Matsu Sakura
Eau de Parfum
სუნამო
Masakï Paris-ის Matsu Sakura-ს შთაგონება საკურას ყვავილის დახვეწილი სილამაზე და სიმბოლური ძალაა.
Not Chosen
მადლიერების, მღელვარებისა და სათუთი მშვენიერების განსახიერება — საკურა, გაზაფხულის წარმავალ და ამავდროულად, დიდებულ ბუნებას ასახავს; დიზაინერ მასაკი მაცუშიმას და პარფიუმერ ჟერომ დი მარინოს კოლაბორაციით შექმნილი კონცეპტუალური არომატის ყოველი სურნელოვანი ნოტიც, სიფაქიზისა და სიგრილის ნაზავს წარმოგვიდგენს და გაზაფხულის დილის აყვავებული არსს აღბეჭდავს.
Matsu Sakura-ს კომპოზიცია მხიარული ხილის აფეთქებით იხსნება — ლიჩის და მსხლის კომბინაცია, გემრიელი სიგრილის მყისიერი ეფექტით, დილის მზის ქვეშ ახლად დამწიფებული ნაყოფის სურნელს მოგაგონებთ. ნათელი გამხსნელი ნოტები, არომატის ხასიათს, სიცოცხლისუნარიანობითა და ენერგიული შტრიხებით ამდიდრებს.
სურნელის განვითარებასთან ერთად, გული, ფაქიზი, ყვავილოვანი თაიგულის კარს გვიღებს: საკურას სათუთი, ჰაეროვანი ნოტები, უზადოდ ერწყმის ბარდის დახვეწილ სიტკბოს და კომპოზიციას რომანტიკულ, ელეგანტურ განზომილებას მატებს; ყვავილოვანი ნოტები კი, გაზაფხულის მშვიდ დილას განცდილ წუთებს მოგაგონებთ, სამყარო რომ მარტივი და შესაძლებლობებით აღსავსე გვეჩვენება ხოლმე…
Matsu Sakura-ს სურნელს, სიღრმისა და სითბოს შტრიხებით ამკობს არომატის ბაზა: ჰარმონიულ კულმინაციაში, პაჩულის გულის მგრძნობიარობას, კრისტალური მუშკის ნაზი, ყოვლისმომცველი ჩახუტება სრულყოფს და არომატს, ბალანსირებული, ხანგრძლივად მდგრადი შთაბეჭდილებით აგვირგვინებს; თუმცა, ამავდროულად, ეთერულ ხასიათსაც უნარჩუნებს.
Matsu Sakura, იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც გაზაფხულის მოლივლივე მშვენიერებისა და ელეგანტურობის ამსახველ სითხეს ეძებენ: ნათელი, ხილისებრი გამხსნელი ნოტები, დელიკატური ყვავილოვანი გული და მგრძნობიარე ბაზა, გრილ, რომანტიკულ, უკვდავ კომპოზიციაში ერთიანდება, რომელიც ყნოსვით მოგზაურობაში გაგიტაცებთ და გაზაფხულის გულში ჩაგძირავთ!
გამხსნელი ნოტები:
ლიჩი, მსხალი
გულის ნოტები:
საკურა, ტკბილი ბარდა
საბაზისო ნოტები:
პაჩულის გული, კრისტალური მუშკი
ALCOHOL DENAT. (SD ALCOHOL 40-B) – PARFUM (FRAGRANCE) – AQUA (WATER) – CITRAL – CITRONELLOL – GERANIOL – HYDROXYCITRONELLAL – LIMONENE – LINALOOL – BENZYL BENZOATE.
Masakï Paris, აღიარებულ საერთაშორისო პარფიუმერებთან კოლაბორაციით, არომატების მრავალფეროვან სპექტრს წარმოგვიდგენს.
პარფიუმერ ჟან ჟაკის უნიკალური შემოქმედებითი უნარები, ძლიერი იდენტობით გამორჩეული სუნამოების უპრეცედენტო კოლექციების შექმნას ეძღვნება. ჟან ჟაკის საქმიანობას, დღესდღეობით, ჟერომ დი მარინოც განაგრძობს და ბრენდის განმსაზღვრელი თემატიკის შესწავლით, კონცეპტუალურ, სახასიათო სურნელოვან ხაზებს გვთავაზობს.
Masakï Paris-ის პატივსაცემ პარფიუმერთა სიაში, ასევე, ლეონარდო ლუჩეზე გვხვდება: ოსტატი, რომელიც ბრენდის კოლექციებს, ინოვაციური მიდგომებით ამდიდრებს.
