მთავარიშოპისუნამო

Mat Stone

Mat Stone
Mat Stone

Eau de Toilette

სუნამო

Masakï Paris-ის mat; Stone, გრილი და თბილი, ნაზი და ამავდროულად, მდგრადი ხასიათით, კონტრასტების სურნელია

მოცულობა:

Not Chosen

150.00 ₾
აღწერა

მარმარილოს ქვასავით უკვდავი, მიმზიდველი და გარშემომყოფთა გონებაში ღრმად აღბეჭდილი ნაზავი, რომელიც მოკრძალებული დახვეწილობის არსს ასახავს, თანამედროვე ადამიანებს კი იდეალურ არომატულ არჩევანს სთავაზობს.

დიზაინერ მასაკი მაცუშიმას და პარფიუმერ ჟან ჟაკის ქმნილების შთაგონება, მარმარილოს ქვის მარადიული ელეგანტურობაა: ჯერ კიდევ, ძველი ბერძნებისა და რომაელების მიერ პატივცემულ მასალას, სხვადასხვა ეპოქაში, სიმტკიცის და მშვენიერების სიმბოლოდ მიჩნევდნენ. mat; Stone-ის კონცეპტუალური, მინერალური სიგრილეც, მარმარილოს რაფინირებული, ცივი ზედაპირის ინტერპრეტაციას წარმოგვიდგენს და თანამედროვე დახვეწილობასა და მდუმარე თავდაჯერებას ასხივებს.

კომპოზიცია გამამხნევებელი ენერგიის აფეთქებით იშლება: საწყის ეტაპზე, ზღვის მინერალური აკორდი, ციტრუსოვან ლიმონსა და პიკანტური ილის ნოტებთან წყვილდება. მიწიერი ანგელოზა, ხრაშუნა გამხსნელ ნოტებს, სიღრმეს მატებს, ნათელ შტრიხებს კი დახვეწილი მცენარეული ასპექტებით აბალანსებს. სწორედ მოცემული ინგრედიენტების სინერგია განაპირობებს mat; Stone-ის გამაგრილებელ და ენერგიის მომნიჭებელ ხასიათს.

სურნელის განვითარებასთან ერთად, გულში, კონტრასტული ტექსტურები იკვეთება: იის ფოთლების მწვანე, ჰაეროვან სიგრილეს, ცივი, შუშხუნა მოჰიტოს აკორდის ყინულოვანი შტრიხები აძლიერებს. ტყის აკორდების ნაზავი, კომპოზიციას, თბილი, მერქნოვანი სიღრმით ამდიდრებს და ცივ და თბილ ნოტებს შორის, იდეალურ ბალანსს ამყარებს.

mat; Stone-ის ბაზა, სიფაქიზის და ძალის ჰარმონიით, გარშემომყოფებზე, ხანგრძლივ შთაბეჭდილებას ახდენს: მოპირკეთებული მარმარილოს სიგლუვის ამსახველი მინერალური მუშკი, სურნელის სიწმინდეს აძლიერებს; ქაშმერვუდის (ხის, თბილი, ბალზამის, ტკბილი, მუშკის და მგრძნობიარე აკორდებით დაბალანსებული სინთეტიკური პარფიუმერული ნედლეული) ნოტები კი, კომპოზიციას, ხავერდოვანი სითბოს საბურველით მოიცავს და მოკრძალებული ელეგანტურობის შტრიხებით ამკობს.

გამხსნელი ნოტები:

ლაიმი, ილი, ანგელოზა, ზღვის გრილი ნოტები

გულის ნოტები:

ტყის აკორდების ნაზავი, მოჰიტოს აკორდი, იის ფოთოლი

საბაზისო ნოტები:

ქაშმერვუდი (ხის, თბილი, ბალზამის, ტკბილი, მუშკის და მგრძნობიარე აკორდებით დაბალანსებული სინთეტიკური პარფიუმერული ნედლეული), მინერალური მუშკი

ALCOHOL DENAT. (SD ALCOHOL 40-B) – PARFUM (FRAGRANCE) – AQUA (WATER) – LIMONENE – CITRAL – CITRONELLOL – COUMARIN – GERANIOL – LINALOOL.

Masakï Paris, აღიარებულ საერთაშორისო პარფიუმერებთან კოლაბორაციით, არომატების მრავალფეროვან სპექტრს წარმოგვიდგენს.

პარფიუმერ ჟან ჟაკის უნიკალური შემოქმედებითი უნარები, ძლიერი იდენტობით გამორჩეული სუნამოების უპრეცედენტო კოლექციების შექმნას ეძღვნება. ჟან ჟაკის საქმიანობას, დღესდღეობით, ჟერომ დი მარინოც განაგრძობს და ბრენდის განმსაზღვრელი თემატიკის შესწავლით, კონცეპტუალურ, სახასიათო სურნელოვან ხაზებს გვთავაზობს.

Masakï Paris-ის პატივსაცემ პარფიუმერთა სიაში, ასევე, ლეონარდო ლუჩეზე გვხვდება: ოსტატი, რომელიც ბრენდის კოლექციებს, ინოვაციური მიდგომებით ამდიდრებს.