მთავარიშოპისუნამო

Ladies La Vie Est Belle Iris Absolu

Ladies La Vie Est Belle Iris Absolu

Eau De Parfum

სუნამო

გაიცანით Lancôme-ის საკულტო არომატის, La Vie Est Belle-ის ბროლის მარადიული ღიმილით გარდაქმნილი ფლაკონი და მასში მოქცეული სითხე, ზამბახის ახალი ინტენსივობით

მოცულობა:

Not Chosen

293.00 ₾
აღწერა

გაიცანით Lancôme-ის საკულტო არომატის, La Vie Est Belle-ის ბროლის მარადიული ღიმილით გარდაქმნილი ფლაკონი და მასში მოქცეული სითხე, ზამბახის ახალი ინტენსივობით: La Vie Est Belle Iris Absolu, წინამორბედი სურნელის — La Vie Est Belle Iris-ის ახალი, თრობის მომგვრელი ინტერპრეტაციაა, ხილისებრ-მწვანე ცქრიალა ასპექტებით და ზამბახისა და ლეღვის გურმანული ნაკვალევით. დააგემოვნეთ პარფიუმერიაში „ლურჯი ოქროს“ სახელით ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ინგრედიენტის — ზამბახისადმი მიძღვნილი ოდა, უმაღლესი კონცენტრაციით! კომპოზიციის ავტორები ენ ფლიპო და დომინიკ როპიონი არიან.

La Vie Est Belle Iris Absolu, ხილის ნოტების აფეთქებით იშლება: მწვანე, მწიფე ლეღვის აკორდის ქვეშ მოელვარე გრილი მანდარინი, შავი მოცხარის გემრიელ ნოტებს ერწყმის.

გულში, ვარდის მდიდრულ სიღრმეს და სამბაკის ჟასმინის სიგრილეს, მწავალწახნაგოვანი ყვავილოვანი თაიგული ეკვრის გარს და არომატს, ბრწყინვალებას ანიჭებს.

ბაზა, წინამორბედთან შედარებით, 10-ჯერ ძლიერი კონცენტრაციით, ზამბახის ხელწერის ზედოზირებას გვთავაზობს და La Vie Est Belle Iris-ის მომხიბლავ ყვავილოვან პროფილს, კიდევ უფრო აძლიერებს. კრემოვანი სანდალის ხისა და გურმანული აკორდის ინტენსიური ნაკვალევი, სურნელის მგრძნობიარე ხასიათს გამოკვეთს და კომპოზიციას კომფორტული სიტკბოსა და სითბოს შტრიხებით ამკობს.

შეიგრძენით უსასრულოდ მანათობელი, განუსაზღვრელი ბედნიერების სენტიმენტები, საკულტო ინგრედიენტის — ტკბილი ზამბახის უმაღლესი კონცენტრაციით, La Vie Est Belle Iris Absolu-ს სურნელთან ერთად!

გამხსნელი ნოტები:

ლეღვის აკორდი, შავი მოცხარის კვირტების აბსოლუტი*, ბერგამოტის ზეთი, ვარდისფერი წიწაკის ზეთი

გულის ნოტები:

დამასკოს ვარდის ზეთი, სამბაკის ჟასმინის აბსოლუტი*, ფორთოხლის ყვავილის აბსოლუტი*

საბაზისო ნოტები:

ტკბილი ზამბახი, პაჩული, გურმანული აკორდი, სანდალის ხის აკორდი

*აბსოლუტი: პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით

90 წლის განმავლობაში ბრენდი Lancôme ცდილობს გახადოს ყველა ქალი უფრო ბედნიერი, უფრო ლამაზი, უზრუნველყოს საუკეთესო კოსმეტიკური ინოვაციები ხარისხის, მეცნიერებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით. ათწლეულების მანძილზე Lancôme ავრცელებს თავის ხედვას ფრანგული სულისა და ელეგანტურობის შესახებ, რომელიც შერწყმულია ძირითად ინოვაციებთან, რაც საშუალებას აძლევს Lancôme-ს გახდეს ლუქს სილამაზის წამყვანი ბრენდი მსოფლიოში.