La Vie Est Belle
Eau De Parfum
სუნამო
გაიცანით Lancôme-ის საკულტო არომატი La Vie Est Belle, რომელსაც „ბედნიერების სურნელსაც“ უწოდებენ
Not Chosen
გაიცანით Lancôme-ის საკულტო არომატი La Vie Est Belle, რომელსაც „ბედნიერების სურნელსაც“ უწოდებენ: ცხოვრება ისე წარიმართება, როგორც, თავად განსაზღვრავთ; დაამშვენეთ ყოველი დღე, ბროლის ღიმილიან ფლაკონში მოქცეულ ყვავილოვან-გურმანულ თაიგულთან ერთად! ეს სუნამო, პარფიუმერიის ყველაზე არისტოკრატული ინგრედიენტების შერწყმით, დაუვიწყარ სილაჟს გპირდებათ!
ყველაზე განთქმული ფრანგი პარფიუმერების — ენ ფლიპოსა და დომინიკ როპიონის ავტორობით შექმნილი La Vie Est Belle წარმოგვიდგენს ძვირფასი ზამბახის აკორდის კომბინაციას პაჩულის ენერგიულ, მიწიერ ნოტებთან, მგრძნობიარე, თბილ ვანილსა და ბამბის ნაყინთან.
სურნელის გაშლისას, გაზაფხულის ზამბახი და პაჩულის თრობის მომგვრელი მიწიერი ნოტები შეიგრძნობა, გემრიელი ბამბის ნაყინისა და მგრძნობიარე, თბილი ვანილის ფენებთან ერთად. კომპოზიცია, მბრწყინავი, გაფურჩქნილი თაიგულის მსგავსად, ყვავილოვან მინიშნებებს — ეგზოტიკური არაბული სამბაკის ჟასმინისა და ტუნისის ცქრიალა ფორთოხლის შტრიხებს ამჟღავნებს და ამ კომპლექსური, თანამედროვე ნაზავით, პიკანტურ-თბილი არომატის უნიკალურ ინტერპრეტაციას წარმოგვიდგენს — ყვავილოვან-ტკბილ-გურმანული გადახვევებით.
La Vie Est Belle — ესაა ფრანგული პარფიუმერული ხელოვნების მანიფესტაცია უნიკალურ ფლაკონში, რომლის ფორმაც, ღიმილის სიმბოლოდ გვევლინება; მისი ყოველი მიპკურება, მშვენიერი დღის დასაწყისის ტოლფასია! ფრანგული გამონათქვამი — La vie est belle, „ცხოვრება მშვენიერიას“ ნიშნავს და ბედნიერებისკენ მიმავალი საკუთარი გზის პოვნისა და გარშემომყოფთა შთაგონების შესახებ მოგვიწოდებს!
გამხსნელი ნოტები:
იისფერი ტკბილი ზამბახი, საფრანგეთის მდგრადი წყაროებიდან მოპოვებული ზამბახის კარაქი
გულის ნოტი:
ბალის მდგრადი წყაროებიდან მოპოვებული მიწიერი პაჩული
საბაზისო ნოტები:
მგრძნობიარე, თბილი ვანილი, ბამბის ნაყინი
90 წლის განმავლობაში ბრენდი Lancôme ცდილობს გახადოს ყველა ქალი უფრო ბედნიერი, უფრო ლამაზი, უზრუნველყოს საუკეთესო კოსმეტიკური ინოვაციები ხარისხის, მეცნიერებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით. ათწლეულების მანძილზე Lancôme ავრცელებს თავის ხედვას ფრანგული სულისა და ელეგანტურობის შესახებ, რომელიც შერწყმულია ძირითად ინოვაციებთან, რაც საშუალებას აძლევს Lancôme-ს გახდეს ლუქს სილამაზის წამყვანი ბრენდი მსოფლიოში.