელი მოქმედების შესახებ ადასტურებს
- 95% კანის დამარბილებელი მოქმედების შესახებ ადასტურებს

*მონაცემები ეყრდნობა 58 ქალზე, შრატის 8-კვირიანი რეგულარული მოხმარების შემდგომ წარმოებული თვითშეფასების კვლევის შედეგებს

2031507 53 - INGREDIENTS: AQUA / WATER / EAU • DIPROPYLENE GLYCOL • GLYCERIN • BUTYLENE GLYCOL • PROPYLENE GLYCOL • ALCOHOL • NIACINAMIDE • ISOPROPYL LAUROYL SARCOSINATE • PENTYLENE GLYCOL • CI 77891 / TITANIUM DIOXIDE • GUANOSINE • MICA • TOCOPHERYL ACETATE • HYDROLYZED LINSEED EXTRACT • SODIUM ACETYLATED HYALURONATE • SODIUM BENZOATE • PHENOXYETHANOL • PHENYLETHYL RESORCINOL • STEARIC ACID • ADENOSINE • CAFFEINE • PEG-100 STEARATE • POLYACRYLATE CROSSPOLYMER-6 • SILICA SILYLATE • PALMITIC ACID • POLYSORBATE 20 • POLYSORBATE 80 • AMMONIUM POLYACRYLOYLDIMETHYL TAURATE • LIMONENE • XANTHAN GUM • TIN OXIDE • BENZYL ALCOHOL • ISOHEXADECANE • 3-O-ETHYL ASCORBIC ACID • CAPRYLYL GLYCOL • CAPRYLOYL SALICYLIC ACID • BORON NITRIDE • FERULIC ACID • ACRYLAMIDE/SODIUM ACRYLOYLDIMETHYLTAURATE COPOLYMER • SORBITAN OLEATE • MYRISTIC ACID • GERANIOL • OCTOCRYLENE • BUTYL METHOXYDIBENZOYLMETHANE • POTASSIUM CETYL PHOSPHATE • OCTYLDODECANOL • CETYL ALCOHOL • OCTYLDODECYL XYLOSIDE • CITRIC ACID • CITRONELLOL • GLYCERYL STEARATE • PARFUM / FRAGRANCE (F.I.L. T260370/7).

გამოყენების წესი

გამოიყენეთ Rénergie H.C.F. Triple Serum ყოველდღიურად, დილის და საღამოს მოვლის რუტინაში.
საფეხური 1: დაიკავეთ პროდუქტი ხელის გულთან ან თითებთან, ჰორიზონტალურ პოზიციაში, დააწექით ამოსატუმბს და დაიცადეთ, სანამ სამივე ფორმულა არ გადმოვა. თითოეული გამოყენებისას, შრატი, ფლაკონიდან, 2-ჯერ ამოტუმბეთ. პირველი გამოყენებისას, ამოაყირავეთ ფლაკონი და რამდენიმეჯერ, კარგად შეანჯღრიეთ, რათა თითოეული ამოსატუმბი, ფორმულის გადმოსასხმელად მოამზადოთ.
საფეხური 2: ხელის გულზე დაწვეთებისას, შეურიეთ კარგად და გააერთიანეთ სამივე ფორმულა შრატის ერთიან სტრუქტურად.
საფეხური 3: წაისვით შრატი სუფთა სახეზე და ყელზე, ლიფტინგის ეფექტის გასაძლიერებლად, გარე კონტურებისკენ და ქვემოდან ზემოთ მიმართული მოძრაობებით.
საფეხური 4: განაგრძეთ მოვლა თქვენი რჩეული დამატენიანებლით და თვალის კრემით. რჩევა: გამოიყენეთ სახის შრატი Advanced Génifique, კანის ბარიერისა და ბრწყინვალების გასაძლიერებლად, როგორც პირველი ფენა, მეორე ფენად კი Rénergie H.C.F. Triple Serum გადაისვით.

90 წლის განმავლობაში ბრენდი Lancôme ცდილობს გახადოს ყველა ქალი უფრო ბედნიერი, უფრო ლამაზი, უზრუნველყოს საუკეთესო კოსმეტიკური ინოვაციები ხარისხის, მეცნიერებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით. ათწლეულების მანძილზე Lancôme ავრცელებს თავის ხედვას ფრანგული სულისა და ელეგანტურობის შესახებ, რომელიც შერწყმულია ძირითად ინოვაციებთან, რაც საშუალებას აძლევს Lancôme-ს გახდეს ლუქს სილამაზის წამყვანი ბრენდი მსოფლიოში.