მთავარიშოპისუნამო

N:4 APRES L'AMOUR

N:4 APRES L'AMOUR
N:4 APRES L'AMOUR

Eau de Parfum

სუნამო

Thomas Kosmala-ს ტკბილი, პიკანტური, მგრძნობიარე, ამბროქსანის და Iso E Super-ის „დამატყვევებელი“ ნოტებით გაძლიერებული კონცეპტუალური არომატი — Après l’Amour სუნამოს ცნების თანამედროვე ინტერპრეტაციას გვთავაზობს.

მოცულობა:

Not Chosen

660.00 ₾
აღწერა

Thomas Kosmala-ს ტკბილი, პიკანტური, მგრძნობიარე, ამბროქსანის და Iso E Super-ის (ხისებრი, მყუდრო, ქარვისებრი და მუშკისებრი სინთეტიკური ნოტი) „დამატყვევებელი“ ნოტებით გაძლიერებული კონცეპტუალური არომატი — Après l’Amour სუნამოს ცნების თანამედროვე ინტერპრეტაციას გვთავაზობს.

Après l’Amour-ის ჰიპოალერგიული სითხე კანის კანთან შეხებით გამოწვეული მგრძნობიარე, გამომწვევი და ადიქციური შეგრძნებებითაა შთაგონებული; ხანგრძლივი პროექციის „ბირთვული“ მოქმედებით ხასიათდება და იმ მომხმარებლებს ეძღვება, რომელთაც სურთ, ყველა გარემოში თამამი განაცხადით გამოჩნდნენ — ქუჩაში გააჩერონ ან თვალი გააყოლონ.

გამხსნელი ნოტები: მწარე ფორთოხალი, ლიმონის ცედრა

გულის ნოტები: არომატული ნოტები, გრილი პიკანტური ნოტები

საბაზისო ნოტები: მშრალი მერქანი, ამბრი, მუშკი

ბრენდ THOMAS KOSMALA PARIS-ის არომატთა ალქიმია თავად პარფიუმერი თომას კოსმალაა. მისი მოგზაურობა სურნელოვან სამყაროში პარიზში დაიწყო. იქ კლასიკური პარფიუმერიის შესასწავლად ჩავიდა და ნედლი ინგრედიენტების შეზავების განმაცვიფრებლად ახლებური კომბინაციების ემოციურ შესაძლებლობებს გაეცნო.

თომას კოსმალას დამოუკიდებელ ლაბორატორიაში შექმნილი და სრულქმნილი არომატები ოსტატურად აბალანსებს ტრადიციულ და ინოვაციურ მეთოდებს.

პარფიუმერის გამორჩეული ნიჭი ბრენდის ყოველ კოლექციაში ვლინდება: კლასიკური, ნედლი ინგრედიენტების ახლებურად გააზრებით, თომას კოსმალა გამომწვევ, კონცეპტუალურ სურნელოვან პროფილებს გვთავაზობს.