მთავარიშოპისუნამო

NIJI Mat

NIJI mat

Eau de Parfum

სუნამო

ცისარტყელას დახვეწილი სილამაზის მსგავსად, Masakï Paris-ის არომატი NIJI mat-იც, მსუბუქი და ჰაეროვანია.

მოცულობა:

Not Chosen

195.00 ₾
აღწერა

Niji (虹), იაპონურად, ცისარტყელას ნიშნავს და იქაურ კულტურაში, ჰარმონიისა და მშვენიერების სიმბოლოდ გვევლინება, როგორც ბუნების წიაღში აღმოჩენილი მარადიული სილამაზე და განსხვავებული ელემენტების იდეალური ნაზავი ვიზუალური სრულყოფილებისთვის.

პარფიუმერ ლეონარდო ლუჩეზესა და დიზაინერ მასაკი მაცუშიმას ქმნილება, ენერგიული ხილის, მანათობელი ყვავილების და თბილი, დამამშვიდებელი მერქნოვანი ნოტების უზადო ნაქარგით, მის შვიდივე ფერში სამოგზაუროდ გაგაქროლებთ. ეს სუნამო, იმ ახალგაზრდა, ელეგანტური ქალბატონებისთვისაა, რომელთაც შესწევთ ძალა, მშვენიერებას, ყველაზე მოულოდნელ ასპექტებს შორის მიაგნონ; რომელთა სულებიც, ბუნების ლაღი ჰარმონიისკენ მიილტვიან — იქ, სადაც შუქი და ფერი, ერთმანეთს, იდეალური ბალანსით ერწყმის.

NIJI mat-ის კომპოზიცია, მანდარინის ზეთის მხიარული სიგრილით იხსნება, რომელსაც, ალუბლის მინიშნებებთან ერთად, მწიფე ნესვის და ხრაშუნა მსხლის ნოტები სრულყოფს. გულში, ზღვის მანათობელი ნოტები გადახლართულია ფაქიზ ხეობის შროშანსა და ილანგ ილანგის და ვარდის ზეთებთან; გასხივოსნებული ჟასმინი კი, არომატის სურნელს, მზის ბრწყინვალე ამბორს ანიჭებს.
ბაზაზე, ქაშმერანის (ხის, მუშკის სურნელის მქონე სინთეტიკური პარფიუმერული ინგრედიენტი) და ამბროქსანის (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) თბილ ჩახუტებას, ტონკას მარცვლებისა და ვანილის აბსოლუტების* მდიდრული, კრემოვანი შტრიხები აღრმავებს და დამამშვიდებელი, რაფინირებული ეფექტით, ნაზ, მუშკისებრ ნაკვალევს ტოვებს.

პარფიუმერი ლეონარდო ლუჩეზე: „NIJI mat-ზე მუშაობისას, ჩემი შთაგონება, იმ მშვენიერებისა და ჰარმონიის გააზრება იყო, რომელიც, მხოლოდ, ბუნებას შეუძლია, შექმნას. ჩემთვის, ბალანსირებული და ამავდროულად, ბუნების ორი საპირისპირო ფენომენის შერწყმის შედეგად, მზისა და წვიმის წიაღში დაბადენული კონტრასტული ცისარტყელა, მარადიული სილამაზის საწყისია.“

გამხსნელი ნოტები:

ალუბალი, მანდარინი, ნესვი, მსხალი

გულის ნოტები:

ზღვის წყლის ნოტები, ხეობის შროშანი, ილანგ ილანგის ზეთი, ვარდის ზეთი, მზიანი ჟასმინი

საბაზისო ნოტები:

ქაშმერანი (ხის, მუშკის სურნელის მქონე სინთეტიკური პარფიუმერული ინგრედიენტი), ამბროქსანი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), ტონკას მარცვლების აბსოლუტი*, ვანილის აბსოლუტი*, მუშკი

*აბსოლუტი: პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით

ALCOHOL DENAT. (SD ALCOHOL 40-B) – AQUA (WATER) – PARFUM (FRAGRANCE) – TETRAMETHYL ACETYLOCTAHYDRONAPHTHALENES – ALPHA-ISOMETHYL IONONE – CITRAL – CITRONELLOL – COUMARIN – GERANIOL – HYDROXYCITRONELLAL – LIMONENE – LINALOOL – BENZYL BENZOATE – ALPHA-TERPINENE – BETA-CARYOPHYLLENE – CITRUS LIMON PEEL OIL – GERANYL ACETATE – HEXADECANOLACTONE HEXAMETHYLINDANOPYRAN – ISOEUGENYL ACETATE – LINALYL ACETATE – MENTHA VIRIDIS LEAF OIL – PINENE – TERPINEOL – TERPINOLENE – VANILLIN – CANANGA ODORATA OIL/EXTRACT – ROSE KETONES.

Masakï Paris, აღიარებულ საერთაშორისო პარფიუმერებთან კოლაბორაციით, არომატების მრავალფეროვან სპექტრს წარმოგვიდგენს.

პარფიუმერ ჟან ჟაკის უნიკალური შემოქმედებითი უნარები, ძლიერი იდენტობით გამორჩეული სუნამოების უპრეცედენტო კოლექციების შექმნას ეძღვნება. ჟან ჟაკის საქმიანობას, დღესდღეობით, ჟერომ დი მარინოც განაგრძობს და ბრენდის განმსაზღვრელი თემატიკის შესწავლით, კონცეპტუალურ, სახასიათო სურნელოვან ხაზებს გვთავაზობს.

Masakï Paris-ის პატივსაცემ პარფიუმერთა სიაში, ასევე, ლეონარდო ლუჩეზე გვხვდება: ოსტატი, რომელიც ბრენდის კოლექციებს, ინოვაციური მიდგომებით ამდიდრებს.