მთავარიშოპისუნამო

M;0°C

M;0°C

Eau de Toilette

სუნამო

პარფიუმერ ჟან ჟაკისა და დიზაინერ მასაკი მაცუშიმას კოლაბორაციით შექმნილი Masakï-Paris-ის არომატი M;0°C, მხიარული სიგრილის და შემოქმედებითი ენერგიის განცდებს აღძრავს და ყოველი მისხურებით, ყინულოვანი სიცივისა და ელეგანტურობის არსს აღბეჭდავს.

მოცულობა:

Not Chosen

134.00 ₾
აღწერა

რაფინირებულობითა და შემოქმედებითობით განმსჭვალული სიცოცხლისუნარიანი, მხიარული, ფირუზისფერი სითხე, ექსტრემალური შეგრძნებებისკენ მიგვიძღვის. მოჭიქული ფლაკონიც, მყისიერად, ყინულოვან, მერქნოვან-ციტრუსოვან ხასიათზე მიგვანიშნებს და გამაგრილებელი სიცივის წიაღში გაუჩინარებისკენ გვიბიძგებს.

M;0°C, ყინვის ეფექტის გასაძლიერებლად, ჰიაცინტის (სუმბული) ფაქიზი ნოტებით სრულყოფილი მწვანე ვაშლის შერბეთის აკორდის სასიამოვნო აფეთქებით იშლება. გამხსნელი ნოტების სიგრილე, ჩრდილოეთის ზღვის გამჭოლი და სუფთა ბრიზის ასოციაციებს აღძრავს. ნაზი მუშკი, კომპოზიციას, მსუბუქ, ჰაეროვან ხასიათს მატებს და კიდევ უფრო აძლიერებს სიგრილის შეგრძნებებს. სურნელის განვითარებასთან ერთად, კოქტეილ „ჩიმაიოს“ ინგრედიენტებით შთაგონებული გული იფურჩქნება — ტეკილას, ვაშლის წვენის და ლაიმის ნაზავი ყინულის შტრიხებით. M;0°C-ს უნიკალურ ყინულოვან არსს, სწორედ, ამ კოქტეილის აკორდი აღბეჭდავს და კომპოზიციას მხიარულ, ენერგიულ ხასიათს ანიჭებს.

გლუვ, მერქნოვან საფუძველს აყალიბებს ტექტონას საბაზისო ნოტები; მუშკი კი, არომატს, სიღრმესა და მგრძნობიარობას მატებს და ჰარმონიული ბალანსით აგვირგვინებს: M;0°C-ს ბაზა, გრილი ნოტების აორთქლების შემდგომ, თქვენს კანს, გამყოლი სითბოთი მოეფინება, კომპოზიციას კი კომპლექსურობასა და ხანგრძლივ მდგრადობას ანიჭებს და ყნოსვითი მოგზაურობის მდიდრულ დასასრულს წარმოგვიდგენს…

გამხსნელი ნოტები:

მწვანე ვაშლის შერბეთის აკორდი, ჰიაცინტი (სუმბული)

გულის ნოტი:

კოქტეილ „ჩიმაიოს“ აკორდი

საბაზისო ნოტები:

ტექტონა, მუშკი

ALCOHOL DENAT. (SD ALCOHOL 40-B) – PARFUM (FRAGRANCE) – AQUA (WATER) – BHT – CI 42090 (BLUE 1) – CI 17200 (RED 33) –- ALPHA-ISOMETHYL IONONE – CINNAMAL – CITRAL – GERANIOL -LIMONENE – LINALOOL – BENZYL BENZOATE.

Masakï Paris, აღიარებულ საერთაშორისო პარფიუმერებთან კოლაბორაციით, არომატების მრავალფეროვან სპექტრს წარმოგვიდგენს.

პარფიუმერ ჟან ჟაკის უნიკალური შემოქმედებითი უნარები, ძლიერი იდენტობით გამორჩეული სუნამოების უპრეცედენტო კოლექციების შექმნას ეძღვნება. ჟან ჟაკის საქმიანობას, დღესდღეობით, ჟერომ დი მარინოც განაგრძობს და ბრენდის განმსაზღვრელი თემატიკის შესწავლით, კონცეპტუალურ, სახასიათო სურნელოვან ხაზებს გვთავაზობს.

Masakï Paris-ის პატივსაცემ პარფიუმერთა სიაში, ასევე, ლეონარდო ლუჩეზე გვხვდება: ოსტატი, რომელიც ბრენდის კოლექციებს, ინოვაციური მიდგომებით ამდიდრებს.