Masakï / Masakï
Eau de Parfum
სუნამო
Masakï Paris-ის არომატი Masakï / Masakï, იმ თანამედროვე, თავდაჯერებული ქალისადმი მიძღვნილი ოდაა, საკუთარ ფემინურობას, თავმდაბლობით რომ ეგებება.
Not Chosen
პარფიუმერ ჟან ჟაკისა და დიზაინერ მასაკი მაცუშიმას ქმნილების შთაგონება, ნიუ-იორკელების დახვეწილი ელეგანტურობაა: Masakï / Masakï-ზე მუშაობისას, მაცუშიმამ, საავტორო მინიმალისტური სტილიდან გადაუხვია და გამორჩეულად ქალური, რაფინირებულობისა და გრაციის ამსახველი კომპოზიცია შემოგვთავაზა.
Masakï / Masakï ლიჩის, ფუჯის ვაშლის, მარაკუიას და საზამთროს მხიარული, გამაგრილებელი ნაზავით იშლება. გამხსნელი ნოტების ტკბილი, მწიფე, ენერგიის მომნიჭებელი ხასიათი, მყისიერად ატყვევებს შეგრძნებებს. ხილის ენერგიული კომბინაცია, ერთი მხრივ, კომპოზიციის მდიდრულ წარმდგენად, მეორე მხრივ კი — სურნელის განვითარების მომდევნო ეტაპისთვის, იდეალური ნიადაგის მოსამზადებლად გვევლინება.
გულში, ფაქიზი ყვავილოვანი თაიგული იფურჩქნება: საკურას, ვარდისფერი ფლორიბუნდას (თანამედროვე, ჰიბრიდული ჯიშის ვარდი) და მაგნოლიის კომბინაცია, ელეგანტურ, ქალურ ჰარმონიას ასხივებს. ნათელი, მწიფე გამხსნელი ნოტების უზადო ტრანზიცია ყვავილოვან სურნელში, გრაციოზულობისა და სიმსუბუქის განცდებს აღძრავს და კომპოზიციის დამატყვევებელ ცენტრს აყალიბებს; Masakï / Masakï-ს კომპლექსურ ხასიათს აძლიერებს და ამავდროულად, რაფინირებულ სინატიფეს უნარჩუნებს.
არომატის სურნელს, ღრმა, მდიდრული შტრიხებით ამკობს ჟოლოს, პაჩულის, კრისტალური მუშკის და თეთრი კედარის ხის მგრძნობიარე საბაზისო ნოტები, რომლებიც, კანს, ხანგრძლივი დროით მოეფინება და მდგრადი ნაკვალევით, ყნოსვითი შეგრძნების თბილ, მდიდრულ დაგვირგვინებას უზრუნველყოფს.
Masakï / Masakï, ხილის გამხსნელი ნოტების, ყვავილოვანი გულისა და მდიდრული, მგრძნობიარე ბაზის სინთეზით, ნებისმიერი სიტუაციისთვის იდეალური, ფუფუნებით განმსჭვალული არომატია!
გამხსნელი ნოტები:
ლიჩი, ფუჯის ვაშლი, მარაკუია, საზამთრო
გულის ნოტები:
საკურა, ვარდისფერი ფლორიბუნდა (თანამედროვე, ჰიბრიდული ჯიშის ვარდი) მაგნოლია
საბაზისო ნოტები:
ჟოლო, პაჩული, კრისტალური მუშკი, თეთრი კედარის ხე
ALCOHOL DENAT. (SD ALCOHOL 40-B) – PARFUM (FRAGRANCE) – AQUA (WATER) – ETHYLHEXYL METHOXYCINNAMATE – ETHYLHEXYL SALICYLATE – BUTYL METHOXYDIBENZOYLMETHANE – BHT – CI 17200 (RED 33) – CI 14700 (RED 4) – ALPHA-ISOMETHYL IONONE – CITRAL – CITRONELLOL – GERANIOL – LIMONENE – LINALOOL.
Masakï Paris, აღიარებულ საერთაშორისო პარფიუმერებთან კოლაბორაციით, არომატების მრავალფეროვან სპექტრს წარმოგვიდგენს.
პარფიუმერ ჟან ჟაკის უნიკალური შემოქმედებითი უნარები, ძლიერი იდენტობით გამორჩეული სუნამოების უპრეცედენტო კოლექციების შექმნას ეძღვნება. ჟან ჟაკის საქმიანობას, დღესდღეობით, ჟერომ დი მარინოც განაგრძობს და ბრენდის განმსაზღვრელი თემატიკის შესწავლით, კონცეპტუალურ, სახასიათო სურნელოვან ხაზებს გვთავაზობს.
Masakï Paris-ის პატივსაცემ პარფიუმერთა სიაში, ასევე, ლეონარდო ლუჩეზე გვხვდება: ოსტატი, რომელიც ბრენდის კოლექციებს, ინოვაციური მიდგომებით ამდიდრებს.
