Ladies Absolue Hell Of A Rose Eau De Parfum
სუნამო
Lancôme HELL OF A ROSE - დააგემოვნეთ ფერფლად ქცეული ძლიერი, მტკიცე ვარდის აღდგომა
Not Chosen
დააგემოვნეთ ფერფლად ქცეული ძლიერი, მტკიცე ვარდის აღდგომა: Lancôme-ის არომატი HELL OF A ROSE, წარმოგიდგენთ რადიკალი ვარდის შეხვედრას ამბრეტის (ბუნებრივი მუშკი) და ვეტივერის სურნელთან.
კომპოზიციაში, ვარდის ტექსტურირებულ ხასიათს, ამბრეტის მუშკისებრი ადიქცია უზრუნველყოფს. გრილი და კვამლისებრი ასპექტები კი, არომატის სურნელს, ინტენსივობის ახალ მაჩვენებელს ანიჭებს.
მისი სინათლე, ვეტივერის მძაფრი ნოტების წიაღში, წყვდიადში გამკრთალი იმედის ნაპერწკლის მსგავსად იბადება.
პარფიუმერი ნატალი ლორსონი: „ეს სურნელოვანი ქმნილება, ვარდისა და ვეტივერის ერთგვარი კიაროსკუროა — მერქნოვანი კონტრასტებით შემკული ვარდი. კომპოზიციაში, ვარდის მოსართავად და ინტენსივობის ახალი სიმძლავრის გამოსავლენად, გრილ და კვამლისებრ ასპექტებს ამჟღავნებს ვეტივერი.“
ვარდის 2 გამორჩეული სახეობა: დამასკოს ვარდი და ლანგედოკ-რუსილიონის რეგიონის ვარდისფერი ვარდი (სამხრეთ საფრანგეთი)
ვეტივერის ესენცია: კომპოზიციაში, მდიდრული, მერქნოვანი ხასიათით გამორჩეული ვეტივერი, კვამლისებრი ასპექტებით, მჟავე გრეიფრუტის გრილ შტრიხებს უპირისპირდება
ამბრეტის (ბუნებრივი მუშკი) აბსოლუტი*: მძლავრი, ტექსტურირებული ხარისხით გამორჩეული ამბრეტის აბსოლუტი მრავალფეროვან ასპექტებს წარმოგვიდგენს — მუშკისებრ, მერქნოვან, მწარე და ამავდროულად, ალკოჰოლურ-ხილისებრ ტონებს
*აბსოლუტი: პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით
90 წლის განმავლობაში ბრენდი Lancôme ცდილობს გახადოს ყველა ქალი უფრო ბედნიერი, უფრო ლამაზი, უზრუნველყოს საუკეთესო კოსმეტიკური ინოვაციები ხარისხის, მეცნიერებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით. ათწლეულების მანძილზე Lancôme ავრცელებს თავის ხედვას ფრანგული სულისა და ელეგანტურობის შესახებ, რომელიც შერწყმულია ძირითად ინოვაციებთან, რაც საშუალებას აძლევს Lancôme-ს გახდეს ლუქს სილამაზის წამყვანი ბრენდი მსოფლიოში.