მთავარიშოპისუნამო

J-mat

J-mat
J-mat

Eau de Parfum

სუნამო

გაფურჩქვნის პირას მყოფი ახალგაზრდა ქალის სიმბოლო — Masakï-Paris-ის პოეზიითა და ფილოსოფიური აზროვნებით შთაგონებული არომატი J-mat; თეთრი ყვავილების თაიგულით, ოცნებების არსს განასხეულებს.

მოცულობა:

Not Chosen

195.00 ₾
აღწერა

J-mat; თვითაღმოჩენის მოგზაურობაა: პარფიუმერი ჟერომ დი მარინო და დიზაინერი მასაკი მაცუშიმა, სიგრილისა და სითბოს, სიძლიერისა და დახვეწილობის ბალანსით, საკუთარ არსში ჩაღრმავებისკენ გვიბიძგებენ.

კომპოზიცია ელეგანტურობისა და მომხიბლავობის ნაზავით — შუშხუნა, პიკანტური ნოტებით იხსნება. ამ მიმზიდველ უვერტიურაში, მანათობელი ჯანჯაფილი და ხავერდოვანი თეთრი ატამი, უნიკალური განცდებისთვის გვიმზადებენ ნიადაგს და შეგრძნებებს, ცხარე, თუმცა გლუვი წარდგენით გამოაღვიძებენ.

გულის გაშლასთან ერთად, ქალური საგაზაფხულო ნოტები ფეთქდება: შროშანის და მარადმწვანე მცოცავი ჟასმინის ნაზი, ჰარმონიული ცეკვა, სიგრილისა და გრაციოზულობის აურას ასხივებს და გაზაფხულის აყვავებული ბაღის ფაქიზი მშვენიერების ასოციაციებს აღძრავს. ბაზა, კედარის ხის მგრძნობიარე ჩახუტებით, კომფორტულ დამაგვირგვინებელ შტრიხებს ამჟღავნებს და კანთან სიახლოვეს ინარჩუნებს: მერქნოვან კედარს, თეთრი მუშკის ხანგრძლივი ნაკვალევის უზადო საბურველი ეკვრის და სურნელის გლუვ, დამამშვიდებელ კულმინაციას წარმოგვიდგენს.

J-mat;-ის მიმზიდველი, სასიამოვნო არომატი, ნოტების ჰარმონიული ბალანსით შეგაყვარებთ თავს.

გამხსნელი ნოტები:

ჯანჯაფილი, თეთრი ატამი

გულის ნოტები:

შროშანი, მარადმწვანე მცოცავი ჟასმინი

საბაზისო ნოტები:

კედარის ხე, თეთრი (სინთეტიკური) მუშკი

ALCOHOL DENAT. (SD ALCOHOL 40-B) – PARFUM (FRAGRANCE) – AQUA (WATER) – CINNAMYL ALCOHOL – EUGENOL – GERANIOL – AMYL CINNAMAL – HEXYL CINNAMAL – HYDROXYCITRONELLAL – LIMONENE – LINALOOL – BENZYL BENZOATE – BENZYL SALICYLATE.

Masakï Paris, აღიარებულ საერთაშორისო პარფიუმერებთან კოლაბორაციით, არომატების მრავალფეროვან სპექტრს წარმოგვიდგენს.

პარფიუმერ ჟან ჟაკის უნიკალური შემოქმედებითი უნარები, ძლიერი იდენტობით გამორჩეული სუნამოების უპრეცედენტო კოლექციების შექმნას ეძღვნება. ჟან ჟაკის საქმიანობას, დღესდღეობით, ჟერომ დი მარინოც განაგრძობს და ბრენდის განმსაზღვრელი თემატიკის შესწავლით, კონცეპტუალურ, სახასიათო სურნელოვან ხაზებს გვთავაზობს.

Masakï Paris-ის პატივსაცემ პარფიუმერთა სიაში, ასევე, ლეონარდო ლუჩეზე გვხვდება: ოსტატი, რომელიც ბრენდის კოლექციებს, ინოვაციური მიდგომებით ამდიდრებს.