MOLECULE 01 + PATCHOULI
Eau de Toilette
სუნამო
აღმოაჩინეთ Escentric Molecules-ის მაგია; დაე, Molecule 01 + Patchouli-ს არომატი, დაუვიწყარ ყნოსვით მოგზაურობად გექცეთ!
Not Chosen
შეიგრძენით Escentric Molecules-ის ინოვაციური დიზაინის სახლის 2021 წლის მომაჯადოებელი ქმნილების დამატყვევებელი ხიბლი: უნისექსური ტუალეტის წყალი Molecule 01 + Patchouli, პარფიუმერული ნოტების იდუმალი, ჰარმონიული ნაზავით, მფლობელების ხასიათივით უნიკალურ არომატს აფრქვევს!
Molecule 01 + Patchouli-ს არაორდინალური ყნოსვითი მოგზაურობისთვის, ნიადაგს, პაჩულის მათრობელა გამხსნელი ნოტი გვიმზადებს და შეგრძნებებს, მყისიერად ატყვევებს. სურნელის განვითარებასთან ერთად, ერთმანეთში გადახლართული გულის ნოტები —მოლეკულური ინგრედიენტი Iso E Super (თანამედროვე სინთეტიკური ინგრედიენტი გლუვი, ხავერდოვანი, მერქნოვან-ქარვისებრი პროფილით) და პაჩული, კანს, მდგრადი, მიმზიდველი, ენერგიული სიმფონიით მოეფინება.
დღის განმავლობაში, თანდათანობით, Iso E Super, ბაზაზეც შეიგრძნობა და გარშემომყოფებზე ხანგრძლივ, მომხიბლავ, დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს.
100-მლ-იანი შეფუთვის დამსახურებით, Molecule 01 + Patchouli, იდეალურია, როგორც ყოველდღიური გამოყენებისთვის, ასევე, განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. ეს ქმნილება, მეტია, ვიდრე, უბრალო სუნამო: ის, მართლაც, ორდინალურობის საზღვრებს მიღმა მყოფი ყნოსვითი განცდაა; ნებისმიერი სექსის წარმომადგენელთათვის, უნიკალური სტილის დამაგვრიგვინებელი მრავალმხრივი შტრიხი.
აღმოაჩინეთ Escentric Molecules-ის მაგია და დაჰყევით Molecule 01 + Patchouli-ს ნებას, დაუვიწყარი ყნოსვითი მოგზაურობისკენ გაგიძღვეთ!
Iso E Super (თანამედროვე სინთეტიკური ინგრედიენტი გლუვი, ხავერდოვანი, მერქნოვან-ქარვისებრი პროფილით), პაჩული
Escentric Molecules - ნიშ ბრენდი, რომელიც 2006 წელს დააარსა გეზა შოენმა. ბრენდის შექმნა უკავშრიდება არომა-მოლეკულას - Iso E Super, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ის 1973 წელს შექმნეს IFF -ის ლაბორატორიაში, თუმცა მსოფლიო პარფიუმერიისთვის უცნობი იყო Escentric Molecules -ის გამოჩენამდე. ბრენდის მთავარი იდეაა გამოკვეთოს ინდივიდუალური არომატის მოლეკულების სილამაზე, რომლებიც ხშირად ტრადიციული სუნამოების ფონის შესაქმნელად გამოიყენება. Escentric Molecules -მა ყურადრება მიიპყრო თავისი რევოლუციური სუნამოებით "Molecule 01" და "Escentric 01", რომელთა ბაზაც სინთეზური არომატული მოლეკულა, Iso E Super-ია. "Molecule 01" მთლიანად შედგება Iso E Super-ისგან. ის ერგება მფლობელის ბუნებრივ ფერომონებს და ქმნის ნაზ, ხავერდოვან აურას, რომელიც ერთდროულად არის ინტიმური და მაცდუნებელი. ამის საპირისპიროდ, "Escentric 01" აერთიანებს Iso E Super-ს სხვა ინგრედიენტებთან, რათა შექმნას უფრო კომპლექსური და ვიბრაციული სურნელი. ინოვაციურმა მიდგომამ ბრენდს პოპულაობა მოუტანა სუნამოს ენთუზიასტებში, რომლებიც არატრადიციულ და ახალ ტექნიკებს ანიჭებენ უპირატესობას. Escentric Molecules აგრძელებს მოლეკულური პარფიუმერიის ხელოვნების კვლევას და მომხმარებლებს სთავაზობს არომატებს, რომლებიც არღვევენ ტრადიციულ ნორმებს.
