მთავარიშოპისუნამო

Matsu Kï

Matsu Kï
Matsu Kï

Eau de Parfum

სუნამო

Masakï Paris-ის კოლექცია Matsu-ს უახლესი წევრი — Matsu Kï, მანათობელი ქმნილებაა, რომელიც მხიარულებას, ენერგიასა და ახალგაზრდულ სიცოცხლისუნარიანობას აფრქვევს

მოცულობა:

Not Chosen

195.00 ₾
აღწერა

დიზაინერი მასაკი მაცუშიმა და პარფიუმერი ლეონარდო ლუჩეზე, ციტრუსოვანი სინათლის და ყვავილოვანი სიმსუბუქის ჰარმონიული ბალანსით, ხორცს ასხამენ მბრწყინავ, თუმცა, ამავდროულად, ნაზ სურნელს.

Matsu Kï კერაჯის მანდარინის აკორდის (მანდარინის საოცრად ტკბილი, ლიმონათის სურნელით განთქმული ჰიბრიდული, ყინვაგამძლე სახეობა, კიკაი-ჯიმას კუნძულიდან) და ბერგამოტის ზეთის გამამხნევებელი აფეთქებით იშლება. გამხსნელ ნოტებს, ჟოლოს მწიფე სიტკბო და ორანჟეტის დაშაქრული ციტრუსოვანი აკორდი სრულყოფს. გულში, ფრანგული ფორთოხლის ყვავილი, ლავანდის ზეთის დამამშვიდებელ შტრიხებს ეწრყმის; ტუნისური ნეროლის (მწარე ფორთოხლის ყვავილის ეთერზეთი) და ვარდისფერი წიწაკის ზეთის ნათელი, ყვავილოვანი ნოტები კი, კომპოზიციას, დახვეწილი, მბრწყინავი ხასიათით ამდიდრებს.

სურნელის განვითარების ფინალურ ეტაპზე, მოკაშკაშე სინათლისა და მდიდრული სითბოს დამატყვევებელ კონტრასტს ასხივებს ტუნისური ფორთოხლის ყვავილის აბსოლუტის*, მობრაწული კარამელის, ამბერვუდის (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი, რომელსაც აღმოსავლური, გურმანული, ყვავილოვანი და თეთრი ყვავილების ნოტების გასაძლიერებლად იყენებენ) და ფაზიქი მუშკის თბილი, მგრძნობიარე ბაზა.

პარფიუმერი ლეონარდო ლუჩეზე: „მსურდა, უკვდავი ფორთოხლის ყვავილის დახვეწილი, მდიდრული ინტერპრეტაციით, ფრანგულ ელეგანტურობასა და იაპონურ სიფაქიზეს შორის განფენილი სურნელი შემექმნა. მოცემული ყვავილის მოსაკაზმად, კერაჯის მანდარინის ნატურალური, ტკბილი, შუშხუნა შტრიხები და ორანჟეტის აკორდის გემრიელი, დაშაქრული ასპექტები გამოვიყენე და ენერგიულობისა და სითბოს კონტრასტებს შორის, დახვეწილი ბალანსი დავამყარე. შედეგად, Matsu Kï-ს ხასიათში თავმოყრილი იაპონური სიწმინდის და ფრანგული სიღრმის ჰარმონია, ფაქიზი და ამავდროულად, დამატყვევებლად მიმზიდველი ადიქციის მაუწყებელია“.

Kï (気), იაპონურად, სამყაროს ყოველი არსების სულს, სიცოცხლისუნარიანობასა და უხილავ ენერგიას აღნიშნავს. Matsu Kï-ს გრილი, გამამხნევებელი სურნელიც, სწორედ, სიცოცხლის ენერგიული აფეთქების სიმბოლოდ გვევლინება. ფორთოხლის ყვავილის ღერძზე აგებული ყვავილოვან-მუშკისებრ-ციტრუსოვანი კომპოზიცია, პიკანტური სინათლისა და ფაქიზი ყვავილების შერწყმით ნაზ, ჰაეროვან სითბოსთან, ბედნიერების ამჩატებულ განცდებს აღგიძრავთ…

სუნამოს მხიარულ ხასიათს, ფლაკონის დიზაინიც ეხმიანება: მბრწყინავი, ნარინჯისფერი სითხე, მოყინული ეფექტით დამუშავებულ გლუვ, მომრგვალებულ მინაშია მოქცეული; ფორთოხლისფერი თავსახურის სიმკვეთრეს კი თეთრი წარწერები უპირისპირდება.

გამხსნელი ნოტები:

კერაჯის მანდარინის აკორდი (მანდარინის საოცრად ტკბილი, ლიმონათის სურნელით განთქმული ჰიბრიდული, ყინვაგამძლე სახეობა, კიკაი-ჯიმას კუნძულიდან), ბერგამოტის ზეთი, ჟოლო, ორანჟეტის აკორდი

გულის ნოტები:

ფორთოხლის ყვავილის თაფლი, ლავანდის ზეთი, ტუნისური ნეროლი (მწარე ფორთოხლის ყვავილის ეთერზეთი — ორთქლზე დისტილაციის გზით მიღებული ნატურალური პარფიუმერული ნედლეული ტკბილი, თაფლისებრი, ყვავილოვანი, გამაგრილებელი, ძლიერი, ციტრუსოვანი, მწვანე აკორდებით), ვარდისფერი წიწაკის ზეთი

საბაზისო ნოტები:

ტუნისური ფორთოხლის ყვავილის აბსოლუტი*, მობრაწული კარამელი, ამბერვუდი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი, რომელსაც აღმოსავლური, გურმანული, ყვავილოვანი და თეთრი ყვავილების ნოტების გასაძლიერებლად იყენებენ), მუშკი

*აბსოლუტი: პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით

ALCOHOL DENAT. (SD ALCOHOL 40-B) – PARFUM (FRAGRANCE) – AQUA (WATER) – LIMONENE – LINALOOL – LINALYL ACETATE – ETHYLHEXYL METHOXYCINNAMATE – ETHYLHEXYL SALICYLATE – BUTYL METHOXYDIBENZOYLMETHANE – CI 14700 (RED 4) – CI 19140 (YELLOW 5) – CITRAL – CITRONELLOL – GERANIOL – HYDROXYCITRONELLAL – BENZYL BENZOATE – ACETYL CEDRENE – ALPHA-TERPINENE – BETA-CARYOPHYLLENE – CITRUS AURANTIUM BERGAMIA PEEL OIL – CITRUS LIMON PEEL OIL – GERANYL ACETATE – HEXADECANOLACTONE – PINENE – TERPINEOL – TERPINOLENE – TETRAMETHYL ACETYLOCTAHYDRONAPHTHALENES – CANANGA ODORATA OIL/EXTRACT – CITRUS AURANTIUM PEEL OIL – JASMINE OIL/EXTRACT – JUNIPERUS VIRGINIANA OIL.

Masakï Paris, აღიარებულ საერთაშორისო პარფიუმერებთან კოლაბორაციით, არომატების მრავალფეროვან სპექტრს წარმოგვიდგენს.

პარფიუმერ ჟან ჟაკის უნიკალური შემოქმედებითი უნარები, ძლიერი იდენტობით გამორჩეული სუნამოების უპრეცედენტო კოლექციების შექმნას ეძღვნება. ჟან ჟაკის საქმიანობას, დღესდღეობით, ჟერომ დი მარინოც განაგრძობს და ბრენდის განმსაზღვრელი თემატიკის შესწავლით, კონცეპტუალურ, სახასიათო სურნელოვან ხაზებს გვთავაზობს.

Masakï Paris-ის პატივსაცემ პარფიუმერთა სიაში, ასევე, ლეონარდო ლუჩეზე გვხვდება: ოსტატი, რომელიც ბრენდის კოლექციებს, ინოვაციური მიდგომებით ამდიდრებს.