Idole
Eau De Parfum
სუნამო
გაიცანით ძლიერი, ხმამაღალი, თავდაჯერებული არომატი ახალი თაობის ქალბატონებისთვის, რომლებიც მსოფლიოს იპყრობენ: Lancôme-ის Idôle, ხვალინდელი ლიდერების სურნელია
Not Chosen
გაიცანით ძლიერი, ხმამაღალი, თავდაჯერებული არომატი ახალი თაობის ქალბატონებისთვის, რომლებიც მსოფლიოს იპყრობენ: Lancôme-ის Idôle, ხვალინდელი ლიდერების სურნელია: მათთვის, ვინც გამბედაობა მოიკრიბეს, ცას მიწვდომოდნენ და შესაძლებლობების ახალი ჰორიზონტი გადაეშალათ; იმ საკულტო პიროვნებებისთვის, წარმატებისკენ მიმავალ გზას, სხვებსაც რომ უკვალავენ. ახლა, თქვენი დროა: იქეცით საკუთარი თავის კერპად!
ვარდი, დამატყვევებელი, ბასრი ეკლებით, ქალურობის მრავალმხრივი ბუნების სიმბოლოა, როგორც მშვენიერებისა და ძალის იდეალური სინთეზის განსახიერება: კომპოზიციის გულში, ვარდის ნოტებს, ფაქიზი, თუმცა, ამავდროულად, გულუხვი ჟასმინის აბსოლუტის ზეთი აგვირგვინებს და მანათობელი, მგრძნობიარე შტრიხებით, გარშემომყოფებს, თქვენთან მოახლოების სურვილებს აღუძრავს. ვარდის გასხივოსნებული ფურცლების სიუხვის შერწყმა მუშკსა და შიპრის დახვეწილ აკორდთან, ახლადგარეცხილი თეთრეულის ასოციაციებს აღძრავს. ეს ნაზავი, ნიავივით ფაქიზი ხასიათის მიუხედავად, კანს, ხანგრძლივი დროით მოეფინება და ყოვლისმომცველი სიმშვიდის შეგრძნებას ანიჭებს. Idôle, ერთმანეთთან კალეიდოსკოპური სირთულით დაკავშირებული არომატული აკორდებისგან შედგება, რომლებიც, თითქოს, კომპოზიციის გულს ასხივებენ.
თქვენი ახალი სურნელოვანი იდენტობისთვის, ამ სუნამოს ერთი მიპკურებაც კი კმარა; Idôle — ესაა სურნელი, რომელიც ყოველი მფლობელი ქალის არსს ითვისებს და მათთვის, თვითგამოხატვის განაცხადად იქცევა: შთააგონებს, საკუთარი თავის კერპებად იქცნენ!
გამხსნელი ნოტები:
მსხალი, ბერგამოტი, ვარდისფერი პილპილი
გულის ნოტები:
ვარდი, ჟასმინი
საბაზისო ნოტები:
თეთრი (იგივე სინთეტიკური) მუშკი, ვანილი, პაჩული, კედარი
90 წლის განმავლობაში ბრენდი Lancôme ცდილობს გახადოს ყველა ქალი უფრო ბედნიერი, უფრო ლამაზი, უზრუნველყოს საუკეთესო კოსმეტიკური ინოვაციები ხარისხის, მეცნიერებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით. ათწლეულების მანძილზე Lancôme ავრცელებს თავის ხედვას ფრანგული სულისა და ელეგანტურობის შესახებ, რომელიც შერწყმულია ძირითად ინოვაციებთან, რაც საშუალებას აძლევს Lancôme-ს გახდეს ლუქს სილამაზის წამყვანი ბრენდი მსოფლიოში.