მთავარიშოპისუნამო

Idole Leau De Parfum Nectar

Idole Leau De Parfum Nectar

სუნამო

Idôle Nectar, Lancôme-ის გემრიელი ყვავილოვანი აფეთქების მინიშნებებით შემკული პირველი ნეოგურმანული არომატია; ავანგარდული კომპოზიცია, რომელიც მიზნად ისახავს, ვარდის სუფლესა და ბატიბუტის აკორდების მეშვეობით, ყველგან იბრწყინოს და გამოგარჩიოთ; მისი სურნელი, მყი

მოცულობა:

Not Chosen

364.00 ₾
აღწერა

მდგრადი წყაროებიდან მოპოვებული ინგრედიენტები, ვარდის ესენციასა და ბურბონის ვანილის ნაყენთან ერთად, მართლაც, მომავლის სუნამოს წარმოგიდგენთ. ფლაკონის განახლებულ ატრიბუტად, ბრენდის ახალი, მძლავრი სიმბოლო გვევლინება: მბზინავი ფაქტურით დაფერილი მინის ყოველი წახნაგი თუ კუთხე, იმ თაობის წარმომადგენელთა მიზანდასახულობას და ოპტიმიზმს ასახავს, უკეთესი მომავლისკენ გზის გასაკვალად, მუდამ მზადყოფნაში რომ არიან. სუნამოს ფლაკონზე გამოსახული ჰოლოგრამა, შეფუთვას, მდიდრული შტრიხებით აგვირგვინებს და პროდუქტს, სურვილის ჭეშმარიტ ობიექტად გარდაქმნის. ფლაკონის ცეცხლოვანი ატმისფერი მინის 15% რეციკლირებულია, რაც, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს მდგრადი მომავლის შესახებ.

Idôle Nectar, ოქროს სურნელია; ლიდერი ქალების თაობისთვის შექმნილი ახალი, ფემინური არომატი: ეს ქალბატონები, საკუთარ რწმენებს, ინდივიდუალურად, მტკიცედ იცავენ; უკეთესი მომავლისკენ კი — კოლექტიურად მიგვიძღვიან; კონცეფციით — „უკეთესი მე, უკეთესი სამყარო“.

გარემოსდამზოგავი მასალით დამზადებული სუნამოს ყუთი და მასზე გამოსახული ჰოლოგრამა, შეგვახსენებს, რომ საკუთარი მანტრა, ხშირად, ხმამაღლა, მკაფიოდ უნდა ვიმეოროთ: „კერპად არავინ იბადება, თუმცა, საკულტო პერსონად ქცევა, ყველას შეუძლია…“
Idôle Nectar-ის არომატი კი, მუდმივად, ერთობის იდეით შთაგვაგონებს: „ერთად, მეტად ძლიერები ვართ; ერთად, მეტის მიღწევა შეგვიძლია; ერთად, ყველანი კერპები ვართ!“

გამხსნელი ნოტები:

ვარდის სუფლე: ხელით მოკრეფილი დამასკოს ვარდით დაწყებული, გრასის ცენტიფოლიას ვარდის ესენციით დასრულებული, ვარდის წყლისა და ვარდის აბსოლუტის* ნაზავით, Idôle, ვარდების დედოფალია! კომპოზიციაში, ტკბილ, ფუმფულა ბატიბუტთან შეხამებით, ბრენდის პარფიუმერებმა, უნიკალური, მრავალფასადური, ყვავილოვანი თაიგულის გემრიელი აფეთქება წარმოგვიდგინეს

გულის ნოტი:

ბატიბუტი: კარამელიზებული ბატიბუტის მადის აღმძვრელი აკორდი, არომატის სურნელს, უპრეცედენტო განცდებს ანიჭებს და საყვარელი სასუსნავის მსგავსად, მუდმივად, დაგემოვნებისა და მიპკურების სურვილს აღძრავს

საბაზისო ნოტი:

დაუძლევლად მიმზიდველი ბურბონის ვანილი: აღმოაჩინეთ კომპოზიციაში მდგრადი წყაროებიდან მოპოვებული ბურნობის ვანილის მაცდური ფენა: მოცემული

90 წლის განმავლობაში ბრენდი Lancôme ცდილობს გახადოს ყველა ქალი უფრო ბედნიერი, უფრო ლამაზი, უზრუნველყოს საუკეთესო კოსმეტიკური ინოვაციები ხარისხის, მეცნიერებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით. ათწლეულების მანძილზე Lancôme ავრცელებს თავის ხედვას ფრანგული სულისა და ელეგანტურობის შესახებ, რომელიც შერწყმულია ძირითად ინოვაციებთან, რაც საშუალებას აძლევს Lancôme-ს გახდეს ლუქს სილამაზის წამყვანი ბრენდი მსოფლიოში.