მთავარიშოპისუნამო

Ladies Idole Now

Ladies Idole Now

Eau De Parfum

სუნამო

შთაგონებულია ბუნებით, სრულყოფილია — მეცნიერებით! გაიცანით Lancôme-ის პირველი ყვავილოვანი არომატი — Idôle Now.

მოცულობა:

Not Chosen

247.00 ₾
აღწერა

შთაგონებულია ბუნებით, სრულყოფილია — მეცნიერებით! გაიცანით Lancôme-ის პირველი ყვავილოვანი არომატი — Idôle Now.

უმაღლესი ხარისხის ნატურალური ინგრედიენტების შერწყმა მეცნიერებასთან, პარფიუმერების პალიტრას, სიმდიდრესა და გამბედაობას მატებს, სურნელოვან ინდუსტრიას კი ახალ შთაგონებას სთავაზობს.

Idôle Now — ესაა კომპოზიცია, რომელიც ვანილის ფუმფულა ასპექტებით, ახალ სურნელოვან საზღვრებს აწესებს. მის გულში, მეცნიერებით გაძლიერებული საკულტო სამეული ერთიანდება, მათ შორის: ამაღლებული ვარდი, ერთ დროს, მიუწვდომელი მალაიზიური ორქიდეის აკორდი და ხელახლა გადამუშავებული ბიოტექნოლოგიური ვანილინით მდიდარი ნატურალური მადაგასკარული ვანილის ნაყენი.

გამხსნელი ნოტი:

ამაღლებული ვარდი: Idôle-ის ვარდის ნოტი, გადამუშავებული ვარდის წყლით გამდიდრებულ ფორმულას ეყრდნობა. ესენციისა და წყლის ნაზავით, ბრენდის საკულტო ვარდი, ნატურალურ ასპექტებს, ახალი, გამამხნევებელი ნოტის ფორმით წარმოგვიდგენს

გულის ნოტი:

მუშკისებრი ორქიდეის აკორდი: Idôle, ახლა, Headspace-ტექნოლოგიის გამოყენებით, მალაიზიური ორქიდეის ყვავილს ინარჩუნებს და მის ფაქიზ სურნელს აღბეჭდავს: ამ მეთოდით, ორქიდეის უნიკალური, ნატურალური ყნოსვითი მახასიათებლები, (ორქიდეის) მუშკისებრ აკორდად გარდაიქმნება და არომატის მძლავრ ნაკვალევს, თბილი ელეგანტურობის შტრიხებით ამკობს

საბაზისო ნოტი:

გამდიდრებული ვანილი: ბიოტექნოლოგიის გამოყენებით, მდგრადი წყაროებიდან მოპოვებული მადაგასკარული ბურბონის ვანილის ნაყენი გამდიდრებულია გადამუშავებული ნატურალური ვანილინით, რაც, კომპოზიციას, კიდევ უფრო მიმზიდველ და ძლიერ ნაკვალევს ანიჭებს

90 წლის განმავლობაში ბრენდი Lancôme ცდილობს გახადოს ყველა ქალი უფრო ბედნიერი, უფრო ლამაზი, უზრუნველყოს საუკეთესო კოსმეტიკური ინოვაციები ხარისხის, მეცნიერებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით. ათწლეულების მანძილზე Lancôme ავრცელებს თავის ხედვას ფრანგული სულისა და ელეგანტურობის შესახებ, რომელიც შერწყმულია ძირითად ინოვაციებთან, რაც საშუალებას აძლევს Lancôme-ს გახდეს ლუქს სილამაზის წამყვანი ბრენდი მსოფლიოში.