მთავარიშოპიBlooming Fragrances
Ladies Absolue 1001 Roses Eau De Parfum
Blooming Fragrances
მრავალფეროვანი ნიუანსებით, სიღრმეებითა და კონტრასტებით აღსავსე არომატი — 1001 ROSES, გაზაფხულის მზით გამოცოცხლებული ვარდის კლასიკური ნოტების ნაზავს გვთავაზობს.
Not Chosen
დააგემოვნეთ რადიკალი ვარდის შეხვედრა ცენტიფოლიას, დამასკოს (ვარდის სახეობები) და მუშკის ნოტებთან:
თითოეული ცინცხალი ვარდი, მაისის გრილ დილას, ხელით იკრიფება; ფურცელ-ფურცელ ირჩევა და კალეიდოსკოპივით მრავალფასადური, ყველაზე წმინდა არომატული ინგრედიენტი მზადდება.
რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, Lancôme-ის ორიგინალური ემბლემა — დომენის ვარდიც, უსაზღვრო შესაძლებლობების სამყაროს მოიცავს.
მრავალფეროვანი ნიუანსებით, სიღრმეებითა და კონტრასტებით აღსავსე არომატი — 1001 ROSES, გაზაფხულის მზით გამოცოცხლებული ვარდის კლასიკური ნოტების ნაზავს გვთავაზობს.
პარფიუმერები ლუიზ ტერნერი და კრისტინ ნაჟელი: „ვარდის კვინტესენცია, გაძლიერებული, როგორც არასოდეს, ნატურალური და თანამედროვეობაში ჩაფლულია: არომატი 1001 ROSES, Lancôme-ის სიმბლურ ვარდს ეძღვნება; ის, ერთგვარად, ვარდის კრებითი სახელია და კონცეპტუალური, გრილი, ჰაეროვანი ყვავილოვანი ტონებით, მის ყოველ ფორმასა და ასპექტს წარმოგვიდგენს“.
დომენის (იგულისხმება საფრანგეთის ღვინის მამულები) ცენტიფოლიას ვარდი: მსხლის და ლიჩის მსგავსი ნოტებით გაბრწყინებული, თაფლის შტრიხებით შემკული მრავალფურცელა ვარდი
დამასკოს ვარდი: ვარდის მდიდრული, თბილი, ყვავილოვანი ნოტი თაფლის და სინათლის შტრიხებით
მუშკის აკორდი: მძლავრი, ტექსტურირებული, ყოვლისმომცველი მერქნოვანი შტრიხი კრემოვან-რძისებრი ასპექტებით
90 წლის განმავლობაში ბრენდი Lancôme ცდილობს გახადოს ყველა ქალი უფრო ბედნიერი, უფრო ლამაზი, უზრუნველყოს საუკეთესო კოსმეტიკური ინოვაციები ხარისხის, მეცნიერებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით. ათწლეულების მანძილზე Lancôme ავრცელებს თავის ხედვას ფრანგული სულისა და ელეგანტურობის შესახებ, რომელიც შერწყმულია ძირითად ინოვაციებთან, რაც საშუალებას აძლევს Lancôme-ს გახდეს ლუქს სილამაზის წამყვანი ბრენდი მსოფლიოში.