მთავარიშოპისახის მოვლა

Rénergie Eye Cream

Rénergie Eye Cream

Lancôme-ის აბრეშუმისებრი სტრუქტურის, კანში სწრაფად შეწოვადი კრემი თვალის ჩამუქებული წრეების საკორექციოდ — Rénergie Eye Cream, ხანგრძლივი დამატენიანებელი მოქმედებით ხასიათდება; შესამჩნევად ამცირებს მუქი წრეების ხილვადობას და აცხრობს შეშუპებულ ქუთუთოებს.

მოცულობა:

Not Chosen

257.00 ₾
აღწერა

მრავალფუნქციური მოქმედების თვალის კრემი Rénergie Lift Multi-Action Ultra Dark Circle Eye Cream, თვალების გარშემო, კანს, ატენიანებს, გამოანათებს და ენერგიასთან ერთად, გაახალგაზრდავებულ იერს ანიჭებს. ჰიალურონის მჟავათი, სელის თესლის ექსტრაქტით, კოფეინით და კაკაოს თესლის კარაქით გაჟღენთილი კრემოვანი ფორმულა, კანზე დნება და 24-საათიან ჰიდრატაციას ანიჭებს. სულ რაღაც, ერთი წასმით, თვალის კონტურების გასწვრივ, კანის დამარბილებელი და მკვებავი მოქმედებები აღინიშნება; 2-კვირიანი რეგულარული მოხმარების პირობებში კი, კანი შესამჩნევად გლუვ, მკვრივ სტრუქტურას იძენს.

ხილული გარდაქმნისთვის, Rénergie Eye Cream-ის 1 ფლაკონის გამოყენებაც კი საკმარისია: აღინიშნება მუქი წრეებისა და თვალის ქვედა უპეების შეშუპებების შემცირება და თვალის კონტურების გაახალგაზრდავება.

Rénergie Eye Cream ეფექტურია: მუქი წრეების, ქვედა ქუთუთოების შეშუპებების, სიმშრალისა და მოდუნებული კანის საკორექციოდ.

უსაფრთხოების ზომები: ტოლერანტობაზე შემოწმებულია დერმატოლოგიური და ოფთალმოლოგიური კონტროლის ქვეშ. რეკომენდებულია მგრძნობიარე თვალებისა და კანისთვისაც. უსაფრთხოა კონტაქტური ლინზების მომხმარებლებისთვის.

აბრეშუმისებრი, კრემოვანი სტრუქტურა, კანში სწრაფად იწოვება და არ ტოვებს წებოვან ნარჩენებს.

- მუქი წრეების შესამჩნევი შემცირება (15%-ით)*

- 91% კანის დარბილების შესახებ ადასტურებს**

- 87% ადასტურებს, რომ კრემის გამოყენების შედეგად, კანი გამოკვებილი და მოვლილია**

- 81% კანის გაჯანსაღების შესახებ ადასტურებს**

- 72% ადასტურებს, რომ კანის იერი გამოცოცხლებული და ენერგიულია**

*მონაცემები ეყრდნობა 53 ქალზე, კრემის 8-კვირიანი რეგულარული მოხმარების შემდგომ წარმოებული კლინიკური კვლევის ექსპერტულ შეფასებას

**მონაცემები ეყრდნობა 53 ქალზე, კრემის 8-კვირიანი რეგულარული გამოყენების შემდგომ წარმოებული მომხმარებელთა კვლევის თვითშეფასების შედეგებს

AQUA / WATER / EAU • THEOBROMA CACAO SEED BUTTER / COCOA SEED BUTTER • DIMETHICONE • GLYCERIN • ISOHEXADECANE • PROPANEDIOL • ALCOHOL DENAT. • GLYCERYL STEARATE • PEG-20 STEARATE • PEG/PPG/POLYBUTYLENE GLYCOL-8/5/3 GLYCERIN • STEARIC ACID • PEG-100 STEARATE • PALMITIC ACID • OCTYLDODECANOL • CI 77891 / TITANIUM DIOXIDE • CI 16035 / RED 40 • C13-14 ISOPARAFFIN • GUANOSINE • MICA • SECALE CEREALE SEED EXTRACT / RYE SEED EXTRACT • SODIUM ACETYLATED HYALURONATE • HYDROLYZED SOY PROTEIN • HYDROLYZED LINSEED EXTRACT • SODIUM HYDROXIDE • SODIUM BENZOATE • PHENOXYETHANOL • ADENOSINE • ACETYL TETRAPEPTIDE-9 • CAFFEINE • TRISODIUM ETHYLENEDIAMINE DISUCCINATE • POLYACRYLAMIDE • DIMETHICONOL • LIMONENE • PENTYLENE GLYCOL • PENTAERYTHRITYL TETRA-DI-T-BUTYL HYDROXYHYDROCINNAMATE • TIN OXIDE • BENZYL ALCOHOL • CAPRYLYL GLYCOL • CAPRYLOYL SALICYLIC ACID • MYRISTIC ACID • GERANIOL • LAURETH-7 • PARFUM / FRAGRANCE

გამოყენების წესი

გამოიყენეთ მუქი წრეების საწინააღმდეგო კრემი Rénergie Eye Cream ყოველდღიურად, დილით და ღამით, უმაკიაჟო სახეზე, გასუფთავების, ტონერისა და შრატის გამოყენების მომდევნო საფეხურზე:

1. დაიტანეთ კრემი ნაზად, თვალის ქვედა უპეებზე, მუხუდოს მარცვლის მოცულობით.

2. გადაინაწილეთ თვალების გარშემო, შიდა კუთხეებიდან გარე კუთხეებისკენ მიმართული მსუბუქი მოძრაობებით, სანამ კანში სრულად არ შეიწოვება.

3. განაგრძეთ მოვლის რუტინა თქვენი რჩეული დღის ან ღამის დამატენიანებლით.

90 წლის განმავლობაში ბრენდი Lancôme ცდილობს გახადოს ყველა ქალი უფრო ბედნიერი, უფრო ლამაზი, უზრუნველყოს საუკეთესო კოსმეტიკური ინოვაციები ხარისხის, მეცნიერებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით. ათწლეულების მანძილზე Lancôme ავრცელებს თავის ხედვას ფრანგული სულისა და ელეგანტურობის შესახებ, რომელიც შერწყმულია ძირითად ინოვაციებთან, რაც საშუალებას აძლევს Lancôme-ს გახდეს ლუქს სილამაზის წამყვანი ბრენდი მსოფლიოში.