მთავარიშოპისუნამო

La Vie Est Belle L'Elixir Eau De Parfum

La Vie Est Belle L'Elixir Eau De Parfum

სუნამო

ისიამოვნეთ La Vie Est Belle L’Elixir-ის ყველაზე არისტოკრატული ინგრედიენტების ნაზავით შექმნილი ამაღლებული სურნელოვანი ნაკვალევით, რომელიც შეუმჩნეველს არავისთვის დაგტოვებთ

მოცულობა:

Not Chosen

293.00 ₾
აღწერა

Lancôme-ის La Vie Est Belle L’Elixir, თბილი, ყვავილოვანი ელექსირით შექმნილი არომატია. კომპოზიციაში, ცქრიალა ჟოლოს და მანათობელი იის ფოთლების გამხსნელი ნოტები, კეკლუცად ერწყმის კაკაოს კარაქის თბილ ბაზას და საკუთარი თავის რადიკალური სიყვარულისას განცდილი თავისუფლების შეგრძნების აღმძვრელ სურნელს აყალიბებს.

ბედნიერება, თქვენით იწყება: ის, საკუთარი თავის წინაშე აღებული ვალდებულება და რწმენაა. მოცემულ რწმენას კი მხოლოდ ის განასხეულებს, ვისაც ჰყოფნის გამბედაობა, ინტუიციას მიენდოს და მოლოდინებს შეეწინააღმდეგოს…

ყვავილოვან-ხილისებრ-გურმანული ქმნილების ავტორები, ფრანგი პარფიუმერები — კრისტოფ რენო და ანტუან მეზონდიე არიან.

ისიამოვნეთ La Vie Est Belle L’Elixir-ის ყველაზე არისტოკრატული ინგრედიენტების ნაზავით შექმნილი ამაღლებული სურნელოვანი ნაკვალევით, რომელიც შეუმჩნეველს არავისთვის დაგტოვებთ; შეიგრძენით მდიდრული ყნოსვითი განცდა თანამედროვე დახვეწილობასთან ერთად; მოემზადეთ საკუთარი თავის სიყვარულის ჭეშმარიტი აქტისთვის: მთავარ როლშია სუნამოს სახე — გამბედავი ჯულია რობერტსი!

გამხსნელი ნოტები:

მანათობელი კალაბრიული ბერგამოტი, ცქრიალა ჟოლო

გულის ნოტები:

ვარდის გულის აბსოლუტი*, ხავერდოვანი ია

საბაზისო ნოტები:

გემრიელი კაკაოს კარაქი, ტყავის აკორდები, ელეგანტური ვირჯინიული კედარის ხე

90 წლის განმავლობაში ბრენდი Lancôme ცდილობს გახადოს ყველა ქალი უფრო ბედნიერი, უფრო ლამაზი, უზრუნველყოს საუკეთესო კოსმეტიკური ინოვაციები ხარისხის, მეცნიერებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით. ათწლეულების მანძილზე Lancôme ავრცელებს თავის ხედვას ფრანგული სულისა და ელეგანტურობის შესახებ, რომელიც შერწყმულია ძირითად ინოვაციებთან, რაც საშუალებას აძლევს Lancôme-ს გახდეს ლუქს სილამაზის წამყვანი ბრენდი მსოფლიოში.