Matsu Sunshïne
Eau de Parfum
სუნამო
Masakï Paris-ის არომატი Matsu Sunshïne, იაპონურ კულტურაში ფესვგადგმულ მზის მანათობელ სიმბოლიზმის აღბეჭდავს და კაშკაშა ფერებითა და ამაღელვებელი ნოტებით, პოზიტიურ სულისკვეთებას ასხივებს.
Not Chosen
კომპოზიციაში, გამხსნელი ნოტების — იტალიური ლიმონის ზეთის, დავანას (არტემიზია პალენსი) და ლეღვის აკორდის ენერგიული ნაზავის ცქრიალა სიმჟავე, დილის მზესავით გამამხნევებელ შეგრძნებას აღძრავს. არომატის განვითარებასთან ერთად, გულში, მანათობელი ყვავილოვანი თაიგული იფურჩქნება: მადაგასკარული ილანგ ილანგის ზეთის სითბო, ყვითელი ფრეზია, ფრანჟიპანის (პლუმერია/ლილივანდი) ყვავილი და ეგვიპტური ჟასმინის აბსოლუტი*, ენერგიისა და გრაციოზულობის აღმნიშვნელ კაშკაშა ცენტრს აყალიბებს.
თანდათანობით, სურნელის დასტაბილურებასთან ერთად, Matsu Sunshïne-ის ხასიათს, სიღრმეს ანიჭებს ამბროქსანი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), ნაზი მუშკი და კრემოვანი სანდალის ხე. საბაზისო ნოტების ჰარმონია, გარშემომყოფებზე, სითბოს და მგრძნობიარობის ხანგრძლივ შთაბეჭდილებას ახდენს და კანზე შემორჩენილი ნამზეურის შეგრძნებებს აღძრავს.
პარფიუმერ ჟერომ დი მარინოსა და დიზაინერ მასაკი მაცუშიმას კოლაბორაციით შექმნილი Matsu Sunshïne, ამ ათასწლეულის ახალგაზრდა ქალბატონებს ეძღვნებათ: მის მხიარულ ნაზავს, ყნოსვითი მოგზაურობის გზამკვლევები — კაშკაშა ლიმონის და ტკბილი ლეღვის გამხსნელი დუეტი ასხივოსნებს; მზიანი ილანგ ილანგის და ნათელი ყვითელი ფრეზიის ფენები — გამამხნევებელი ენერგიით აღავსებს; ყოვლისმომცველი, მუშკისებრი „ცხელი კანის“ საბაზისო აკორდი კი, საოცრად თანამედროვე და ამავდროულად, მარადიულად მბრწყინავი მგრძნობიარობის სიმბოლოთი აგვირგვინებს!
გამხსნელი ნოტები:
იტალიური ლიმონის ზეთი, დავანას (არტემიზია პალენსი) ზეთი, ლეღვის აკორდი
გულის ნოტები:
მადაგასკარული ილანგ ილანგის ზეთი, ყვითელი ფრეზია, ფრანჟიპანის (პლუმერია/ლილივანდი) ყვავილი, ეგვიპტური ჟასმინის აბსოლუტი*
საბაზისო ნოტები:
ამბროქსანი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), მუშკის სახეობები, სანდალის ხე
*აბსოლუტი: პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით
ALCOHOL DENAT. (SD ALCOHOL 40-B) – PARFUM (FRAGRANCE) – AQUA (WATER) – CITRAL – CITRONELLOL – GERANIOL – HYDROXYCITRONELLAL – LIMONENE – LINALOOL – BENZYL BENZOATE.
Masakï Paris, აღიარებულ საერთაშორისო პარფიუმერებთან კოლაბორაციით, არომატების მრავალფეროვან სპექტრს წარმოგვიდგენს.
პარფიუმერ ჟან ჟაკის უნიკალური შემოქმედებითი უნარები, ძლიერი იდენტობით გამორჩეული სუნამოების უპრეცედენტო კოლექციების შექმნას ეძღვნება. ჟან ჟაკის საქმიანობას, დღესდღეობით, ჟერომ დი მარინოც განაგრძობს და ბრენდის განმსაზღვრელი თემატიკის შესწავლით, კონცეპტუალურ, სახასიათო სურნელოვან ხაზებს გვთავაზობს.
Masakï Paris-ის პატივსაცემ პარფიუმერთა სიაში, ასევე, ლეონარდო ლუჩეზე გვხვდება: ოსტატი, რომელიც ბრენდის კოლექციებს, ინოვაციური მიდგომებით ამდიდრებს.
