Hypnose Eau De Parfum
Eau De Parfum
სუნამო
Hypnôse, ქალბატონების მაცდური, მომაჯადოებელი არომატია Lancôme-ისგან, რომელიც ვანილის აქცენტებითა და აღმოსავლური ყვავილების ნოტებით შეგაყვარებთ თავს.
Not Chosen
შეიგრძენით ჰიპნოზური აღტაცება: დაჰყევით Hypnôse-ის ნებას, თავისი შეუცნობელი, დამატყვევებელი და მისტიკური სურნელით მოგაჯადოოთ.
ქალურობის არსის ამსახველი ქმნილება, გარშემომყოფთა შორის, აღტაცებასა და დაუძლეველ მიზიდულობას აღძრავს. თუ მას ატარებთ, შეუმჩნეველი არავისთვის დარჩებით!
Hypnôse-ის კომპოზიცია, ერთმანეთთან ინტიმურად შერწყმული მგრძნობიარე ნოტების სპირალს წარმოგვიდგენს: მარადიული ქალურობის განსახიერება — პასიფლორა, არაორდინალურად მბრწყინავ, მანათობელ, ახალგაზრდულ შთაბეჭდილებას ახდენს; ვანილი, კანს, კრემოვანი სინაზითა და მადის აღმძვრელი ცდუნებით ეკვრის; პასიფლორას ყვავილებით გარემოცული თბილი ვეტივერი კი, არომატის სურნელს, ღრმა, ხანგრძლივად მდგრადი ემოციებით აგვირგვინებს. Hypnôse-ის მაგიური ნაკვალევი, მართლაც, მგრძნობიარე სიყვარულის ჯადოს ჰგავს!
მდიდრული, მრავალწახნაგოვანი ფლაკონი, მზის სხივებს ეცეკვება და Lancôme-ის 1950 წლის სუნამოს, Magie-ს მინის ქალურ, მოდერნისტულ ინტერპრეტაციად გვევლინება.
გამხსნელი ნოტი:
პასიფლორა
გულის ნოტები:
ჟასმინი, მზის ნოტები
საბაზისო ნოტები:
ვეტივერი, ვანილი
90 წლის განმავლობაში ბრენდი Lancôme ცდილობს გახადოს ყველა ქალი უფრო ბედნიერი, უფრო ლამაზი, უზრუნველყოს საუკეთესო კოსმეტიკური ინოვაციები ხარისხის, მეცნიერებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით. ათწლეულების მანძილზე Lancôme ავრცელებს თავის ხედვას ფრანგული სულისა და ელეგანტურობის შესახებ, რომელიც შერწყმულია ძირითად ინოვაციებთან, რაც საშუალებას აძლევს Lancôme-ს გახდეს ლუქს სილამაზის წამყვანი ბრენდი მსოფლიოში.