მთავარიშოპისუნამო

Idôle Peach'N Roses

Idôle Peach'N Roses

Eau de Parfum

სუნამო

მეტი, ვიდრე სუნამო: Lancôme-ის Idôle Peach’N Roses, სრულყოფილი განცდაა: მუდმივი შეხსენება, რომ მარტივი ბედნიერების შესაგრძნობად, საჭიროა, პერიოდულად, გამეორების ღილაკს დააჭირო!

მოცულობა:

Not Chosen

247.00 ₾
აღწერა


წარმოიდგინეთ, რომ მწიფე ატამს კბეჩთ: მისი წვენი, ნიკაპზე გეწვეთებათ, ენის რეცეპტორები კი მათრობელა, პიკანტურ გემოს შეიგრძნობენ… Lancôme-ის არომატი Idôle Peach’N Roses, თქვენი საყვარელი სიმღერის მსგავსად, ტკბილი, თამამი განწყობით მოგიცავთ, როგორც მუდმივად გამეორების რეჟიმში მყოფი წმინდა ატმისებრი ნეტარება!

დააჭირეთ „დაკვრას“ და განიცადეთ Idôle Peach’N Roses-ს სენსორული სიმფონია: კომპოზიციის რიტმი, წითელი კენკრის ცქრიალა ნოტების აფეთქებით იწყებს ცემას, შემდეგ კი, ნატურალური ატმის ექსტრაქტ Givaudan-ის ინოვაციური ნოტის, Peach Orpur™-ის მიმზიდველ არომატში გადაიზრდება.

მუსიკას, მდიდრული, მგრძნობიარე და სრულად ადიქციური დამასკოს ვარდის აბსოლუტის* ხავერდოვანი მოფერება აძლიერებს.

Idôle Peach’N Roses, იმ სიმღერას ჰგავს, გამუდმებით რომ გინდა, უსმინო: მისი სურნელი, თქვენს კანს, უწყვეტი პულსაციით, ენერგიული რიტმებით, ხანგრძლივი დროით მოეფინება; ფლაკონი კი, თქვენს კოსმეტიკის კუთხეს ამშვენებს და მბრწყინავ თავდაჯერებას განასახიერებს. მინის გლუვი, ატმისფერ-ფორთოხლისფერი ლაქირებული ფაქტურა, ფოტოზე აღბეჭდილი მზის ჩასვლის პეიზაჟივით ბზინავს და თბილ, შინაგან სინათლეს ასხივებს.

Idôle Peach’N Roses, მეტია, ვიდრე, უბრალო სუნამო: ის, სრულყოფილი განცდაა; მუდმივი შეხსენება, რომ მარტივი ბედნიერების შესაგრძნობად, საჭიროა, პერიოდულად, გამეორების ღილაკს დააჭირო!

გამხსნელი ნოტები:

წითელი კენკრა, ვარდისფერი პილპილი

გულის ნოტი:

ატამი

საბაზისო ნოტი:

ვარდი

1278613 07 - INGREDIENTS: ALCOHOL • PARFUM / FRAGRANCE • AQUA / WATER / EAU • TETRAMETHYL ACETYLOCTAHYDRONAPHTHALENES • HEXYL CINNAMAL • METHYL ANTHRANILATE • TRIS(TETRAMETHYLHYDROXYPIPERIDINOL) CITRATE • BUTYL METHOXYDIBENZOYLMETHANE • CI 14700 / RED 4 • CI 19140 / YELLOW 5 • CI 60730 / EXT. VIOLET 2 • PELARGONIUM GRAVEOLENS FLOWER OIL • LINALOOL • LINALYL ACETATE • CANANGA ODORATA OIL/EXTRACT • GERANIOL • GERANYL ACETATE • BETA-CARYOPHYLLENE • HEXADECANOLACTONE • EUGENOL • DIMETHYL PHENETHYL ACETATE • PINENE • ROSE FLOWER OIL/EXTRACT • ROSE KETONES • ALPHA-ISOMETHYL IONONE • ALPHA-TERPINENE • METHYL 2-OCTYNOATE • VANILLIN • TRIMETHYLBENZENEPROPANOL • JASMINE OIL/EXTRACT • COUMARIN • FARNESOL • POGOSTEMON CABLIN OIL • LIMONENE • TERPINEOL • TERPINOLENE • HYDROXYCITRONELLAL • CITRAL • CITRONELLOL • CITRUS AURANTIUM BERGAMIA PEEL OIL • CITRUS AURANTIUM PEEL OIL • CARVONE • BENZALDEHYDE • BENZYL ALCOHOL • BENZYL BENZOATE • BENZYL SALICYLATE (F.I.L. N70067138/1).

90 წლის განმავლობაში ბრენდი Lancôme ცდილობს გახადოს ყველა ქალი უფრო ბედნიერი, უფრო ლამაზი, უზრუნველყოს საუკეთესო კოსმეტიკური ინოვაციები ხარისხის, მეცნიერებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით. ათწლეულების მანძილზე Lancôme ავრცელებს თავის ხედვას ფრანგული სულისა და ელეგანტურობის შესახებ, რომელიც შერწყმულია ძირითად ინოვაციებთან, რაც საშუალებას აძლევს Lancôme-ს გახდეს ლუქს სილამაზის წამყვანი ბრენდი მსოფლიოში.