მთავარიშოპისუნამო

J-höm

J-höm

Eau de Parfum

სუნამო

Masakï Paris-ის J-höm;-ის არსი, კონტრასტებში მოგზაურობას აღბეჭდავს — სიგრილისა და სითბოს, სიძლიერისა და სიფაქიზის სიღრმისეულ კვლევას: ეს არომატი, ბრენდის მიერ, სპეციალურად ქალებისთვის შექმნილი პატივსაცემი კოლექციის, J-mat;-ის ორგანული პროგრესიის ანარეკლია

მოცულობა:

Not Chosen

182.00 ₾
აღწერა

ინდივიდუალიზმისა და მასკულინურობის აქცენტირებისთვის იდეალურად ბალანსირებული კომპოზიცია, პარფიუმერ ლეონარდო ლუჩეზესა და დიზაინერ მასაკი მაცუშიმას ავტორობით, გამამხნევებელ ნოტებს ასხივებს.

J-höm;-ის სურნელის ნათელი, ხრაშუნა გამხსნელი ნოტები, დილის გრილ სიოს მოგაგონებთ: ყნოსვითი მოგზაურობა პიკანტური ილის შტრიხებით შერბილებული ბამბუკის და დრიფტვუდის (სინთეტიკური პარფიუმერული ნედლეული — ზღვიდან გამორიყული ტოტების სურნელოვანი ასოციაცია ხის, ქარვის, მწვანე, მლაშე, კრემოვანი, ხილის მოტკბო არომატებით) ცხარე ნაზავით იწყება.

არომატის გულის კარს, დამამშვიდებელი ქაშმერანი (ხის, მუშკის სურნელის მქონე სინთეტიკური პარფიუმერული ნედლეული) და მიწიერი დრიფტვუდი გაგიღებთ და თბილი, კომფორტული შეგრძნებით მოგიცავთ. განვითარების მომდევნო ეტაპზე, J-höm;-ის სურნელს, ნაზი, მიწიერი შტრიხებით ამკობს პაჩულის და კრისტალური მუშკის ნაზავი; მერქნოვანი ამბრი კი მდრგად, კვამლისებრ სიღრმეს ანიჭებს და გარშემომყოფებზეც, ხანგრძლივ შთაბეჭდილებას ახდენს.

მთლიანობაში, J-höm; ინდივიდუალიზმის არსის ამსახველი, ბალანსირებული სურნელია მამაკაცებისთვის; გრილი, გამამხნევებელი სტარტითა და თბილი, ღრმა, კომფორტის მომგვრელი გულით; კონტრასტებს შორის მოგზაურობა და სიგრილისა და სითბოს, სიძლიერისა და სიფაქიზის სიღრმისეული კვლევა. ის, თქვენს შეგრძნებებს, მიპკურებისთანავე, ნათელი, გამამხნევებელი ნოტებით გამოაღვიძებს; გაშლისას კი, ნელ-ნელა, ღრმა, დამამშვიდებელი სითბოს საბურველში გაგახვევთ და მთელი დღის განმავლობაში, ენერგიასა და სიმშვიდეს მოგანიჭებთ.

გამხსნელი ნოტები:

ლიმონი, ბამბუკი, ილი

გულის ნოტები:

ქაშმერანი (ხის, მუშკის სურნელის მქონე სინთეტიკური პარფიუმერული ნედლეული), დრიფტვუდი (სინთეტიკური პარფიუმერული ნედლეული — ზღვიდან გამორიყული ტოტების სურნელოვანი ასოციაცია ხის, ქარვის, მწვანე, მლაშე, კრემოვანი, ხილის მოტკბო არომატებით), ლერწმის ხე (მწვანე, კონცეპტუალური აკორდი)

საბაზისო ნოტები:

პაჩული, კრისტალური მუშკი, მერქნოვანი ამბრი

ALCOHOL DENAT. (SD ALCOHOL 40-B) – PARFUM (FRAGRANCE) – AQUA (WATER) – ALPHA-ISOMETHYL IONONE – CITRAL – CITRONELLOL – EUGENOL – GERANIOL – HEXYL CINNAMAL – LIMONENE – LINALOOL – BENZYL ALCOHOL – BENZYL SALICYLATE.

Masakï Paris, აღიარებულ საერთაშორისო პარფიუმერებთან კოლაბორაციით, არომატების მრავალფეროვან სპექტრს წარმოგვიდგენს.

პარფიუმერ ჟან ჟაკის უნიკალური შემოქმედებითი უნარები, ძლიერი იდენტობით გამორჩეული სუნამოების უპრეცედენტო კოლექციების შექმნას ეძღვნება. ჟან ჟაკის საქმიანობას, დღესდღეობით, ჟერომ დი მარინოც განაგრძობს და ბრენდის განმსაზღვრელი თემატიკის შესწავლით, კონცეპტუალურ, სახასიათო სურნელოვან ხაზებს გვთავაზობს.

Masakï Paris-ის პატივსაცემ პარფიუმერთა სიაში, ასევე, ლეონარდო ლუჩეზე გვხვდება: ოსტატი, რომელიც ბრენდის კოლექციებს, ინოვაციური მიდგომებით ამდიდრებს.