მთავარიშოპისუნამო

N:3 CREPUSCULE ARDENT

N:3 CREPUSCULE ARDENT
N:3 CREPUSCULE ARDENT

Eau de Parfum

სუნამო

Thomas Kosmala-ს ტყავისებრი, ხისებრი, მრავალმხრივი Crépuscule Ardent, ტყავის ნოტების ბაზაზე შეზავებული ყვავილოვანი ჟასმინის, ტკბილი კენკრის, ნატის („ზამში“) და ქარვის ნოტებით დაბალანსებული არომატია.

მოცულობა:

Not Chosen

660.00 ₾
აღწერა

Thomas Kosmala-ს ტყავისებრი, ხისებრი, მრავალმხრივი Crépuscule Ardent, ტყავის ნოტების ბაზაზე შეზავებული ყვავილოვანი ჟასმინის, ტკბილი კენკრის, ნატის („ზამში“) და ქარვის ნოტებით დაბალანსებული არომატია.

Crépuscule Ardent ტყავისებრი არომატების მოყვარულთათვისაა შექმნილი;

მისი დახვეწილი, მშრალი ხის ტკბილი ნოტები მძაფრ, თუმცა არა დომინანტურ სურნელს გვთავაზობს.

გამხსნელი ნოტი: ზაფრანა

გულის ნოტები: ოლიბანუმი (საკმეველის ნაირსახეობა), ჟასმინი

საბაზისო ნოტები: ტყავი, ნატი (ნაზი ტყავი), ამბრი

ბრენდ THOMAS KOSMALA PARIS-ის არომატთა ალქიმია თავად პარფიუმერი თომას კოსმალაა. მისი მოგზაურობა სურნელოვან სამყაროში პარიზში დაიწყო. იქ კლასიკური პარფიუმერიის შესასწავლად ჩავიდა და ნედლი ინგრედიენტების შეზავების განმაცვიფრებლად ახლებური კომბინაციების ემოციურ შესაძლებლობებს გაეცნო.

თომას კოსმალას დამოუკიდებელ ლაბორატორიაში შექმნილი და სრულქმნილი არომატები ოსტატურად აბალანსებს ტრადიციულ და ინოვაციურ მეთოდებს.

პარფიუმერის გამორჩეული ნიჭი ბრენდის ყოველ კოლექციაში ვლინდება: კლასიკური, ნედლი ინგრედიენტების ახლებურად გააზრებით, თომას კოსმალა გამომწვევ, კონცეპტუალურ სურნელოვან პროფილებს გვთავაზობს.