LVEB Rose Extraordinaire
Eau de Parfum
სუნამო
Lancôme-ის არომატი La Vie Est Belle Rose Extraordinaire, ყოველ ქალბატონს მოუწოდებს, გაიფურჩქნონ, თავდაჯერება მოიკრიბონ და არაორდინალური პიროვნული შტრიხები შეიგრძნონ
Not Chosen
ფრანგი პარფიუმერების — ენ ფლიპოს, დომინიკ როპიონისა და კაროლინ დიუმურის ხელთ, იდეალური ვარდის ძიებისას, ბრენდის საკულტო ყვავილის თანამედროვე ინტერპრეტაცია იბადება: ვარდი, უკვე 90 წელზე მეტია, რაც Lancôme-ის სახლის მუზა და მარადიული შთაგონებაა; La Vie Est Belle Rose Extraordinaire კი, აყვავებული ვარდის სურნელია!
კომპოზიციაში, მძლავრი ვარდების სამეული ერთიანდება და ყვავილების დედოფლის საერთო პროფილის განსხვავებულ ასპექტებად გვევლინება: მგრძნობიარე ფუფუნების სიმბოლოს — დამასკოს ვარდის აბსოლუტს*, ვარდის წყლის ამაღლებული სიგრილე და კოსმოსური ვარდის** მინერალური სიმსუბუქე ეგებება: ეს უკანასკნელი, ნულოვანი გრავიტაციის პირობებში შესწავლილი ვარდის შთაგონებით შექმნილი პარფიუმერული ინგრედიენტია, რომელიც იდეალურად აღბეჭდავს ამ ყვავილის ყოველგვარ სიწმინდესა და ბრწყინვალებას.
სურნელის გულში, La Vie Est Belle-ის ხაზის განუყოფელ ხელწერას — ყვავილოვან-პუდროვან ზამბახს ვხვდებით: მერქნოვანი ხავსით მოცული ზამბახი, კომპოზიციას, მარადიული ელეგანტურობის ვუალით ამკობს; გურმანული აკორდი კი — ალერსიანი სიტკბოს შტრიხებით ამდიდრებს. შედეგად, ბრენდის ორიგინალი არომატის ყვავილოვანი რეინტერპრეტაცია იბადება, მეტად მსუბუქი, თანამედროვე და მანათობელი შტრიხებით; როგორც ვარდის ყოველი ასპექტის ზეიმი და La Vie Est Belle Rose Extraordinaire-ის მფლობელი ქალებისადმი პატივისცემა. გაფურჩქნილი ვარდის ფორმას იმეორებს მდიდრული, სკულპტურული ფლაკონიც.
შეფუთვის დიზაინზე, განთქმულმა ხელოვანმა — კეტრინ კრუნასმა იმუშავა: მან, La Vie Est Belle-ის საკულტო მომღიმარი მინა, ქალის ხასიათის განსხვავებული ასპექტის სიმბოლოებით — ვარდის ფურცლების შტრიხებით გარდაქმნა და მისივე შთაგონებით, თავსახურის მბრწყინავი, ვერცხლისფერი ყელი, ვარდისფერ-თეთრი გრადაციით შეფერილი ფურცლებით შეამკო, როგორც თანამედროვე ქალურობის სიმბოლო.
*აბსოლუტი: პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით
**მიკროგრავიტაციის გარემოში გაზრდილი მინიატურული ვარდის მოლეკულური არომატული პროფილის რეპლიკაციისთვის შექმნილი ქიმიურად რეკონსტრუირებული ნოტი, NASA-ს 1998 წლის ექსპერიმენტის შთაგონებით: ვარდი, ხომალდ Discovery-ში მოათავსეს და კოსმოსში გაგზავნეს, სადაც, ნულოვანი გრავიტაციის პირობებში, მცენარის ორგანული ნაერთები შეიცვალა და სურნელმაც, მომწვანო-გრილიდან, სრულიად განსხვავებული, ჰაეროვანი ხასიათი შეიძინა. დღესდღეობით, მოცემულ სურნელს, ვაკუუმური ექსტრაქციის ტექნოლოგიით იღებენ, რაც კონკრეტული მოლეკულების ანალიზისა და აღბეჭდვის საშუალებას იძლევა; კოსმოსური ვარდის აკორდი კი, სწორედ, ამ კოსმოსური ვარდის ექსტრაქტის მოლეკულურ რეპლიკას წარმოადგენს.
გამხსნელი ნოტები:
ბერგამოტი, ფორთოხლის ზეთი, მწვანე ღეროვანი აკორდი (ახლადშეკრეჭილი ბალახის სურნელით)
გულის ნოტები:
დამასკოს ვარდი, ვარდის წყალი, კოსმოსური ვარდი**, ზამბახი
საბაზისო ნოტები:
მუშკი, ამბროქსანი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), სანდალის ხე, ხავსის მერქნოვანი ნოტები
1278540 08 - INGREDIENTS: ALCOHOL • PARFUM / FRAGRANCE • AQUA / WATER / EAU • LINALOOL • CITRONELLOL • BENZYL SALICYLATE • LIMONENE • BUTYL METHOXYDIBENZOYLMETHANE • BENZYL ALCOHOL • ALPHA-ISOMETHYL IONONE • GERANIOL • METHYL ANTHRANILATE • CITRAL • TRIS(TETRAMETHYLHYDROXYPIPERIDINOL) CITRATE • CI 14700 / RED 4 • BENZYL BENZOATE • CI 60730 / EXT. VIOLET 2 • CI 19140 / YELLOW 5 (F.I.L. N70036025/1).
90 წლის განმავლობაში ბრენდი Lancôme ცდილობს გახადოს ყველა ქალი უფრო ბედნიერი, უფრო ლამაზი, უზრუნველყოს საუკეთესო კოსმეტიკური ინოვაციები ხარისხის, მეცნიერებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით. ათწლეულების მანძილზე Lancôme ავრცელებს თავის ხედვას ფრანგული სულისა და ელეგანტურობის შესახებ, რომელიც შერწყმულია ძირითად ინოვაციებთან, რაც საშუალებას აძლევს Lancôme-ს გახდეს ლუქს სილამაზის წამყვანი ბრენდი მსოფლიოში.