Eight Hour® Cream Ultimate Repair Moisturizer
Elizabeth Arden-ის ახალი დამატენიანებელი კრემი — Ultimate Repair, კანის ჰიდრატაციის დონეებს, ავტომატურად აღადგენს და ტენიანობას, 80 საათის განმავლობაში უნარჩუნებს; ანიჭებს სიგლუვეს და ჯანსაღ იერს.
Not Chosen
გაიცანით მსუბუქი სტრუქტურის მქონე, თუმცა ძლიერი მკვებავი საშუალება — Ultimate Repair, Elizabeth Arden-ის საკულტო კოლექციიდან — Eight Hour® Cream: თქვენი კანის ჰიდრატაციის ცვალებად საჭიროებასთან ადაპტირების მიზნით ფორმულირებული დამატენიანებელი, კომფორტის შეგრძნებას გაგიხანგრძლივებთ და ჯანსაღ ელფერს მოგანიჭებთ.
Ultimate Repair-ის მოქმედების ეფექტი:
- 80 საათამდე ხანგრძლივობით, უწყვეტ ჰიდრატაციას უზრუნველყოფს
- კრემის ფორმულა, კანის დაქვეითებული ჰიდრატაციის დეტექციისა და ტენიანობის დონეების ბალანსირების მიზნით, ავტოდამატენიანებელ კომპლექსს ეყრდნობა
- 5%-იანი სკვალანის შემცველობით, კანის დამცავ ბარიერს აძლიერებს
- ექტოინის (ბუნებრივი ამინომჟავას წარმოებული ტენიანობის მარეგულირებელი მოქმედებით) შემცველობით, გამომშრალ უბნებს ამშვიდებს და კანს, ყოველდღიური გარემოს აგრესორებისგან იცავს
- ანიჭებს აბრეშუმისებრ, კომფორტულ, შესამჩნევად გლუვ იერს
- პროდუქტის ფორმულა, უარომატიზატორო და არაკომედოგენურია; სწრაფად იწოვება კანში
- Ultimate Repair-ის გამოყენება რეკომენდებულია ყველა ტიპის, მათ შორის — მგრძნობიარე კანისთვისაც
- იდეალურია გამომშრალი, გაუწყლოვანებული და შესუსტებული ბარიერის მქონე კანისთვის
- საუკეთესოა მათთვის, ვინც უპირატესობას მსუბუქი სტრუქტურის მქონე, თუმცა, სიღრმისეულად დამატენიანებელ საშუალებებს ანიჭებენ
INGREDIENTS: Aqua/Water/Eau Caprylic/Capric Triglyceride, Glycerin, Squalane, Betaine, Propanediol, Dimethicone, Butylene Glycol, Cetearyl Alcohol, Ectoin, 1,2-Hexanediol, Ammonium Acryloyldimethyltaurate/VP Copolymer, Candelilla Cera/Euphorbia Cerifera (Candelilla), Wax/Cire De Candelilla, Caprylhydroxamic Acid, Carbomer, Cetearyl Dimethicone Crosspolymer, Cetearyl Glucoside, Cocoglycerides, Glyceryl Stearate, Hydroxyethyl Acrylate/Sodium Acryloyldimethyl Taurate Copolymer, Isohexadecane, Oryza Sativa (Rice) Bran W,ax, PEG-100 Stearate, Polysorbate 60, Saccharide Isomerate, Sodium Hydroxide, Tocopheryl Acetate, Phenoxyethanol, Sorbitan Isostearate.
WARNINGS: Use only as directed.Avoid contact with eyes.Keep out of reach of children.Discontinue use if irritation occurs.
წაისვით დამატენიანებელი კრემი Ultimate Repair დილას და საღამოს, სახის და ყელის ზონებზე; გამოიყენეთ დამოუკიდებლად ან შრატის მომდევნო საფეხურზე.
ჰიდრატაციისა და კომფორტის მაქსიმალური შეგრძნებისთვის, შეიზილეთ ნაზი, მასაჟისებრი მოძრაობებით, სანამ კანში სრულად არ შეიწოვება.
გაფრთხილება:
გამოიყენეთ კრემი მხოლოდ მითითებულ ზონებზე: მოარიდეთ თვალთან კონტაქტს და ბავშვებს. შეწყვიტეთ კრემის გამოყენება კანის გაღიზიანების შემთხვევაში.
It all started with the iconic Red Door Spa on Fifth Avenue in New York City. (The first day spa in America!) Elizabeth Arden has evolved into a global beauty powerhouse, known for our technological and scientific innovations in skin care and beauty.
We’re constantly looking forward and moving the needle, while respecting the extraordinary heritage that is our foundation.
