მთავარიშოპისუნამო

Mat

Mat

Eau de Parfum

სუნამო

პარფიუმერ ჟან ჟაკისა და დიზაინერ მასაკი მაცუშიმას კოლაბორაციით შექმნილი Masakï Paris-ის ქალის არომატი — mat; დროის საზღვრებს მიღმა მყოფი პოსტმოდერნისტული სტილის სრულყოფილი ანარეკლია

მოცულობა:

Not Chosen

182.00 ₾
აღწერა

Mat;-ის გაშლისას, გრილი, თამამი ნოტები იწყებენ ცეკვას; გულის კარს — დამამშვიდებელი ეფექტის მქონე, გამჭვირვალე ყვავილები გვიღებენ; კულმინაციურ საფეხურზე კი — ძენის მდგომარეობაში მყოფი კრისტალური მუშკის ბაზა ყალიბდება.

გამხსნელი ნოტების ინოვაციური ნაზავი — ბამბუკის მწვანე, წყლისებრი სიგრილის მემკვიდრეობითი სიბრძნის შერწყმა მანგოს რბილობის ცელქი ნოტების აფეთქებასთან, mat;-ის ყნოსვით სამყაროში სიღრმისეულად ჩაძირვას შთაგვაგონებს. კომპოზიციის ყვავილოვანი გულისკენ, გარდამავალი ნოტები — ღვიის კენკრა, საზამთრო და ოხრახუშის ფოთლების აკორდები მიგვიძღვიან.

სურნელის გულში, ხილის, წყლის და მწვანე ნოტების ნაზავი, ჰარმონიულად ერწყმის ჩაის ფოთლებს, ლოუტსის ყვავილს და პიტნას. იაპონურ ფილოსოფიაში სიწმინდის და სიცოცხლის წყაროს სიმბოლოდ ცნობილ ლოტუსის ყვავილს კი, თეთრი ვარდისა და ჟასმინის წყლის დახვეწილი მგრძნობიარობა ამდიდრებს.

Mat;-ის ხასიათს, ნაზი, დამამშვიდებელი, პოზიტიური ხელწერით ამკობს ლერწმის მერქნების და კრისტალური მუშკის ბაზა.

გამხსნელი ნოტები:

ბამბუკი, მანგო, ჩაის ფოთლები, ღვიის კენკრა, ოხრახუშის ფოთლები

გულის ნოტები:

შავი მოცხარი, საზამთრო, დაწურული პიტნა, ლოტუსის ყვავილი

საბაზისო ნოტები:

თეთრი ვარდი, ჟასმინის წყალი, ლერწმის მერქნები, კრისტალური მუშკი

ALCOHOL DENAT. (SD ALCOHOL 40-B) – PARFUM (FRAGRANCE) – AQUA (WATER) –CINNAMYL ALCOHOL – CITRAL – CITRONELLOL – EUGENOL –GERANIOL – HEXYL CINNAMAL – LIMONENE – LINALOOL – BENZYL SALICYLATE.

Masakï Paris, აღიარებულ საერთაშორისო პარფიუმერებთან კოლაბორაციით, არომატების მრავალფეროვან სპექტრს წარმოგვიდგენს.

პარფიუმერ ჟან ჟაკის უნიკალური შემოქმედებითი უნარები, ძლიერი იდენტობით გამორჩეული სუნამოების უპრეცედენტო კოლექციების შექმნას ეძღვნება. ჟან ჟაკის საქმიანობას, დღესდღეობით, ჟერომ დი მარინოც განაგრძობს და ბრენდის განმსაზღვრელი თემატიკის შესწავლით, კონცეპტუალურ, სახასიათო სურნელოვან ხაზებს გვთავაზობს.

Masakï Paris-ის პატივსაცემ პარფიუმერთა სიაში, ასევე, ლეონარდო ლუჩეზე გვხვდება: ოსტატი, რომელიც ბრენდის კოლექციებს, ინოვაციური მიდგომებით ამდიდრებს.