მთავარიშოპისუნამო

Mat Homme

mat; homme

Eau de Toilette

სუნამო

თანამედროვე მამაკაცის პროტოტიპი — Masakï Paris-ის არომატი mat; homme მფლობელთან ერთად ვითარდება: გრილი სპეციებისა და თბილი მერქნების დინამიკური ბალანსით, დახვეწილ სურნელს აყალიბებს და ინოვაციისა და ინდივიდუალიზმის სულისკვეთებას აღბეჭდავს.

მოცულობა:

Not Chosen

150.00 ₾
აღწერა

პარფიუმერ ჟერომ დი მარინოს და დიზაინერ მასაკი მაცუშიმას ქმნილება, ახალი თაობის მამაკაცების მუდმივად განვითარებად გემოვნებას ეხმიანება და იმ პიროვნებებს მიაგებს პატივს, მუდმივად, ინოვაციებით, თანამედროვეობითა და ინდივიდუალიზმით განმსჭვალული მომავლის ძიებაში რომ არიან.

mat; homme-ის კომპოზიცია ლაიმის, სიჩუანური წიწაკის და ლიმონის ზეთების ცხარე, ციტრუსოვანი კომბინაციით იხსნება: გრილი და პიკანტური ხასიათის დინამკური სამეული, გარშემომყოფებზე, გამამხნევებელ პირველ შთაბეჭდილებას ახდენს. სურნელის განვითარებისას, გული, კედარის ფოთლების ზეთთან დაწყვილებულ ფისოვან ელემის (ტროპიკული ხეების ფისი) ზეთს წარმოგვიდგენს: მათი დუეტი, არომატის სურნელს, სიღრმესა და დახვეწილობას ანიჭებს, გამხსნელი ნოტების სიგრილეს კი, მიწიერი, სტაბილური ასპექტებით აბალანსებს.

სითბოს და მგრძნობიარობას ასხივებს mat; homme-ის ბაზა: პიკანტური-მსუბუქი მინიშნებებით, დამატყვევებელ კონტრასტს აყალიბებს დარიჩინის ქერქის ზეთის მიმზიდველი ჰარმონია ხავერდოვან, დამამშვიდებელ ქაშმერვუდის (ხის, თბილი, ბალზამის, ტკბილი, მუშკის და მგრძნობიარე აკორდებით დაბალანსებული სინთეტიკური პარფიუმერული ნედლეული) ნოტებთან. არომატის სურნელს, ზაფრანის, საკმელას (კლდის ვარდი) და გაიაკის ხის ზეთების დამაგვირგვინებელი შტრიხები, მდიდრულ, კვამლისებრ სიღრმეს ანიჭებს და კანს, ხანგრძლივი მდგრადობით მოეფინება.

mat; homme — ესაა კრისტალური, ბუნებრივი, ურბანული ნაზავი, რომელიც ყოველი ინდივიდის განმასხვავებელ შტრიხებს გამოკვეთს; მათთვის, ვინც საკუთარ სტილს ყოველგვარი წესების და სტანდარტების გარეშე განსაზღვრავენ!

გამხსნელი ნოტები:

ლაიმის ზეთი, სიჩუანური წიწაკის ზეთი, ლიმონის ზეთი

გულის ნოტები:

ელემი (ტროპიკული ხეების ზეთი), კედარის ფოთლების ზეთი, ლავანდინის (ლავანდის ბუნებრივი ჰიბრიდი მეტად გრილი და ევკალიპტისებრი სურნელით — ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული. იზრდება ველურად, პროვანსის მშრალ პლატოებზე) ზეთი

საბაზისო ნოტები:

დარიჩინის ქერქის ზეთი, ქაშმერვუდი (ხის, თბილი, ბალზამის, ტკბილი, მუშკის და მგრძნობიარე აკორდებით დაბალანსებული სინთეტიკური პარფიუმერული ნედლეული), ზაფრანა, საკმელას (იგივე კლდის ვარდი) ზეთი, გაიაკის ხის ზეთი

ALCOHOL DENAT. (SD ALCOHOL 40-B) – PARFUM (FRAGRANCE) – AQUA (WATER) – ALPHA-ISOMETHYL IONONE – CINNAMAL – CITRAL – CITRONELLOL – COUMARIN – EUGENOL – GERANIOL – LIMONENE – LINALOOL – METHYL 2-OCTYNOATE.

Masakï Paris, აღიარებულ საერთაშორისო პარფიუმერებთან კოლაბორაციით, არომატების მრავალფეროვან სპექტრს წარმოგვიდგენს.

პარფიუმერ ჟან ჟაკის უნიკალური შემოქმედებითი უნარები, ძლიერი იდენტობით გამორჩეული სუნამოების უპრეცედენტო კოლექციების შექმნას ეძღვნება. ჟან ჟაკის საქმიანობას, დღესდღეობით, ჟერომ დი მარინოც განაგრძობს და ბრენდის განმსაზღვრელი თემატიკის შესწავლით, კონცეპტუალურ, სახასიათო სურნელოვან ხაზებს გვთავაზობს.

Masakï Paris-ის პატივსაცემ პარფიუმერთა სიაში, ასევე, ლეონარდო ლუჩეზე გვხვდება: ოსტატი, რომელიც ბრენდის კოლექციებს, ინოვაციური მიდგომებით ამდიდრებს.