Ladies Absolue Not Your Rose Eau De Parfum
სუნამო
Lancôme-ის არომატი NOT YOUR ROSE, ზამთრის ყინვაგამოვლილ ყვავილს განასახიერებს, ფაქიზი მუშკის საბურველში გახვეული წყლისებრი ვარდის ნოტებით რომ ბრწყინავს.
Not Chosen
დააგემოვნეთ რადიკალი ვარდის შეხვედრა ამბრეტისა (ბუნებრივი მუშკი) და ხავსის ნოტებთან: შეუძლებელია, სრულყოფილად დაეუფლო ზამთრის ნისლებით მოცული ვარდის ცივ, იდუმალ პერსონას; თითქმის, მიუწვდომელია — ბუნების გარდა, არავის ეკუთვნის…
Lancôme-ის არომატი NOT YOUR ROSE, ზამთრის ყინვაგამოვლილ ყვავილს განასახიერებს, ფაქიზი მუშკის საბურველში გახვეული წყლისებრი ვარდის ნოტებით რომ ბრწყინავს.
პარფიუმერი კაროლინ დიუმური: „ზამთრის ნისლებს მიღმა, საიდუმლოებებით მოცული ვარდი, გრილი და ამავდროულად, თითქმის, ცივია; თუმცა, მგრძნობიარეც. ამბრეტის ფაქიზად გარდამავალი ნოტებით შემკული მისი იდუმალი აკორდი, წვიმის შემდგომ განცდილ წარმავალ წუთებს შეგახსენებთ.“
დომენის (იგულისხმება საფრანგეთის ღვინის მამულები) ცენტიფოლიას ვარდი: საფრანგეთის ღვინის მამულებში დაბადებული ტექსტურირებული, მკვრივი ინგრედიენტი მსუბუქად პიკანტური და ხილისებრ-ყვავილოვანი ეფექტით
მუშკი: ფაქიზი, დახვეწილი, მგრძნობიარე და პუდროვანი ინგრედიენტი
ხავსის აკორდი, სუფთა, თბილი და მინერალური ტონებით, სეირნობისას განცდილი იდილიის შეგრძნებებს აღძრავს
90 წლის განმავლობაში ბრენდი Lancôme ცდილობს გახადოს ყველა ქალი უფრო ბედნიერი, უფრო ლამაზი, უზრუნველყოს საუკეთესო კოსმეტიკური ინოვაციები ხარისხის, მეცნიერებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით. ათწლეულების მანძილზე Lancôme ავრცელებს თავის ხედვას ფრანგული სულისა და ელეგანტურობის შესახებ, რომელიც შერწყმულია ძირითად ინოვაციებთან, რაც საშუალებას აძლევს Lancôme-ს გახდეს ლუქს სილამაზის წამყვანი ბრენდი მსოფლიოში.