მთავარიშოპისუნამო

Oud Bouquet

Oud Bouquet

Eau de Parfum

სუნამო

Oud & Praline

მოცულობა:

Not Chosen

1,000.00 ₾
აღწერა

დააგემოვნეთ რადიკალი ვარდის შეხვედრა უდის და პრალინის (მოხალული შაქრის, თხილის და ვანილის შიგთავსი ფრანგულ კონდიტერიაში) ნოტებთან: ბნელ უდთან მოალერსე ვარდი, ნაზი, თუმცა პროვოკაციულია. ნედლი და ამავდროულად, თბილი ხასიათით, მუდამ უკიდურესობების ზღვარზე — კარგსა და ცუდს, სწორსა და არასწორს შორის გვევლინება და თავისი არაპროგნოზირებადი ბუნებით, თრობას გვგვრის.

Lancôme-ის კომპოზიციაში — OUD BOUQUET, მდიდრულ, ჩრდილოვან, თბილ, სახიფათოდ თამამ და მძაფრ უდის ხეს, ტკბილი პრალინისა და ფაქიზი ვარდის საბურველი მოსავს. ესაა სურნელი, რომელიც ზაფხულის პიკში, დომენის (იგულისხმება საფრანგეთის ღვინის მამულები) ღამის კამკამა ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავებივით ბრწყინავს!

პარფიუმერი ფაბრის პელეგრინი: „გაიცანით ჩვენი პირველი გურმანული უდი: გემრიელი და მიმზიდველი! არომატი OUD BOUQUET, მართლაც, ერთგვარი „უდით ტკობაა“, გრძნობებს რომ ინტენსიური, ეპიკურიელთა (ძველი ბერძენი ფილოსოფოსის, ეპიკურეს მიმდევრები, რომლებიც ცხოვრების უმაღლეს სიკეთედ და მიზნად, სულიერ სიმშვიდესა და ტანჯვისგან გათავისუფლებას მიიჩნევდნენ) ხელწერით გამოაღვიძებს.“

ცენტიფოლიას ვარდი: მსხლის და ლიჩის მსგავსი ნოტებით გაბრწყინებული, თაფლის შტრიხებით შემკული მრავალფურცელა ვარდი

უდის ხე: მძლავრი, ბნელი და მისტიკური ნოტი, როგორც სურნელოვანი კომპოზიციის მთავარი მოქმედი გმირი თბილი, ანიმალისტური, პიკანტური შტრიხებით

პრალინის აკორდი, კომპოზიციას, ნუშის, თხილის და კარამელის ეფექტებით, გურმანული ელფერით ამკობს

ALCOHOL • PARFUM / FRAGRANCE • AQUA / WATER • ETHYLHEXYL SALICYLATE • BUTYL METHOXYDIBENZOYLMETHANE • CI 14700 / RED 4 • CI 15510 / ORANGE 4 • CI 17200 / RED 33 • CI 42090 / BLUE 1 • GERANIOL • EUGENOL • ISOEUGENOL • ALPHA-ISOMETHYL IONONE • CITRONELLOL • BENZYL ALCOHOL

THIS INGREDIENT LIST IS SUBJECT TO CHANGE, CUSTOMERS SHOULD REFER TO THE PRODUCT PACKAGING FOR THE MOST UP-TO-DATE INGREDIENT LIST

90 წლის განმავლობაში ბრენდი Lancôme ცდილობს გახადოს ყველა ქალი უფრო ბედნიერი, უფრო ლამაზი, უზრუნველყოს საუკეთესო კოსმეტიკური ინოვაციები ხარისხის, მეცნიერებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით. ათწლეულების მანძილზე Lancôme ავრცელებს თავის ხედვას ფრანგული სულისა და ელეგანტურობის შესახებ, რომელიც შერწყმულია ძირითად ინოვაციებთან, რაც საშუალებას აძლევს Lancôme-ს გახდეს ლუქს სილამაზის წამყვანი ბრენდი მსოფლიოში.