მთავარიშოპისახის მოვლა

Eight Hour® Cream Skin Protectant Original

Eight Hour® Cream Skin Protectant Original
Eight Hour® Cream Skin Protectant Original

მრავალფუნქციური კრემი კანის დამცავი და დამატენიანებელი მოქმედებით Eight Hour® Cream Skin Protectant Original for Dry

მოცულობა:

Not Chosen

57.00 ₾
აღწერა

ჯილდოს მფლობელი დამცავი კრემი — Eight Hour® Cream Skin Protectant Original, თქვენს კანს, ღრმად ატენიანებს და ნებისმიერ დროს, თქვენთვის სასურველი ფორმით იცავს.
თუმცა, პროდუქტის მრავალმხრივი ფორმულა, ბევრად მეტს გთავაზობთ, ვიდრე, უბრალოდ, ჰიდრატაციას: სასწაულებრივად გარდაქმნის წარბების ფორმას, ბრწყინვალებას მატებს ღაწვებს, არბილებს გამომშრალ ხელებს, ერთგვაროვნებას ანიჭებს ნუნებს და ფრჩხილებს.
კრემი შემოწმებულია დერმატოლოგიურად. კლინიკური კვლევებით დამტკიცდა, რომ 8 საათის განმავლობაში, კანის დატენიანებას და დაცვას უნარს ინარჩუნებს.



Elizabeth Arden, დღესაც აგრძელებს Eight Hour Cream Skin Protectant-ის კანის მოვლის ლეგენდარული დამამშვიდებელი და დამცავი ფორმულის მემკვიდრეობას, რომელიც ელიზაბეტ არდენმა 1930 წელს შექმნა და მალევე, უდიდესი წარმოატებაც მოიპოვა: მის საოცრად მრავალმხრივ სასარგებლო თვისებებს პატივს მიაგებენ მთელი მსოფლიოს ვიზაჟისტები და სილამაზის სფეროს ინფლუენსერები, თვალსაჩინო შედეგების დამსახურებით კი, კრემმა, სილამაზის ინდუსტრიის საკულტო სტატუსიც მოიპოვა.

იცოდით, რომ კრემს Eight Hour® („რვა საათიანი“), თავის დროზე, ელიზაბეტ არდენის ერთგულმა მომხმარებელმა დაარქვა, მას შემდეგ, რაც შვილს ნატკენ მუხლზე წაუსვა და სულ რაღაც, „რვა საათის შემდეგ“, ჯადოსნური შედეგი მიიღო?

Eight Hour® Cream Skin Protectant Original-ის მრავალმხრივი ფორმულა, დამატენიანებელ მოქმედებასთან ერთად, სხვა სასარგებლო თვისებებითაც გამოირჩევა: ამ კრემის დამსახურებით, სასწაულებრივად გარდაქმნით წარბის ფორმას, მბრწყინავ აქცენტებს მიანიჭებთ ყვრიმალებს, დაირბილებთ გამომშრალ ხელებს, ნუნებს და ფრჩხილებს, და ა.შ.

- ეფექტურად აცხრობს მშრალ, დახეთქილ კანს
- მბრწყინავი აქცენტებით გამოკვეთს ქუთუთოებს, ყვრიმალებს და ტუჩებს
- ძერწავს წარბების ფორმას და ხვეწს რკალს
- არბილებს გამომშრალ ნუნებს და ხელებს
- არბილებს დახეთქილ, აქერცლილ ქუსლებს
- შვებას გვრის მზისგან დამწვარ კანს
- აღადგენს მგზავრობისას გადაღლილ კანს
- ამშვიდებს კანს ფეხზე, გაპარსვის/ბიოეპილაციის შემდგომ

PETROLATUM, LANOLIN, MINERAL OIL/PARAFFINUM LIQUIDUM/HUILE MINERALE, CAPRYLYL GLYCOL, GLYCINE SOJA (SOYBEAN) OIL, PARFUM/FRAGRANCE, RICINUS COMMUNIS (CASTOR) SEED OIL, SALICYLIC ACID, TOCOPHEROL, ZEA MAYS (CORN) OIL, BHT, CITRAL, CITRONELLOL, GERANIOL, LIMONENE, LINALOOL, PHENOXYETHANOL, IRON OXIDES (CI 77491, CI 77492).

გამოყენების წესი

წაისვით ნებისმიერ ზონაზე, თავიდან — ფეხებამდე, ტენიანობის შესანარჩუნებლად და კანისთვის ჯანსაღი იერსახის მისანიჭებლად.

It all started with the iconic Red Door Spa on Fifth Avenue in New York City. (The first day spa in America!) Elizabeth Arden has evolved into a global beauty powerhouse, known for our technological and scientific innovations in skin care and beauty.

We’re constantly looking forward and moving the needle, while respecting the extraordinary heritage that is our foundation.