მთავარიშოპისუნამო

La Nuit Trésor Vanille Noire

La Nuit Trésor Vanille Noire

Eau de Parfum

სუნამო

La Nuit Trésor Vanille Noire სურნელოვანი კოცნა, შუაღამის წყვდიადში, ლუვრის მუზეუმის ინტიმური თავგადასავლის შთაგონებით, სიყვარულის შეგრძნებას გამოაცოცხლებს და თქვენთვის ყველაზე ძვირფას, ვნებით აღსავსე წუთებს შეგახსენებთ

მოცულობა:

Not Chosen

260.00 ₾
აღწერა

სურნელოვანი კოცნა, შუაღამის წყვდიადში, ლუვრის მუზეუმის ინტიმური თავგადასავლის შთაგონებით, სიყვარულის შეგრძნებას გამოაცოცხლებს და თქვენთვის ყველაზე ძვირფას, ვნებით აღსავსე წუთებს შეგახსენებთ:
Lancôme-ის მერქნოვან-ქარვისებრი არომატი — La Nuit Trésor Vanille Noire, სწორედ, იმ მგზნებარე მოგონებებს აღბეჭდავს, მწველი სიყვარულის ჩაუქრობელ ცეცხლს რომ აღვივებენ; ესაა ინკადესენტური სიყვარულის ზეიმი და საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებული განსაკუთრებული წუთებისადმი მიძღვნილი ოდა!

La Nuit Trésor Vanille Noire, La Nuit Trésor-ის ყველაზე თბილი ვერსიაა: მისი ახალი, მაგნიტური, მრავალფასადური ხელწერა, ტყავისებრი შავი ვანილის მგრძნობიარე ასპექტებს აღნიშნავს. ამ იდუმალი, ადიქციური, დახვეწილი ინტერპრეტაციის ავტორები, ორი განთქმული ფრანგი პარფიუმერი — ამანდინ კლერკ-მარი და ონორინ ბლანი არიან.

Lancôme-ის პირველ ქარვისებრ კომპოზიციაში, ვანილის მდიდრული, გემრიელი შტრიხები, ტყავისებრ კონტრასტებთან დაპირისპირებით იკვეთება: თაფლიანი დამასკოს ვარდი, უდის მერქნების აკორდის კვამლისებრ ნოტებს აგიზგიზებს და La Nuit Trésor Vanille Noire-ის მძლავრ, თრობის მომგვრელ სურნელს, მგზნებარე, სასიყვარულო ხასიათს ანიჭებს.

ფლაკონის ფორმა, წინამორბედი სუნამოს საკულტო დიზაინს იმეორებს: მინის ყელს, მგრძნობიარე შავი ვარდის გამოსახულებით, ტყავის ყელსაბამი ამშვენებს — მაცდური, როგორც არასოდეს… ნახევრად გამჭვირვალე ფლაკონი, კვამლისებრი შტრიხებით, ძვირფას სამკაულს ჰგავს; ქარვისფერი ელფერით კი —ამბრის დამატყვევებელი ტონების შესახებ მიგვანიშნებს. შავი ფერის ტყავის ქისაც, ფლაკონს, ნამდვილი საგანძურივით იცავს…

გამხსნელი ნოტი:
დამასკოს ვარდის აბსოლუტი*

გულის ნოტები:
ბურბონის ვანილის აბსოლუტი*

საბაზისო ნოტი:
უდის მერქნების აკორდი

*აბსოლუტი: პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით

90 წლის განმავლობაში ბრენდი Lancôme ცდილობს გახადოს ყველა ქალი უფრო ბედნიერი, უფრო ლამაზი, უზრუნველყოს საუკეთესო კოსმეტიკური ინოვაციები ხარისხის, მეცნიერებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით. ათწლეულების მანძილზე Lancôme ავრცელებს თავის ხედვას ფრანგული სულისა და ელეგანტურობის შესახებ, რომელიც შერწყმულია ძირითად ინოვაციებთან, რაც საშუალებას აძლევს Lancôme-ს გახდეს ლუქს სილამაზის წამყვანი ბრენდი მსოფლიოში.