HäNa
Eau de Parfum
სუნამო
Masakï Paris-ის HäNa — ცდუნებისა და მომხიბლავობის ხორცის შემსხმელი არომატია, რომელიც უსიტყვოდ გადმოგვცემს მშვენიერების არსსა და ელეგანტურობას.
Not Chosen
იაპონური სიტყვა Hanakotoba (花言葉) ყვავილების პოეტური შესატყვისია.
სწორედ მისი შთაგონებით შექმნეს დიზაინერმა მასაკი მაცუშიმამ და პარფიუმერმა ლეონარდო ლუჩეზემ ქალურობის, სილამაზისა და უნიკალურობის აღმნიშვნელი დახვეწილი, თუმცა, საკმაოდ მძაფრი ნოტების დამატყვევებელი ნაზავი.
ლეონარდო ლუშეცე: „ფლაკონზე გამოსახული გაფურჩქნილი ყვავილის შთაგონებით, მსურდა, მსუბუქი, ჰაეროვანი, ფაქიზი კომპოზიცია შემექმნა. ეს არომატი, ზაფხულის მდელოებში გამოგზაურებთ, სადაც, ყვავილების საწოლში მქროლავი სასიამოვნო ნიავი, ბუნების ყველაზე მდიდრული ქმნილებების სურნელებს უბერავს… HäNa, გრაციოზულობით და თავისუფლების სულისკვეთებით აღსავსე, სპონტანური, ელეგანტური ახალგაზრდა ქალის არსს მოიცავს“.
კომპოზიცია ხრაშუნა მსხლის და ტკბილი ლიჩის ნაზავით გამდიდრებული ბერგამოტის და მწვანე ჩაის ცქრიალა ნოტებით იხსნება: ეს გამამხნევებელი კომბინაცია, მყისიერად, სიგრილის შეგრძნებას აღძრავს და განთიადისას, მზის პირველი სხივის გამობრწყინებას მოგაგონებთ. სურნელის განვითარებისას, გულში, ვარდის, ხეობის შროშანის და გლიცინიას ლამაზი თაიგული იფურჩქნება და გარშემომყოფებზე, აყვავებულ ბაღში მონაბერი ნაზი სიოს ასოციაციებით, ჰაეროვან, ელეგანტურ ეფექტს ახდენს. საზამთროს მინიშნებები, კომპოზიციის გულს, მწიფე, გამაგრილებელი შტრიხებით ამკობს და HäNa-ს მსუბუქ, სიცოცხლისუნარიან ხასიათს აძლიერებს.
სურნელის ბაზა, კანის დამატებით შრეს ჰგავს და სითბოსა და სიღრმეს ასხივებს: თეთრი კედარის და სანდალის ხის კომბინაცია, ნაზ, მერქნოვან ნახევატრონებს აყალიბებს, კრისტალური მუშკი კი დამამშვიდებელი, მგრძნობიარე ჩახუტებით მოგიცავთ. საბაზისო ნოტების ჰარმონიული ბალანსი, კომპოზიციას, ხავერდოვანი, გამომწვევი ასპექტებით აგვირგვინებს.
გამხსნელი ნოტები:
ბერგამოტი, ლიჩი, მსხალი, მწვანე ჩაი
გულის ნოტები:
ხეობის შროშანი, ვარდი, გლიცინია, საზამთრო
საბაზისო ნოტები:
თეთრი კედარი, კრისტალური მუშკი, სანდალის ხე
ALCOHOL DENAT. (SD ALCOHOL 40-B) – PARFUM (FRAGRANCE) – AQUA (WATER) – ALPHA-ISOMETHYL IONONE – CITRAL- CITRONELLOL – GERANIOL – HEXYL CINNAMAL- HYDROXYCITRONELLAL – LIMONENE – LINALOOL.
Masakï Paris, აღიარებულ საერთაშორისო პარფიუმერებთან კოლაბორაციით, არომატების მრავალფეროვან სპექტრს წარმოგვიდგენს.
პარფიუმერ ჟან ჟაკის უნიკალური შემოქმედებითი უნარები, ძლიერი იდენტობით გამორჩეული სუნამოების უპრეცედენტო კოლექციების შექმნას ეძღვნება. ჟან ჟაკის საქმიანობას, დღესდღეობით, ჟერომ დი მარინოც განაგრძობს და ბრენდის განმსაზღვრელი თემატიკის შესწავლით, კონცეპტუალურ, სახასიათო სურნელოვან ხაზებს გვთავაზობს.
Masakï Paris-ის პატივსაცემ პარფიუმერთა სიაში, ასევე, ლეონარდო ლუჩეზე გვხვდება: ოსტატი, რომელიც ბრენდის კოლექციებს, ინოვაციური მიდგომებით ამდიდრებს.
