La Nuit Tresor Le Parfum
Eau de Parfum
სუნამო
შეიგრძენით ხავერდოვანი სიყვარულის სადარი წუთები, Lancôme-ის La Nuit Trésor Le Parfum-ით: არომატით, რომელიც La Nuit Trésor-ის უნიკალურ ხელწერას, მგრძნობიარობისა და ვნების ახალ საზღვრებს ანიჭებს და კოლექციის ყველაზე მძაფრ სურნელად გვევლინება.
Not Chosen
La Nuit Trésor Le Parfum წარმოგვიდგენს კაკაოს მწარე ექსტრაქტისა და შავი მოცხარის ნოტების ნაზავით გარემოცულ ცენტიფოლიას ვარდის ელექსირს. მისი ინტენსიური, მგრძნობიარე, იდუმალი და ვნებიანი სურნელი, ხანგრძლივად მდგრადი, ელეგანტური სილაჟით შეგამკობთ.
კომპოზიცია ორი საპირისპირო ასპექტის დახვეწილი შერწყმის შესახებ გვიამბობს: სიურპრიზის ფეთქებადი განწყობა, სასურველი სიყვარულის სიფაქიზეს ხვდება. La Nuit Trésor Le Parfum, ქალბატონების ყველაზე ძვირფასი თანმხლებია, ის, ვისაც თავიანთ ძვირფას დროს უთმობენ და ღამის საიდუმლოებებს გაანდობენ. კაკაოს ნოტებით შეკმაზულ ცენტიფოლიას ელექსირს, მწვანე და წითელი ხილის ნოტებს შორის განფენილი შავი მოცხარი, განახლებული შტრიხებით ამკობს და კომპოზიციას მსუბუქი, მერქნოვანი ნოტებით ამდიდრებს.
სუნამოს ბრილიანტის ფორმის ფლაკონს, იასამნისფერი ვუალი მოსავს. შუქის ეფექტურად ამრეკლავი მინა, ბასრი წახნაგებით, შეფუთვას, ბრწყინვალებას ანიჭებს; ხავერდის ბაფთა კი ელეგანტურ სურვილებს აძლიერებს.
La Nuit Trésor Le Parfum-ის სურნელი, იდუმალი ინგრედიენტების სამეულით იშლება: მდიდრულ, თაფლისებრ დამასკოს ვარდის ელექსირს, თითქმის, გურმანული ხასიათის კაკაოს ექსტრაქტი უერთდება და კომპოზიციას, უჩვეულო მიმზიდველობით ამკობს; შავი მოცხარი — ძალას მატებს, პაჩულის ესენცია კი — მდიდრული, მერქნოვანი ბალანსით აგვირგვინებს.
Trésor — თვით სიყვარულია: დააფასეთ თქვენი რომანის ყოველი წუთი, La Nuit Trésor Le Parfum-ის გამორჩეული სურნელით. ამ ძვირფასი გრძნობის იდეას, ასევე, იდეალურად აღბეჭდავს ბრენდის არომატების — Trésor-ისა და La Nuit Trésor-ის სამკაულებით შთაგონებული ფლაკონებიც: ყოველი მათგანი, განძია, რომელთაც, სიყვარულის მსგავსად, სამუდამოდ გაფრთხილება სჭირდებათ!
გამხსნელი ნოტი:
დამასკოს ვარდის აბსოლუტი*: ვარდის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი ელექსირი და ყველაზე პიკანტური, მდიდრული ექსტრაქტი, ხილის და თაფლის ნოტებით შემკული ძვირფასი, ყვავილოვანი სურნელით
გულის ნოტი:
კაკაოს ექსტრაქტი: მისი სურნელოვანი პროფილი, სინაზესა და გურმანულს შორის მერყეობს, საბოლოო ასპექტს კი მწარე, პუდროვანი კაკაოს ნოტების აფეთქება წარმოადგენს, როგორც ამ ხავერდოვანი სიყვარულის ყველაზე მგრძნობიარე, ჰიპნოზური ემოცია. ესაა წმინდა გურმანული, შავი შოკოლადის ნოტი, ღრმა, მერქნოვანი და თბილი პროფილის კომბნაციით კონტრასტულ — პიკანტურ-ხილისებრ ნიუანსებთან და კაკაოს ნედლი მარცვლების დამაგვირგვინებელ ნოტებთან
საბაზისო ნოტი:
შავი მოცხარის აკორდი: კომპოზიციას მიწიერი ნოტებით აგვირგვინებს და ფაქიზი, ნატურალური ხილის ნოტებით, მისტიკურ, თრობის მომგვრელ ხასიათს ამჟღავნებს
1278532 11 - INGREDIENTS: ALCOHOL • PARFUM / FRAGRANCE • AQUA / WATER / EAU • TRIS(TETRAMETHYLHYDROXYPIPERIDINOL) CITRATE • ETHYLHEXYL SALICYLATE • BUTYL METHOXYDIBENZOYLMETHANE • CI 17200 / RED 33 • CI 60730 / EXT. VIOLET 2 • LINALOOL • GERANIOL • EUGENOL • ALPHA-ISOMETHYL IONONE • COUMARIN • CINNAMYL ALCOHOL • LIMONENE • HYDROXYCITRONELLAL • CITRAL • CITRONELLOL • HEXYL CINNAMAL • BENZYL ALCOHOL • BENZYL BENZOATE • BENZYL SALICYLATE (F.I.L. N70035733/1).
90 წლის განმავლობაში ბრენდი Lancôme ცდილობს გახადოს ყველა ქალი უფრო ბედნიერი, უფრო ლამაზი, უზრუნველყოს საუკეთესო კოსმეტიკური ინოვაციები ხარისხის, მეცნიერებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით. ათწლეულების მანძილზე Lancôme ავრცელებს თავის ხედვას ფრანგული სულისა და ელეგანტურობის შესახებ, რომელიც შერწყმულია ძირითად ინოვაციებთან, რაც საშუალებას აძლევს Lancôme-ს გახდეს ლუქს სილამაზის წამყვანი ბრენდი მსოფლიოში.